კენკრათა შორის ერთ-ერთი უგემრიელესი – მარწყვი. ის მხოლოდ არაჩვეულებრივი გემოთი კი არ გამოირჩევა, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ფოთოლიც კი წამალია. მარწყვი ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საბადოა. მასში უხვად არის ვიტამინი C (5 ცალი მარწყვი იმდენსავე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ერთი მოზრდილი ფორთოხალი), ვიტამინი B5, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, ფოლიუმის მჟავა, იოდი. თუ მარწყვს კვირაში რამდენიმეჯერ მიირთმევთ, სისხლძარღვთა კედლები გაგიმაგრდებათ. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებიც.მარწყვი, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, სრულიად უვნებელია დიაბეტიანებისთვის, რადგან სისხლში შაქრის დონეზე გავლენას არ ახდენს. გარდა ამისა, შარდმდენი ეფექტიც აქვს, ამიტომ შესანიშნავია თირკმლის პრობლემების დროს. მარწყვის ნაყოფი და ფოთლების ნახარში არტერიული წნევის მოსაწესრიგებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.მარწყვი შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაც არის. მისი ნიღაბი უნიკალურია აკნეს სამკურნალოდ.
ვისაც წონის დაკლება სურს.მარწყვი ზედმეტ კილოგრამებსაც მოგაშორებთ და ორგანიზმსაც გაგიწმენდთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, ის ალერგიული პროდუქტია. თუ მასზე ალერგია გაქვთ, ეს დიეტა არ გამოგადგებათ.მოიწყვეთ მარწყვით განტვირთვის დღეები – მიირთვით დღეში 1-1,5 კგ ზედიზედ 3 დღე და 2-3 კილოგრამის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ დაკლება გარანტირებული გაქვთ.
თუ იმუნიტეტი შეგისუსტდათC ვიტამინის შემცველობისა და ანტივირუსული მოქმედების წყალობით მარწყვი იმუნიტეტსაც აძლიერებს და გაციებასაც ებრძვის. თუ შეატყვეთ, რომ იმუნიტეტი შეგისუსტდათ, დაიწყეთ დღე მარწყვით – მიირთვით ყოველ დილით, უზმოზე, 10 ცალი და ერთ კვირაში აშკარა უკეთესობას იგრძნობთ.
ანემიის დროს რკინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის წყალობით მარწყვის როგორც ნაყოფი, ასევე ფოთლებიც ანემიის სამკურნალო არაჩვეულებრივი საშუალებაა.50 გრამი კარგად გარეცხილი მარწყვის ფოთოლი ჩაყარეთ ფაიფურის ან მინის ჭურჭელში, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, შეფუთეთ თბილად და 1 საათი გააჩერეთ. სვით დღეში სამჯერ 50-50 მილილიტრი.
თუ აკნემ შეგაწუხათგაწმენდილ-გასუფთავებული სახის კანი მარწყვის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ და წაისვით ბლენდერში ათქვეფილი მარწყვის ფაფა. 15-20 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან მოიწმინდეთ თბილ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს ნიღაბი ავიწროებს ფორებს, ელასტიკურობასა და სიმკვრივეს მატებს კანს და, რაც მთავარია, აქრობს აკნეს.
არტერიული წნევის მომატებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს 50 გრამ გარეცხილ და გარჩეულ მარწყვის ფოთოლს დაასხით 2 ლიტრი წყალი და ადუღეთ, სანამ 1 ლიტრამდე არ დავა. გადაწურეთ, გააცივეთ და სვით დილა-საღამოს 100-100 მილილიტრი.
Комментариев нет:
Отправить комментарий