ხალხო დაფიქრებულხართ რა ლამაზია ცხოვრება ? ძალიან ლამაზია ....
რა ბედნიერებაა , ღმერთმა ამ ქვეყნად მოსვლის საშუალება რომ მოგვცა . რა კარგია , რომ ის ყველაფერი გამოვიარეთ , რაც გამოვიარეთ . რა კარგია , ჩვენი გასავლელი რომ უნდა გავიაროთ .
რა კარგია როცა ვინმე გიყვარს . ან რამე.... რა კარგია სიყვარული ; მეუღლის , შვილის , მშობლის , მოყვასის , სამშობლოს , ღმერთის , სიკეთის . რა კარგია თქვენი სიყვარული . როგორ აგამაღლებს ადამიანს ეს გრძნობა . სიკეთის ჩადენისკენ გიბიძგებს და ბოროტებისკენ არ გახედებს .
რა კარგია თქვენი სიყვარული . როგორ მიყვარხართ სუყველა .მართლა მართლა . რა კარგია , ასე შორს რომ ხართ ყველანი გაბნეულები . ეს უფრო ამძაფრებს თქვენი ყველას ნახვის სურვილს და მონატრებას .
ჩემო ძვირფასებო . ჩემო სისხლო და ხორცო . როგორ მიყვარხართ ყველანი .
არ მეძინებოდა და გადავწყვიტე თქვენთვის სიყვარული ამეხსნა . იმედი მაქვს არ შეგაწუხეთ .
Комментариев нет:
Отправить комментарий