4/18/2020

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა! გააზიარეთ!

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
 
ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14.51 საათზე გადმოვიდა.
 
ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაესწრო.

ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ აქვთ.
 
მათ ცეცხლს თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან.