6/27/2020

"ვიდეოჩანაწერებით დგინდება, არაგვის ხიდის მიმდებარედ, როგორ დაესხნენ თავს შაქარაშვილს" - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროვებს


გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩვიდ­მე­ტი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მომ­ხდარ­თან ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს.
გთა­ვა­ზობთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას (შე­ნიშ­ვნა: ინი­ცი­ა­ლე­ბის გვერ­დით სრუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შევ­სე­ბუ­ლი):
„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ძი­მარს უცხა­დებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს! ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო.
სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბულ ჩვიდ­მე­ტი­ვე პირს წა­რუდ­გი­ნა ბრალ­დე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ამა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით“.