12/14/2022

გიორგი ტიგინაშვილი-დღეები

 Am-Dm-E-Am

C-G



დღეები დღეებს მისდევდა, წამი კი ყოველ წამს 

დრო გადიოდა ოცნებით კვლავ იტყუებდი თავს

მზეს მთვარე შეყვარებია ღრუბელს უძირო ცა

მაგრამ ამ გრძნობას ჩემსავით ვერვინ ართმევდა თავს

ალბათ ოდესმე შევხვდებით და გამოგაყოლებ თვალს 

შენ კი ჩაივლი ქუჩაში და არც მობრუნებ თავს

აენთნენ თეთრი ლამპიონები ტაძარს მიაპყრეს სხივების კონა

მარადისობის ნათელი ფერით გამოუცხადეს სამყაროს ნდობა

გაივლის დრო და მოვა ზამთარი დარდი ფიქრებით დაიწყებს თოვას

რომ შემცივდება დაბერავს ქარი ჩემს გასართობად არავინ მოვა 

შენთვის ყოველთვის ვიმღერებ და არ დაგავიწყებ თავს

შენ კი ჩემ დაკრულ სიმღერებზე ხშირად დაუკრავ ტაშს 

ღამის ფერები ანათებს კადრებს

განგება ისევ ძალუმად ცოცხლობს

ქუჩაში მწვანე აენთოთ დარდებს 

ჩემი ფიქრებიც მთელ ქალაქს მოსდო

ვიცი ოდესმე შევხვდებით და გამოგაყოლებ თვალს

შენ კი ჩაივლი ქუჩაში და არც მოაბრუნებ თავს 

გაივლის დრო და მოვა ზამთარი დარდი ფიქრებით დაიწყებს თოვას 

რომ აცივდება დაბერავს ქარი ჩემს გასართობად არავინ მოვა