|
თანამედროვე | |
|
1500-იანი წლები |
ეს ის დროა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ანესთეზია და ოპერაციისას ადამიანები საშინელ ტკივილის გრძნობდნენ.ბევრი რამ არაა ცნობილი ამ იარაღზე, თუმცა სავარაუდოდ ისრის ამოსაღებად იხმარებოდა. მთავარი ღერძი ისარს უმაგრდებოდა, დანები კი ჭრილობის პირებს სწევდა აქეთ-იქით, რათა ადვილად ამოეღოთ.
|
1500-იანი წლები |
1500-იანი წლები. ეს იარაღი ტყვიის ამოსაღებად იყო საჭირო. ფორმის გამო სხეულში ღრმად შესვლა შეეძლო, ხშირად კი მსგავს იარაღებს პირი ხრახნის ფორმის ჰქონდათ და ტყვიამდე მისასვლელად ნელ-ნელა ატრიალდებდნენ ხოლმე.
|
1770-იანი წლები |
დანა წინადაცვეთისთვის. წინადაცვეთა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტარდებ(ოდ)ა სხვადასხვა მიზნებით, მაგრამ იარაღებიდან იშვიათად იყო ისეთი საშიშები, როგორიც ეს ევროპული დანაა.
|
1740-1830 წწ |
ეს ლითოტომი იხმარებოდა შარდის ბუშტის გასაჭრელად იმ მიზნით, რომ ქვებისგან დაეცალათ. ტარში სამართებელი იყო ჩამალული და სახელურის მოწევის შემდეგ გამოდიოდა გარეთ.
|
1700-იანი წლები |
მე-18 საუკუნეში საამპუტაციო დანები უმეტესწილად მოხრილი იყო, რადგან ქირურგებს ასე უფრო უადვილდებოდათ კანზე მრგვალი ფორმის ჭრილობის გაკეთება, შემდეგ კი კუნთოვანი ქსოვილების გადაჭრა, რათა ძვლამდე მისულიყვნენ. 1800-იანებისთვის კი სწორი დანები გახდა პოპულარული.
1600-იანი წლები |
|
იმ დროს, როცა ქირურგები თავს იწონებდნენ საგულდაგულოდ დეკორირებული იარაღებით, გრავიურებს შორის არსებულ ნაპრალებზე დაკვირვება ცხადყოფდა, რომ იქ მიკრობებს მრავალრიცხოვანი იმპერიები ჰქონდათ შექმნილი.
|
1800-იანი წლები |
თვალისა და ყურის ოპერაციების დროს ფართოდ გამოიყენებოდა ეს ე.წ. ხელოვნური წურბელა. მბრუნავი ღეროები კანს ჭრიდა, ცილინდრის ფორმის ნაწილში კი სისხლი იღვრებოდა.
|
1915 წელი |
ჰირცის კომპასის მეშვეობით აკურატულად საზღვრავდნენ, სად იყო ტყვია სხეულში, რათა შემდეგ ზუსტად გაეჭრათ ის ადგილი და ამოეღოთ.
|
1800-იანი წლები |
გამოიყენებოდა მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის გასაფართოებლად. თუმცა მალე ამოიღეს ხმარებიდან, რადგან რამდენჯერმე ზედმეტი მოუვიდათ და საშვილოსნო “გაეხათ”.
|
1870-იანი წლები |
ეს იარაღი იხმარებოდა ჰემოროის (ბუასილის) შესაჩერებლად. ჯაჭვს ზედმეტ მასაზე მოახვევდნენ და შემდეგ ქაჩავდნენ.
|
1800-იანი წლები |
ქირურგიული მაშა ჰემოროისთვის (ბუასილი). იყენებდნენ სისხლდენის შესაკავებლად.
|
1850-იანი წლები |
პაციენტს უკეთებდნენ დაზიანებულ ადგილზე, მაგალითად გადატეხილ ძვალზე, რამდენიმე კვირა ტოვებდნენ და მორჩენის (შეხორცების) შემდეგ ხსნიდნენ.
|
1860-90-იანი წლები |
იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა ჰისტერექტომიისათვის (ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა).
|
1880-1910 წლები |
ხრახნის ფორმის ხის ნაჭერი პირის გასახსნელად იხმარებოდა. მისი მეშვეობით ოპერაციის დროს პაციენტს უხსნიდნენ პირს და გარკვეული ხანი ტოვებდნენ, რათა არ დაემუწა.
|
1910-20 წლები |
წამოწვერილი მრგვალი პირის მქონე დანები კანს ჭრიდა, ჭიქაში კი სისხლი იღვრებოდა.
|
1830-60 წლები. |
ეს მოწყობილობა გამოიყენებოდა თავის ქალის გარკვეული ადგილების გასახერხად, რის შემდეგაც რიგში სხვა ინსტრუმენტები დგებოდნენ.
|
1600-იანი წლები |
ამ იარაღით ქალებს ვაგინას უფართოებდნენ, რის შემდეგაც გამოკვლევისა და დათვალიერების საშუალება ეძლეოდათ.
|
1750-1810 წლები |
თამბაქოს ოყნას პაციენტის ანუსს უერთებდნენ სხვადასხვა მიზნებით. მაგალითად, დახრჩობისგან რომ გადაერჩინათ. ტუბი დაკავშირებული იყო საკმეველთან და შეერთებისას პაციენტს სწორ ნაწლავში თამბაქოს კვამლს უკმევდნენ. მიაჩნდათ, რომ ეს სუნთქვის რეგულირებაში ეხმარებოდა სხეულს.
|
1860-იანი წლები |
მას შემდეგ, რაც პაციენტს პირს გაუხსნიდნენ, ამ ინსტრუმენტით დაავადებულ ფარისებრ ჯირკვლებს აცლიდნენ. მეოცე საუკუნეში კი მაშებითა და სკალპელებით ჩაანაცვლეს, რადგან მოწყობილობა უხეში იყო და ოპერაციის შემდგომ ხშირი იყო სისხლჩაქცევები.
|
1800-იანი წლები |
ბურღი ცილინდრული ფორმის დანით, რომლითაც თავის ქალას ხვრეტდნენ. შუაში არსებული კბილანა ადგილის განსაზღვრისთვისა და წონასწორობის შენარჩუნებისთვის იყო საჭირო.
Комментариев нет:
Отправить комментарий