სანამ ამ პოსტის კითხვას დაიწყებთ, გირჩევთ გადაიკითხოთ ეს პოსტი.
მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ორი მთავარი გზა არსებობს ინტერნეტით ფულის კეთების.
Google Adsense და Affiliate Marketing (ან Google Adsense + Affiliate Marketing)
დავიწყოთ გუგლ ედსენსზე საუბრით: ვეცდები მარტივი ენით ვისაუბრო, რათა ყველასათვის გასაგები იყოს რასაც დავწერ.
მოკლედ, ძალიან უხეშად და პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ვაკეთებთ საიტს (ინგლისურენოვანს), ვდებთ უნიკალურ კონტენტს, და ვანთავსებთ გუგლის რეკლამებს. შემდეგ კი თითო კლიკში გარკვეულ ანაზღაურებას იღებთ. ერთი შეხედვით მარტივია ხომ? მაგრამ ეს adspay.ge არ გეგონოთ. გუგლ ედსენსს აქვს მკაცრი კრიტერიუმები, რომელსაც ყველა საიტი უნდა აკმაყოფილებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამო ბანით დაჯილდოვდებით.
სამი ძირითადი ნაბიჯი: საიტი + კონტენტი + ედსენსი
ეს არის უმარტივესი და ძალიან უხეში ფორმულირება. ეს სამი ფაზა მოიცავს ბევრად უფრო ჩახლართულ და შრომატევად პროცესს (აბა გუგლი მეცენატი კი არაა ფული რომ დაურიგოს ყველას).
ამ პოსტში ვერიდები ვისაუბრო ისეთ თემებზე როგორიცაა link building, backlink-ების მოპოვება, ინდექსაცია, social bookmarking, on page SEO და ა.შ. ეს არის ძალიან ზოგადი პოსტი და არ მინდა ბევრისთვის გაუგებარი ტერმინებით გადავტვირთო. ვაპირებ ნაბიჯ-ნაბიჯ ვისაუბრო ყველა იმ თემაზე, რასაც SEO მოიცავს და რაც ასევე დაგვჭირდება Affiliate marketing-ში.
მოკლედ, გავეცანით გუგლ ედსენსის მუშაობის ზოგად პრინციპს. შემდგომში დაწვრილებით ვისაუბრებ მასზე.
ახლა ვნახოთ რა არის Affiliate marketing-ი. ამასაც ძალიან პრიმიტიულად ავხსნი: აკეთებ საიტს, რომელზეც განათავსებ რაიმე პროდუქტ(ებ)ის რეკლამას და ყოველ გაყიდვაში პროდუქტის ფასის გარკვეული პროცენტი გერიცხება (შემდგომში ვისაუბრებთ რომელ საიტებს მივმართოთ იმისათვის, რათა მაღალი Conversion Rate – ანუ მაღალპროცენტიანი მოგება ვნახოთ თითოეულ გაყიდულ პროდუქტზე).
ახლა კი შერეულ მოდელზეც გეტყვით ორიოდ სიტყვით: შეგიძლიათ გააკეთოთ საიტი Affiliate marketing-ისთვის და პარალელურად განათავსოთ გუგლის რეკლამები. ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას გავს, მაგრამ აქაც მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელთა შესახებაც შემდგომში ვისაუბრებთ step-by-step.
მოდით შევაჯამოთ ეს პოსტი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს ინტერნეტით ფულის შოვნის ორი მთავარი გზა: Google Adsense და Affiliate Marketing. პირველი მოქმედების პრინციპია: PPC (pay per click)- ანუ ფულს თითოეულ კლიკში იღებ. და მეორეს პრინციპია: შეთავაზებული პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული მაღალპროცენტიანი სარგებელი.
მესმის რომ ძალიან ზოგადი პოსტია. ვინც უკვე გამოცდილია ამ სფეროში, მათთვის ცოტა მოსაბეზრებელიც შეიძლება იყოს ეს პოსტი, თუმცა დამწყებებისთვის ვფიქრობ რომ საკმაოდ გასაგებად არის ახსნილი (კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ძალიან პრიმიტიულად და უხეშად) ეს ორი პრინციპი.
ფული ინტერნეტით
Комментариев нет:
Отправить комментарий