6/17/2020

მერია ავტობუსებზე ველოსიპედის სამაგრების დაყენებას გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედით მოსიარულეებისთვის ქალაქში გადაადგილება უნდა გამარტივდეს. ამისთვის მერია ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრების დაყენებას აპირებს. შესაბამისი დავალება დღეს, 17 ივნისს, მთავრობის სხომაზე კალაძემ მის მოადგილეს, მაია ბითაძეს მისცა:

“ველოსიპედი ქალაქში ძალიან პოპულარული ხდება. იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, გვინდა გადმოვიტანოთ საუკეთესო ქალაქების მაგალითები და ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი, რომ ყველა განვითარებულ ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს წინ ან უკანა მხარეს სამაგრი უყენდება. ადამიანი, ვინც ველოსიპედითაა, დაამაგრემს მას და შემდეგ ავა ავტობუსში. აქედან გამომდინარე, მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ ეს სამაგრები მოიკვილეთ და ეტაპობრივად დავიწყოთ მათი დაყენება, რათა ადამიანებმა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლონ”,- აცხადებს კალაძე.