ამბავს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა - სპორტის ამ სახეობის ვარსკვლავები, ცნობილი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი, რაგბის რჩეული ქვეყნების კავშირები. კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირმაც გამოაქვეყნა.
"ალფი, მეგობარო, განაგრძე რაგბით სიამოვნების მიღება" - დაწერა ოუენსმა. ასეთივე გზავნილები იყო ირლანდიის, ფიჯის, ინგლისის რაგბის კავშირებიდან.
"ოლ ბლექსი" (ახალი ზელანდია): "არ მოუსმინო მათ. გაუფრთხილდი საკუთარ თავს. შეინარჩუნე სიყმაწვილე."
"რაგბის თამაში ნებისმიერი წონისა და ფორმის ადამიანს
შეუძლია. იყავი ძლიერი და ისიამოვნე მისით... მოუთმენლად ველით, როდის ითამაშებ" - ეს კი საქართველოს რაგბის კავშირის სიტყვებია.
პატარა მორაგბემ სერიოზული მხარდაჭერა მიიღო და იმედია, დიდ რაგბიშიც ვიხილავთ.