4/15/2020

Dune-დან პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტიმოთი შალამე, ზენდაია და ჯეისონ მომოა ახალ ფილმში

 2020 წელს დაგეგმილ პრემიერებს შორის დენის ვილნევის       ფილმი Dune გამორჩეული კინომოვლენაა, რომელსაც მაყურებლები განსაკუთრებულად ელიან.



დიუნი ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების მქონე სამეცნიერი ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნის ეკრანიზაცია იქნება. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს დევიდ ლინჩმა ამ წიგნის მიხედვით გადაიღო თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, დენის ვილნევი კი 36 წლის შემდეგ თანამედროვე ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს.


წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოპროექტის პირველი ფოტოები ცოტა ხნის წინ გავრცელდა:
ფილში ვიხილავთ ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიც არიან ტიმოთი შალამე, ზენდაია, ხავიერ ბარდემი, ჯეისონ მომოა და ოსკარ აიზეკი.

დენის ვილნევს აქამდე ისეთი გახმაურებული კინოსურათები აქვს გადაღებული, როგორებიცაა Arrival და Blade Runner 2049.
ფილმის პრემიერა 18 დეკემბერსაა დაგეგმილი.