5/25/2021

ყოველგვარი შესავლის გარეშე - კრიპტოლექსიკონი

ყოველგვარი შესავლის გარეშე - კრიპტოლექსიკონი:
HODL - სიტყვათა თამაში ინგლისურ Hold - ზე, ანუ შეაჩერე, არ გაყიდო, შეინახე მომავლისთვის როცა ფასი გაიზრდება, მოგვიანებით HODL გაიშიფრა როგორც hold on for dear life, ჰოდლერები ან ჰოლდერები ხშირად ამხნევებენ ერთმანეთს
Bear, Bear market, Bearish - დათვი, ნასესხები აქციების ბირჟიდან, ბეარი ან ბეარიში, მიუთითებს რომ ფასები ვარდება და მოლოდინია რომ კიდევ უფრო დავარდება, რადგან კრიპტოს ჰოდლერები (ჰეჰ) ხშირად დიდი ხნით ინახავენ ინვესტიციას - ბეარი არ უყვართ.
Bull, bullish, bull run - მიუთითებს რომ ბაზარზე ფასები იზრდება, მოლოდინი კიდევ უფრო ზრდაა, როგორც წესი ბეარი და ბული ერთმანეთს ცვლის და თან ძალიან სწრაფად
Moon, to the moon, - იგულისხმება რომ კრიპტოს ფასი იმხელაზე გაიზარდა, ან გაიზრდება რომ მთვარეზე გაფრინდა, ხშირად რაკეტის ემოჯიც ახლავს (აბა ფეხით ხო არ წავა?!)
Shitcoin - შითქოინი, ისეთი კრიპტოა რომელიც ძალიან ახლოსაა თაღლითობასთან და ბევრი ვერაფერი მომავალი აქვს, ხანდახან ხალხი სწორედ შითქოინებზე მდიდრდება
Pump - ფამფი, დაფამფვა როცა გარკვეული მოვლენები ბუნებრივად ან ხანდახან ხელოვნურადაც მოთხოვნას ზრდიან კონკრეტულ კრიპტოზე, მარკეტინგით, პიარით ან რაიმე კაი ამბების დაანონსებით
Dump - დამფი, დადამპვა, როცა კონკრეტული კრიპტოს მფლობელი ან მფლობელები მოულოდნელად დიდ რაოდენობას ყიდიან და ფასი რადიკალურად ვარდება
Whale - ვეილები, ანუ კრიპტოში უზარმაზარი ინვესტიციების მქონე პირები, რომლებიც ინვესტორების ვეშაპებად მოიაზრებიან, მათი ნებისმიერი ქმედება როგორც წესი ბაზარზე აისახება ხოლმე, მაგალითად ვეილები ფლობენ ძალაუფლებას ბაზარი გაფამფონ და მერე დადამპონ.
FUD - Fear, Uncertainty, doubt - შიში, გაურკვევლობა და ეჭვი, ოდითგანვე ცნობილი სტრატეგია პიარსა და მარკეტინგში, კონკურენტების ჩამოშორებისთვის გამოიყენება, ხადანხან ზოგი კრიპტოს გარშემო ხელოვნური FUD იქმნება, რომ იაფად იყიდონ.
FOMO - Fear of missing out - რაღაცის "გამაზვის" შიში, ხანდახან ახალბედები მოულოდნელად ყიდულობენ ისეთ რაღაცას, რაც კარგად არ იციან რას წარმოადგენს და ამას იმპულსურად აკეთებენ, რადგან ეშინიათ არ "გამაზონ" მომენტი.
FIAT - მთავრობის მიერ გამოშვებული "ჩვეულებრივი" ფული, რაც სწრაფად უნდა მოიშორო და კრიპტო იყიდო
DYOR - Do your own research - გარდა იმისა რა რჩევებსაც მოისმენ, აუცილებელია შენ თვითონაც გამოიკვლიო საკითხი და სხვის იმედზე არ იყო.
ATH - All time high, რეკორდული ფასი რაც კი როდესმე მიუღწევია კონკრეტულ კრიპტოს
Short, shorting - გაშორტვა, შორტი, ასევე ნაწილობრივ ნასესხები აქციების ბირჟიდან (თუმცა იქ შორთი ოდნავ სხვა რამეა) იგულისხმება რომ ინვესტორი/მოვაჭრე ელოდება ფასის ვარდნას გარკვეულ კრიპტოზე, ამიტომ ის ეცდება გაყიდოს მაღალ ფასად რომ მერე უფრო ბევრი იყიდოს დაბალ ფასად.
Long - ლონგ პოზიცია შორტერის ანტონიმია და იგივე ჰოლდერია
Bags, Bagholder, ჩანთა, ჩანთის მფლობელი, იგულისხმება რომ ინვესტორმა რაღაც კონკრეტული კრიპტო იყიდა და ელოდება მის ზრდას, ასევე ნიშნავს კრებსითად კრიპტოების ნაკრებს რომელსაც ფლობს

ჯერ ეს იყოს ჯგუფის განვითარებასთან ერთად, კიდევ დავამატებთ და გადავამუშავებთ ხოლმე.