3/29/2020

ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა "ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი მა­ნა­ნა გა­გუა წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გუნდში მუ­შა­ობ­და. ახლა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და პან­დე­მი­ას, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის თვა­ლით აკ­ვირ­დე­ბა. ფიქ­რობს, რომ მსოფ­ლიო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ რუ­ტი­ნად მი­აჩ­ნდათ, კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში სა­ნატ­რე­ლი გახ­და.

- ამე­რი­კა­ში 21 წე­ლია, ვცხოვ­რობ. თავ­და­პირ­ვე­ლად ბოს­ტონ­ში, მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტატ­ში, შემ­დეგ ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში და ახლა მე­რი­ლენდში, ქა­ლაქ ანა­პო­ლის­ში. კო­რო­ნა­ვირუს­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი. თუ ადრე ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე დავ­დი­ო­დით ყველ­გან, სა­დაც გვინ­დო­და და ვა­კე­თებ­დით იმას, რაც გვინ­დო­და, ახლა იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, დავ­რჩეთ სახ­ლში და მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის, ძი­რი­თა­დად პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად გა­ვი­დეთ გა­რეთ. გა­ვა­უქ­მეთ თე­ატ­რის სე­ზო­ნის ბი­ლე­თე­ბი, ვე­ღარ მივ­დი­ვართ მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ფე­ში, რეს­ტო­რან­ში, კონ­ცერ­ტზე, ან სტუმ­რად. ჩემი შვი­ლი ჩვენ­გან ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზე ცხოვ­რობს, მაგ­რამ გვე­რი­დე­ბა და კარ­გა ხა­ნია, არ გვი­ნა­ხავს. ასეთ დროს უფრო ხვდე­ბი და აფა­სებ იმ რუ­ტი­ნას, რო­მე­ლიც თით­ქოს ადრე მო­სა­წყე­ნიც გეჩ­ვე­ნე­ბო­და. ჩვენ კი­დევ შე­და­რე­ბით გაგ­ვი­მარ­თლა, რად­გან ოკე­ა­ნის ნა­პი­რას ვცხოვ­რობთ, ეზოც გვაქვს და სა­მე­ზობ­ლო­შიც ვა­ხერ­ხებთ სე­ირ­ნო­ბას, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ეს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეც­ვლის იმას, რაც ადრე იყო.

- თქვენს შტატ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- შტა­ტის სტა­ტის­ტი­კით, 992 შემ­თხვე­ვაა დღეს, ხვალ ალ­ბათ 1000 იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რომ გავ­რცელ­და, ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ­დი თვალს, შევ­დი­ო­დი ჯან­მო-ს და ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­იტ­ზე, ასე­ვე ვუს­მენ­დი აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NIH) დი­რექ­ტო­რის, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის ბრი­ფინ­გებს. რა თქმა უნდა, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ შე­ვა­ფა­სე ამ ვირუ­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მას­შტა­ბი. მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი შემ­თხვე­ვა არ იყო და ამე­რი­კა­ში ალ­ბათ 200-მდე, ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი­ყო გრი­პის მსგავ­სი ვირუ­სი, რო­მე­ლიც სე­ზო­ნუ­რად უამ­რავ ადა­მი­ანს აა­ვა­დებს და სამ­წუ­ხა­როდ, ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა მისი სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბის გამო. რა­ტომ მინ­და, ამას ხაზი გა­ვუს­ვა? - თუ მა­შინ, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა, ახლა, რო­დე­საც ეპი­დე­მია პან­დე­მი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, აქა-იქ და არც თუ იშ­ვი­ა­თად ისევ ვხვდე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ ეს გრი­პის ვირუ­სი­ვი­თაა, სე­ზო­ნუ­რია და დათ­ბო­ბას­თან ერ­თად გა­და­ივ­ლის, ამას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს. ვირუ­სი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც ახლა ხში­რად ამ­ბო­ბენ, გა­ცი­ლე­ბით უფრო ვე­რა­გი, ვიდ­რე ბევ­რს შე­ეძ­ლო წარ­მო­ედ­გი­ნა.

ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: ჯერ ერთი, გა­და­ე­ცე­მა ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხვე­ლე­ბის, ლა­პა­რა­კის და სუნ­თქვის დრო­საც კი აფ­რქვევს სხვა­დას­ხვა ზო­მის წვე­თებს, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს ვირუსს. ეს წვე­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ჰა­ერ­ში აე­რო­ზო­ლის სა­ხით, ან ზე­და­პი­რებ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად უსიმპტო­მო ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მოვ­ლე­ნა ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი აინ­ფი­ცი­რე­ბენ გარ­შე­მო მყო­ფებს. ამი­ტო­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რო­დე­საც გა­რეთ ვართ, ვე­ცა­დოთ, არ შე­ვე­ხოთ სა­ხეს, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას და ყოფ­ნი­სას ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, 20 წამი გა­საპვ­ნა და 10 წამი ჩა­მო­ბან­ვა, ალ­კოჰო­ლით, ან სხვა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ვა­მუ­შა­ვოთ ზე­და­პი­რე­ბი, კა­რე­ბის, მან­ქა­ნის სა­ხე­ლუ­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი და ა.შ. ბევ­რი გვირ­ჩევს, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის მერე, გა­მო­ვიც­ვა­ლოთ ტან­საც­მე­ლი, გავ­რე­ცხოთ და მი­ვი­ღოთ შხა­პი. თუ ერთჯე­რად ნი­ღაბს და ხელ­თათ­მა­ნებს იყე­ნებთ, ისი­ნიც ფრთხი­ლად და წე­სე­ბის დაც­ვით უნდა მო­ვიხ­სნათ და გა­დავ­ყა­როთ. რაც შე­ე­ხე­ბა ნიღ­ბებს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ისი­ნი ძი­რი­თა­დად უნდა ატა­რონ და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა და მედ­პერ­სო­ნალ­მა, ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებს ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბას არ ურ­ჩე­ვენ. ამ სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ­სე­ბობს, აზი­ა­ში თით­ქმის ყვე­ლა ატა­რებს ნი­ღაბს, და­სავ­ლეთ­ში არა.

- ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ბრძან­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მელ წლებ­ში მუ­შა­ობ­დით?

- სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­წი­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე წელი ვმუ­შა­ობ­დი ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ნე­პიდ­სად­გურ­ში. 1993 წელს და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა შიდსი-სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრში და ეს იყო ალ­ბათ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბი. ცენ­ტრი იყო სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით. ის შე­იქ­მნა 1989 წელს ბა­ტო­ნი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში და რო­გორც იტყვი­ან, ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბო­და შიდს-ის ეპი­დე­მი­ას. პა­ცი­ენ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა, კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, კონ­სულ­ტი­რე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ჯან­მო-ს და მსოფ­ლი­ოს სხვა წამ­ყვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბა იყო რთუ­ლი, რად­გან ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი მკაც­რი იყო და გვთხოვ­და, ყვე­ლა­ფე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად, მაგ­რამ ამა­ვე დროს იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, რად­გან ჯერ ერთი, იმაღ­ლებ­დი ცოდ­ნას, მი­მო­წე­რა გვქონ­და, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან მეც­ნი­ე­რებ­თან, მაგ. იგი­ვე ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის­თან, 1998 წელს ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და NIH-ის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხში­რად ვეს­წრე­ბო­დით აივ-შიდს-ის კონ­ფე­რენ­ცი­ებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, ეს 90-იან წლებ­ში იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. მაგ­რამ რა­საც მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზი გა­ვუს­ვა, ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლექ­ტი­ვი, გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც დღეს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მუ­შა­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ებ­შიც. ამ­დე­ნი წე­ლია, წა­მო­სუ­ლი ვარ და ისევ ამ ოჯა­ხის წევ­რად მი­მაჩ­ნია თავი.

- თქვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რამ­დე­ნად დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას მსოფ­ლიო?

- საფრ­თხე რომ სე­რი­ო­ზუ­ლია, ამა­ზე სტა­ტის­ტი­კა მი­უ­თი­თებს. ვი­ცით, რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ჩი­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, რაც ჯე­რაც არ არის დამ­თავ­რე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა ეს­პა­ნეთ­ში, იმე­დია, ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით. იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი ინ­გლის­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვით ამ­ჟა­მად პირ­ველ ად­გილ­ზეა მსოფ­ლი­ო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოც ვერ გა­და­ურ­ჩა ეპი­დე­მი­ას, დღე­ის­თვის 90 და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ჩვენ­თან უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ქარ­თვე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის მიერ გა­დაგ­მუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი გა­მოდ­გა, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წვლი­ლი ვირუს­თან ბრძო­ლა­ში სა­ერ­თოდ ფას­და­უ­დე­ბე­ლია. შე­და­რე­ბის­თვის, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტეს­ტის პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იყო ცნო­ბი­ლი, მა­შინ რო­დე­საც ამე­რი­კა­ში ამას რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბო­და. რის­კი, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დი­დია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვა ქვეყ­ნე­ბის შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ყვე­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­ცა­დოთ, დავ­რჩეთ სახ­ლში და გავ­წყვი­ტოთ ინ­ფექ­ცი­ის პო­ტენ­ცი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის ჯაჭ­ვი. ეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ამით ფას­და­უ­დე­ბელ სამ­სა­ხურს გა­ვუ­წევთ ქვე­ყა­ნას.

ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რო­გო­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ლი­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეკ­რე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუდ­ვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირან­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კა­ში რამ­დე­ნი­მე კლას­ტე­რია, რო­მე­ლიც სწო­რედ ასე წარ­მო­იქ­მნა, ერ­თმა და­ა­ვა­დე­ბულ­მა შეძ­ლო ასე­უ­ლო­ბით სხვა ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. პან­დე­მი­ამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, თუმ­ცა იმ­დე­ნა­დაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­მე­დი­ცი­ნო და არა მარ­ტო სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კო­რო­ნა­ვირუსს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ, ეფექ­ტუ­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნით, ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ით და კა­რან­ტი­ნით.

- რას გვე­ტყვით კო­რო­ნა­ვირუ­სის ირ­გვლივ გავ­რცე­ლე­ბულ სამ­კურ­ნა­ლო მი­თებ­ზე?

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მი­თე­ბი ვრცელ­დე­ბა ვირუ­სის და­სა­მარ­ცხე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე და ამას სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბიც მოჰ­ყვა, მაგ. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ერთ-ერთ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ ეფექ­ტუ­რია პრე­პა­რა­ტი ქლო­რო­ქი­ნი (პლაქ­ვე­ნი­ლი), რო­მე­ლიც მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტია. საქ­მე იმა­შია, რომ ეს პრე­პა­რა­ტი გა­მოს­ცა­დეს საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ პა­ცი­ენ­ტე­ბის მცი­რე ჯგუფ­ზე და იყო მო­საზ­რე­ბა, რომ იგი გარ­კვე­ულ­წი­ლად, რა­ღაც ხა­რის­ხით ებ­რძვის კო­რო­ნა­ვირუსს, თუმ­ცა მას აქვს ტოქ­სი­უ­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ექი­მის მკაც­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა. ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ამე­რი­კა­ში იყი­და ამ პრე­პა­რა­ტის აკ­ვა­რი­უ­მის საწ­მენ­დი ფორ­მა და და­ი­ღუ­პა. ამი­ტომ ექი­მის რჩე­ვის გა­რე­შე ყო­ველ­გვა­რი თვით­მკურ­ნა­ლო­ბის­გან თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ. ალ­კოჰო­ლი მხო­ლოდ ზე­და­პი­რე­ბის და ხე­ლე­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ნი­ორს კი კო­რო­ნა­ვირუს­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არა აქვს.

- ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად რო­გორ უნდა და­ა­მარ­ცხოს ორ­გა­ნიზ­მმა ვირუ­სი ეპი­დე­მი­ის დროს.

- არა მარ­ტო ეპი­დე­მი­ის დროს, ზო­გა­დად ვირუ­სის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა ვე­ცა­დოთ, ვი­ცხოვ­როთ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით, მი­ვირ­თვათ ბევ­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ვი­ვარ­ჯი­შოთ, უარი ვთქვათ მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა (რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნო­ვირუ­სით ინ­ფექ­ცია გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს მწე­ვე­ლებ­ში), გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩა­ვი­ტა­როთ აცრა სე­ზო­ნუ­რი გრი­პის წი­ნა­აღ­მდეგ და ხან­ში­შე­სუ­ლებ­მა ჩა­ი­ტა­რონ პნევ­მო­კო­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია, რათა კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ პნევ­მო­ნი­ას ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნი­აც რომ არ და­ერ­თოს. თუ ვირუ­სი მა­ინც შე­გე­ყა­რათ, მსუ­ბუ­ქი ფორ­მის შემ­თხვე­ვა­ში, სიმპტო­მა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი და ა.შ. რთულ შემ­თხვე­ვებ­ში უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს.