16 წლის ზუგდიდელი ნინი ჩილაჩავა ამერიკელ მომღერალ ემინემის გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა. მის ვიდეოს ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტმა ადამიანმა უყურა.
მანამდე ცნობილმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა სოციალურ ქსელში საკუთარ თაყვანისმცემლებს მოუწოდა, სიმღერა Godzilla-ს ბოლო სტროფი ისევე სწრაფად წაეკითხათ, როგორც ამას თავად აკეთებს. ემინემმა ამ სიმღერაში საკუთარი რეკორდი მოხსნა და 30 წამში 229 სიტყვა წარმოთქვა.
ემინემმა ამ სიმღერაში საკუთარი რეკორდი მოხსნა და 30 წამში 229 სიტყვა წარმოთქვა. ნინი ჩილაჩავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ თავადაც იგივე შედეგი აჩვენა.
ნინი ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა და სიმღერა მისი ჰობია. ამბობს, რომ ემინემს ხშირად უსმენს. Godzilla-ის საკუთარი ვერსია ჯერ მეგობრებს და დედას მოასმენინა და სწორედ მათი თხოვნით ჩაწერა ვიდეო, რომელიც შემდეგ მომღერლის ინსტაგრამგვერდზე ატვირთა.
ვიდეოს წარმატებით გაკვირვებულია, რადგან ასეთ დადებით გამოხმაურებას არ ელოდა. ის ახლა მოუთმენლად ელოდება შედეგს. ამბობს, რომ მომღერლის მიმართვაში არ იყო დაკონკრეტებული, როდის გამოვლინდება გამარჯვებული. ამიტომაც არ იცის. როდის დასრულდება კონკურსი.
ემინემის გამოწვევაში მონაწილეობენ მისი გულშემატკივრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.