საქართველოში კოორნავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია 242 შემთხვევა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში COVID-19-ისგან 57 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა ბოლნისის, მარნეულის და ლენტეხის რაიონები.