მას შემდეგ, რაც “პეპი გრძელი წინდა” წავიკითხე, ესკი დაახლოებით 10 წლის წინ მაინც იყო,ვიძახდი, რომ არასოდეს გავიზრდებოდი,გადაწყვეტილი მქონდა სამუდამოდ ბავშვად დავრჩენილიყავი.
მართლაც რა არის ცუდი იმაში რომ ყოველთვის ბავშვი იყო? ვიცი, ვიცი უმეტესობა თქვენგანი მეტყვის, რომ უკეთესია იყო მოზრდილი, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი,რადგან ამ დროს უკვე ზუსტად იცი რა გინდა,პრობლემების მიუხედავად მაინც ცდილობ იცხოვრო ისე როგორც შენ გინდა და არა შენს მშობლებს, ხარ დამოუკიდებელი, აკეთებ იმას რაც შენ გინდა, თავად წყვეტ ყველაფერს და ა.შ.
მაგრამ აბა დაფიქრდით რა კარგია ბავშვობა? პერიოდი როცა ბედნიერი ხარ სრულიად უმიზეზოდ, ენერგიებით სავსე, არ იცი რა არის პრობლემა, თვითონ სიტყვის მნიშნელობაც არ გესმის. ვერ ამჩევ შენს ირგვლივ რა ხდება, ვერ ამჩევ ბოროტ, ან შურით გა-ბოროტებულ ადამიანებს რომლებიც პატარა მიზეზის გამოც კი ერთმანეთს საოცრად უმოწყალოდ იმეტებენ. ვერ ამჩნევ რომ ამ ქვეყნად მეგობრობაც კი რაღაცის გამო შეიძლება არსებობდეს.. სიყვარული ყველაზე ლამაზი და საოცნებო გრძობა გგონია, ოცნებობ პრინცზე რომელიც ზღაპრულ სასახლეში წაგიყვანს და იცხოვრებთ ერთად დიდხანს და ბედნიერად.
* * *
წელს 20 წლის ხდება, საუკუნის მეოთხედის და მხოლოდ ახლა, თითქოს ვიღაცამ ღრუბლებიდან ხელი კრა და გადმოაგდოო იმ სამყაროში სადაც ბავშვობა აღარ გამოუვა, სადაც ბავშვი ვეღარ იქნება. ჰო იცის რომ დიდი ხნის წინ უნდა ჩამოსულიყო თვითონვე რათა გამოგდება არ დასჭირვებოდათ. მაგრამ ის მაინც ძლიერად (თუმცა არ იცის ეს უფრო სიძლიერეს უნდა მიეწეროს თუ მის სისუსტეს) არის გაჩერებული შუაში, ბავშვობასა და “დიდობას” შორის გაბმულ უწვრილეს ძაფზე. ებღაუჭება და ცდილობს არ ჩამოსრიალდეს და ფეხი არ დაადგას ამ ”დიდური სამყაროს” მიწაზე. მაგრამ არც ის უნდა რომ ზევით აბრუნდეს. ის ორ სამყაროს შორის გაიჭედა, არჩევანის წინაშე…იცის რომ უნდა ქვევით ჩავიდეს მაგრამ ეშინია რადგან…
რადგან დიდურ სამყაროშიც კი მან ისევ არჩევანი უნდა გააკეთოს, ორ პიროვნებას შორის.ერთი მათგანი მათ შორის ძალიან კეთილია, პატარა, საყვარელი გოგო, რომელიც არასოდეს იტყვის ცუდ სიტყვას, რომელიც არასოდეს აწყენინებს ვინმეს, რომელიც ყოველთვის დაეხმარება ყველას, რომელსაც შეუძლია ყველას, დიახ განურჩევლად ყველას აპატიოს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ იცის ვინ რა ადამიანია, მიუხედავად ამისა ის მაინც ცდილობს ადამიანში, ჰო, ცუდ ადამიანში დაინახოს მხოლოდ კარგი მხარე და ყურადღება არ მიაქციოს ცუდს, ყოველთვის თვალს ხუჭავს მათ ცუდ ქცევებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამით ისევ თვითონ იჩაგრება.. აცვია ძალიან უბრალოდ, სადად, ისე როგორც პატარა გოგონას, და არ აინტერესებს როგორ გამოიყურება, მისთვის მთავარია ვიღაცამ მისი შინაგანი სამყარო დაინახოს და შეიყვაროს ისეთი როგორიც არის, შეიყვაროს და არა გამოიყენოს, შეიყვაროს და არა იმანიპულიროს მისით, არ ითამაშონ მის გრძნობებზე მისივე მიამიტობის გამო..
მეორე გოგო უფრო ძლიერია, უფრო მაგარი, მეორე გოგო ეწევა, მეორე გოგო ქუჩაში თავაწეული მიაბიჯებს, რადგან იცის რომ ყველა მას უყურებს, რადგან იცის რომ ძალიან მაგარი გოგოა ფიზიკურად და თვითონ თუ ვინმე მოეწონა, სულ ოდნავაც რომ მოინდომოს ნებისმიერს ”შეაბამს”. მეორე გოგო ძლიერია, ის თავს არავის აჩაგვრინებს, არც დაუშვებს ვინმემ აწყენინოს, და თუ აწყენინებს შემდეგ ისეთს გააკეთებს, რომ ის ვიღაც საშინლად ინანებს, და პატიებას თხოვს. ის არ შეიყვარებს არავის, თუ შეიყვარებს მხოლოდ გონებით და მაშინ დაასრულებს ურთიერთობას როცა თვითონ მოუნდება და არა იმ ვიღაცას. შეიძლება გულითაც შეიყვაროს მაგრამ.. არა არა გულით აღარავის შეიყვარებს..
* * *
და რა ქნა იმ წვრილ ძაფზე დაკიდებულმა გოგონამ? რომელი აირჩია? მან ორივე აირჩია, მაგრამ გადაწყვიტა ყველა ეს თვისება ჭკვიანურად გამოეყენებინა, გადაწყვიტა იყოს ძალიან მაგარი,მაგრამ ამავდროულად ძალიან საყვარელი,იყოს ცოტათი დიდი და ცოტათი ბავშვური, იყოს კეთილი, მაგრამ არავის მისცეს უფლება თავის დაჩგვრის,აცვია ისე რომ ორივე მათგანს შეესაბამებოდეს, იყოს ერთდროულად ბავშვურიც და სექსუალურიც.
ჰო აირჩია და გაბედა ფეხის მიწაზე დადგმა. გაბედა შეჭიდებოდა ამ საშინელ სამყაროს და იმედით ცხოვრობს რომ ყველაფერი კაგრად, ისე იქნება როგორც მას უნდა, ხომ ვთქვით რომ როცა დიდი ხარ ისე იქცევი როგორც შენ გინდა, იმას აკეთებ რაც შენ გინდა. წარმატებები ვუსურვოთ ))
ავტორი: ♥ Cherry ♥
Комментариев нет:
Отправить комментарий