3/25/2011

რას ნიშნავს იყო მეამბოხე?


 რას ნიშნავს იყო მეამბოხე? რამდენი ხანია მაწუხებს კითხვა სწორად გვესმის თუ არა ამ სიტყვის მნიშვნელობა და მისი გამოხატვის ფორმები? ნუთუ მეამბოხედ ყოფნა მაინც და მაინც ნგრევას მოითხოვს?

მე მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ, ზოგადად მაინტერესებს. ნუთუ აუცილებელია, რომ დავამციროთ თანამშრომლები, გავიქცეთ სახლიდან, დავცინოთ გამეფებულ იდეოლოგიას, უარვყოთ და დავამტვრიოთ ყველაფერი იმდროისათვის ღირებული, რათა ჩამოვყალიბდეთ სრულყოფილ პიროვნებებად, ვიქცეთ ინდივიდებად?

რას ნიშნავს სინამდვილეში იყო მეამბოხე? იქნებ არსებობს სხვა გზა სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების, გარდა იმისა, რომ ვცემოთ, დავამციროთ მოწინააღმდეგე, გავიქცეთ სახლიდან, გავანადგუროთ კულტურული ღირებულებები?

თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს იყო მეამბოხე?

Комментариев нет: