Am-Dm-G-C
როცა ოცნება არაკებს ხატავს
და ეს ვარსკვლავი ლაჟვარდებს ეტრფის,
მე შეგიყვარებ გიწოდებ ზღაპარს,
ჩემი თვალები ყველაფერს გეტყვის.
ჩემო პატარა, მე დღეს არ ვნანობ,
მე შენ მიყვარხარ სინათლის წყაროვ,
როცა ანათებს ეს განთიადი,
იცოდე პირი არ აიმყრალო.
სადა ვართ სად?
ვადგავართ რა გზას?
გული გრძნობს სევდის და შუქის ნაზავს.
(მთვარე და ჩრდილი, ნოლი და ფაზა, წვიმა ასფალტზე შენს სახელს ხატავს)
მცივა და მტკივა და ერთ ტაქსში ვზივართ და ვმღერი,
ლამაზო ქალწულო სიზმარში მოგეფერები!
მცივა და მტკივა და ერთ ტაქტში ვზივართ და ვტკბები,
სულ ცალ კუნთ, სულ ცალ კუნთ, სულ ცალ კუნთ, სულ ცალ კუნთ ვკვდები!
როგორ დამავიწყე თავი?
მთელი საძმაკაცო უარვყავი.
რად დამადუყლუყე კარგო?
შენთვის წავიკითხე მურაკამი!
მე, დღეს, შენ, გრძნობის ნაყოფს მოგანიჭებ!
გაჩვენებ რაც გვევასება ბიჭებს!
გავიღვიძე, დამესიზმრა გავიტანე სალარო,
ჩემი მონაპოვარი მინდა რომ შენ გახარო!
არც ჩემი ძმაკაცი და არც ჩემი დედიკო,
ვერაფერს მიპასუხებს რომ გეტყვი ეგ იყო!
მცივა და მტკივა . . .
მოგერები... მოგეფერები...
ამირსპასალარი კაცი იყო თავნება
და მის ხუშტურებზე დადიოდა თამარი,
შოთას ისტორია არასოდეს მთავრდება,
ვეფხისტყაოსანი უმაგრესი რამ არი!
გაიხსენეთ ანანური, გაიხსენეთ სიონი!
თქვენთანა ვართ ზურა, მე და ვაჟა -- გალაქტიონი,
ცხენის წყალი, ალაზანი, დედის ძუძუ, მათარა,
საქართველოს სიყვარული ღმერთმა გულით ატარა!