3/13/2011


მე ველოდები...

სიზმარს არეულს,
ღამეს დამზრალს და ზღაპარს ფერებით...
მე უშენობით ვგავარ მთვარეულს...
უაზროდ, ლანდს რომ მოეფერება...

მე ველოდები...
სიზმარს შორეულს...
დილას დარდიანს, დილას იმედის...
რომ გამაგიჟებს სევდამორეულს...
იმედი შენი, თუნდაც მცირედი...

მე ველოდები...
მათრობს სიზმარი...
არ გახსოვს? ერთად ღამეს ვპარავდით
ფიქრებს,
და მაინც ვერ დამიცავი...
და ახლა, თითქოს დავპატარავდი...

მე ველოდები...
ზღაპარს ფერებით,
არ ვიცი, მერე კარს ვინ გამიღებს...
უაზროდ, ლანდს რომ მოეფერება...
და უშენობა თავგზას ამირევს...

მე ველოდები...
ვიცი რთულია,
და უკვე, გასცდა სევდა დარაბებს...
“დარაბებს მიღმა გაზაფხულია"


1 комментарий:

Mallorie комментирует...

ლექსი შესანიშნავია, აი, ნამდვილად შესანიშნავი..
სრულყოფილად შესანიშნავი..
ძალიან კარგი იქნება, თუ სიმღერას დაუდებ ფონად.
მოკლედ, შედი -
http://soundcloud.com/ >> search soundcloud(რომელ სიმღერასაც ეძებ, ის ჩაწერე) >> ფლეიერის მარცხენა მხარეს ეწერება - share დააჭირე >> more >> wordpress >> Customize your player >> შეგიძლია ფლეიერს ფერი შეუცვალო. ასევე მარჯვენა მხარეს წერია Play automatically, ეს ნიშნავს იმას, რომ |> -ს დაჭერის გარეშეც ჩაირთვება შენი არჩეული სიმღერა >> ბოლოს გადააკოპირე widget code, რომელიც დიდი ისრის გვერდზე წერია, და ჩასვი პოსტის HTML ნაწილში.
წარმატებები. :*