რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად კი არა, მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა. „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ოპოზიციის ქმედებებს და „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან „ გარიგებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს მეორე ძალად „ევროპული საქრთველო“ აქციოს.
„ამის დასტურად თუნდაც ის კმარა, რომ ყველა ფინანსური კოპანია, რომლებიც „ევროპულ საქართველოსთან“ არის დაკავშირებული, ისევე წარმატებით მუშაობს დღეს, როგორც თავის დროზე. ეს ეხება როგორც მერიის ტენდერებს, მათ ასევე მთელი საქათველოს მაშტაბით აქვთ ბიზნესები შენარჩუნებული. როგორც ჩანს, წარსულიდან გამომდინარე ისე კარგად აქვთ კუდები გადაბმული, მხოლოდ წილები შეცვალეს.
ჯერ კიდევ პრემიერ კვირიკაშვილსაც სწორედ „ევროპული საქართველო“ „ეიმედებოდა“ და ეს არც არასოდეს დაუმალავს“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.