4/17/2020

Bitcoin (BTC)-ისა და ალტკოინების განაღდება და ყიდვა/გაყიდვა



Bitcoin ისა და ალტკოინების განაღდებისათვის უამრავი სერვისი არსებობს. განსხვავება ძირითიდად არის მათ მომსახურების საკომისიებსა და ლიმიტებში.
ქართული სერვისებიდან BTC-ს განაღდებისა და შესყიდვის სერვისი აქვს Emoney-ს.
ორივეს აქვს საკმაოდ ცუდი კურსი და დიდი მარჟა. გარდა ამისა, Emoney-სთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ, პრობლემაა საპორტიც და თანხის ასახვისთვის საჭირო დროც, რომელიც ხშირად საკმაოდ აღემატება ბლოკის დადასტურების დროს.
UniPay-ზე ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი.


შედარებით უკეთეს პირობებსა და დაბალ მარჟას გვთავაზობენ უცხოური სერვისები და ბირჟები.
უცხოური სერვისებიდან ქართველი მომხმარებლების მიერ გატესტილია Cex.io.
გთავაზობთ პლასტიკური ბარათის მიღების ოპციას, რისი საშუალებითაც შეძლებთ ანგარიშიდან Bitcoin-ის გამოტანას. სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა პერსონალური ინფორმაციის ვალიდაცია და ბარათის შეკვეთა.
Cex.io  არის როგორც BTC-ს (ასევე Ethereum-ის) შესყიდვისა და განაღდების საშუალება, ასევე ბირჟაც. აქაც საჭიროა პერსონალური ინფორმაციის ვალიდაცია და თქვენი საბანკო ბარათის მიბმა, რომელზეც მოხდება თანხის დარიცხვა კრიპტოვალუტის განაღდების შემდეგ.
გარდა ამისა, კარგი რეპუტაციის მქონე ბირჟებია Poloniex, Bitfinex, Bittrex, CoinBase... დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ CryptoCompare.com-ზე



უსაფრთხოების მიზნით, ნებისმიერ სერვისზე რეკომედირებულია, ჩართოთ დაცვის ყველა შესაძლო სისტემა, როგორიცაა გადარიცხვების ვალიდაცია, ორფაქტორიანი ავტორიზაცია და ა.შ.

  • BTC Sites  - ბითქოინის დაგროვება რეკლამების ყურებით
  • E-Wallets - ყველა სანდო ელექტრონული საფულე
  • Best Faucet  - ე.წ. ფაუცეტები ანუ კრანები, რომელებიც იძლევიან კრიპტოვალუტას
  • Crypto Blog -კრიპტო სიახლეები
  • Cryptocurrencies  - კრიპტოვალუტები
  • Mining  - მაინინგი
  • Crypto News  კრიპტო ამბები
  • Online Games -ონლაინ თამაშები
  • POS Coins / Masternodes  მასტერნოდი
  • PTC Sites  სარეკლამო საიტები, რომლებიც იხდიან ფულს
  • Reviews  მინოხილვა
  • Tools  -ინსტრუმენტები
  • URL shorteners  ლინკის დამოკლება
  • TOP NEWS

    მომავლის ვალუტა ბიტკოინი – კრიპტოვალუტა

    რა არის ბიტკოინი?   შენი პირველი ბიტკოინი გელოდება აქ: ყიდვა ბიტკოინი არის ელექტრონული ფული, რომელიც უკავშირდება სატოში ნაკამოტოს სა...