3/20/2011

მინდა ყველაფერი გავიაზრო..


რაღაც ცუდი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში..

ყველაფერმა დამღალა..

მეც შევიცვალე, ცუდი გავხდი.. აღარც მეგობრებს ვნახულობ, აღარც ნათესავებს.. უკვე რამდენი ხანია არავინ მინახავს.. მომენატრნენ მაგრამ სახლიდან გასვლა არ მინდა.. რომ მივიდე უამრავი კითხვა გაჩნდება : სად იყავი ამდენ ხანს, რატომ დაგვივიწყე....
მინდა სადმე შორს ვიყო, მოვშორდე აქაურობას.. მოვშორდე ქალაქის ფუსფუსს, ცოტა ხნით აღარ დავინახო ეს მუშაობით დაღლილი, ან მოწყენილი, ან უკმაყოფილო სახეები…

Комментариев нет: