ინტერნეტით ფულის გაკეთების პერსპექტივაში ეჭვი არ შეგეპაროთ. არც იმაში შეგეპაროთ ეჭვი რომ ფული მარტივად არც ინტერნეტში და არც სხვაგან კეთდება. ათასობით ადამიანი ეძებს ყოველდღიურად გუგლში საიტებს იმ იმედით რომ კითხვაზე “How to make money online” პასუხს იპოვნიან. “ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობსო” ნათქვამია მაგრამ ვინც კარგად ვერ ეძებს ის ვერასდროს იპოვის : ) ასე რომ თუ გადაწყვიტეთ რომ კარგი ნერვები გაქვთ და ძებნაც გეხერხებათ, მომყევით და ისწავლეთ ინტერნეტით შემოსავლის შოვნის ძირითადი სტრატეგიები.
ნუ პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ ჯინეტში შეგიძლიათ არც ეცადოთ რაიმე ნორმალური შემოსავლის შოვნას. ჯერ ჯერობით ფაქტიურად შეუძლებელია და თუ რატომ, ეს გრძელი ისტორიაა და არ ვაპირებ ამის განხილვას ახლა : ) (ზოგადად ქართულ ინტერნეტზე პოსტი უკვე დავწერე) ინგლისური ამ შემთხვევაში საუკეთესოა და მიზეზების დაწერა რა თქმა უნდა არაა საჭირო.
წარმოიდგინეთ ინტერნეტი როგორც ერთი დიდი ქალაქი და თქვენ, ფულის საშოვნელად შეგიძლიათ სადმე დაიწყოთ სამუშაო ან რომელიმე ქუჩაზე პატარა (ან დიდი) მაღაზია გახსნათ და შემოსავლის მიღება დაიწყოთ.
ნუ კერძო ბიზნესს უფრო მეტი შემოსავალი აქვს თუ სწორად არის გაკეთებული ამიტომ მოდით ვისაუბროდ “მაღაზიის” გაკეთებაზე. საიტი თავის კონტენტიანად არის თქვენი “მაღაზია”, ხოლო დომენი – თქვენი “მაღაზიის” მისამართი : ) შედარებით გამოცდილი ადამიანებისთვის ვიცი რომ ცოტა სულელურად ჟღერს მაგრამ ეგ არაა მთავარი – მთავარია გაიგოთ და მირჩევნია მარტივი ენით ვისაუბრო, ვიდრე მერე კითხვებზე გავცე პასუხი და უფრო დაწვრილებით ავხსნა ყველაფერი თავიდან. დამიჯერეთ, დიდი გამოცდილება მაქვს მსგავსი შემთხვევების : )
საიტის გაკეთებაზე და შემდეგ კონტენტის დადებაზე ცალკე ვისაუბრებ სხვა პოსტში, იმიტომ რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემაა.
როდესაც საიტის გაკეთება წარმატებით ჩაივლის, თქვენ დაგჭირდებათ ვიზიტორები. ხალხი = ფულს. ინტერნეტში უამრავი ფულის გასაკეთებელი რამ არსებობს და ყველგან საჭიროა ტრაფიკი. საიტზე თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ რაიმე ან დადოთ სხვა საიტის რეკლამები. ნუ გეშინიათ, არ მოგიწევთ კლიენტების ძებნა გუგლის ედსენსი და სხვა მსგავსი პროგრამები (ედსენსი საუკეთესოა) გვთავაზობენ პატრნიორობას – თქვენ დებთ საიტზე კოდს და საიტზე ჩნდება ბანერი ან რამოდენიმე ლინკი, როდესაც დაინტერესებული ადამიანი აკლიკებს ამ ლინკს, თქვენ გერიცხებათ ფული. ვრცლად ამის შესახებ ცალკე ვისაუბრებ.
ფულის გაკეთების სხვა წყარო არის Affiliate პროგრამა. თქვენ არეკლამებთ სხვის პროდუქტს და გაყიდვის შემთხვევაში საკმაოდ მაღალ საკომისიოს იღებთ. მსგავსი პროდუქტების პოვნა შეგიძლიათ რამოდენიმე Affiliate საიტზე.
რა თქმა უნდა ფულის გასაკეთებლად არაა საჭირო საიტის ქონა. თუმცა ამას არ განვიხილავ, იმიტომ რომ თითქმის არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში და ყოველთვის მირჩევნია საკუთარი საიტით ვიშოვნო ფული : )
საიტზე ტრაფიკის შემოსაყვანად არსებობს უამრავი საშუალება – უფასოთი დაწყებული, ფასიანით დამთავრებული. ყველაზე საუკეთესო უფასო საშუალება საძიებო სისტემებია.
საძიებო სისტემები სხვადასხვა კრიტერიუმებით ალაგებენ საიტებს. მაგალითად თუ ჩაწერთ სიტყვა “Lose Weight” ს, პირველ გვერდზე ამოგიგდებთ საიტებს რომლებიც ყველაზე კარგად არიან ოპტიმიზირებული საძიებო სისტემებისთვის.
საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია (Search Engine Optimization ანუ SEO) – როგორც სიტყვა გეუბნებათ, ეს არის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებითვის : ) ანუ თუ თქვენი საიტი არის გათვლილი მაგალითად ტოშიბას ლეპტოპზე, თქვენ უკეთებთ ოპტიმიზაციას საიტს რადგანაც გინდათ რომ როდესაც ვინმე გუგლში ან სხვა საძიებო სისტემაში ჩაწერს “Toshiba Laptops” ამოაგდოს თქვენი საიტი რათა ეს “ვინმე” თქვენს საიტზე შემოვიდეს – როგორც ზემოთ დავწერე – მომხმარებელი = ფულს.
Note - ყოველი ზემოთ მოყვანილი თემა ძალიან ძალიან დიდია და უამრავ ინფორმაციას შეიცავს. ამ სტატიის მიზანია მკითხველს ზოგადად წარმოდგენა შეექმნას ინტერნეტში ფულის შოვნის ხერხებზე. უფრო ვრცლად შემდეგში ვისაუბრებ.
ასე რომ, Come back და წაიკითხეთ სტატიები ყველა ზემოთ მოცემულ თემებზე რომლებიც მალე გამოქვეყნდება მინდა გარკვეული წილი შევიტანო საქართველოში ინტერნეტ მარკეტინგის განვითარებაში
ბიზნეს
Комментариев нет:
Отправить комментарий