3/18/2011

World Smile Day® _ ღიმილის საერთაშორისო დღე


დამაინტერესა და სულ მარტივად ვიპოვე, რომ მსგავსი დღე მართლაც აღინიშნება ( არა ჩვენთან… ამერიკაში რა თქმა უნდა) …

ნუ მოკლედ აი რა ვიპოვე….

მხატვარმა ჰარვეი ბოლმა მასაჩუსეტსის შტატიდან 1963 წელს გამოიგონა ( ნუ პირველმა დახატა ) ჩვენთვის კარგად ცნობილი ღიმილიანი სახე, რომელსაც დღეს ყველა უბრალოდ “სმაილს” ეძახის… მისი ნახატი კი დროთა განმავლობაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპოულარული, ცნობადი სიმბოლო, რომელიც უბრალოდ კეთილ სურვილებსა და კარგ განწყობას ავრცელებდა მთელს პლანეტაზე.
პოპულარობის ზრდასთან ერთად ჰარვეი ბოლი უფრო და უფრო წუხდა იმის გამო, რომ მისმა სიმბოლომ ხშირი გამოყენების გამო დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. სწორედ ამის გამო მას გაუჩნდა იდეა აღენიშნათ ღიმილის საერთაშორისო დღე. ის ფიქრობდა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თუნდაც ერთი დღე უნდა მიძღვნას ღიმილსა და კეთილ საქმეებს. ღიმილი ხომ არ ცნობს გეოგრაფიულ საზღვრებსა თუ განსხვავებულ კანის ფერს, რელიგიასა თუ სოციალუს წოდებას. ჰარვეიმ გადაწყვიტა ყოველი წლის ოქტომბრის პირველი პარასკევი გამხდარიყო ღიმილის საერთაშორისო დღე. პირველად მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა 1999 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება ჰარვეის მშობლიურ ქალაქში და საერთოდ მთლიანად მსოფლიოში. ჰარვეის გარდაცვალების შემდეგ 2001 წელს ორგანიზაცი – “Harvey Ball World Smile Foundation” დაარსდა მისი ხსოვნის საპატივცემულოდ. მათი ოფიციალური სლოგანია “გავაუმჯობესოთ მსოფლიო ერთი ღიმილით” (“improving this world, one smile at a time”). სწორედ ისინი არიან ყოველწლიური ღიმილის ფესტივალის მთავარი სპონსორები.
2010 წელს ჩატარებული ღიმილის საერთაშორისო დღის სლოგანი იყო “Do an act of kindness. Help one person smile”.

შეგიძლიათ ეწვიოთ ღიმილის დღის ოფიციალურ საიტს, სადაც ნახავთ დაარსებიდან 2010 წლამდე გამართული ღონისძიებების ძალიან საინტერესო ფოტოგალერეას )) world smile day official site

გვერდი Facebook-ზე World Smile Day®
 

Комментариев нет: