3/27/2020

"ჭირმა ქვეყანა გააერთიანა, სოლიდარობაა... ოპოზიცია აღარ მლანძღავს" - ამირან გამყრელიძე


"ჭირ­მა ქვე­ყა­ნა გა­ა­ერ­თი­ა­ნა, სო­ლი­და­რო­ბაა, ოპო­ზი­ცია აღარ მლან­ძღავს ძა­ლი­ან" - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "სპე­ცპ­რო­ექ­ტი - COVID 19" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.
მან გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, პო­ლი­ცი­ას, მე­სა­ზღვრე­ებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩარ­თუ­ლი ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.
"ხალ­ხი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, რომ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შე­ვას­რუ­ლოთ - არ შე­ვი­დეთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ეპი­დე­მი­ა­ში. ჩვენ ექი­მი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­ბა­ჟო­ზე მდგო­მი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ლი­ო­გე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რე­ბი, ლუ­გა­რის ცენ­ტრის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და ყვე­ლა, ვინც ჩარ­თუ­ლია ამ საქ­მე­ში, მუ­შა­ო­ბენ 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში.
ისი­ნი, ვი­საც მო­ხუ­ცებ­თან საკ­ვე­ბი მი­აქვთ, ვინც მო­დის და გვერ­დში გვიდ­გას. ბევ­რი საკ­ვებს გვჩუქ­ნის. ორმა მან­ქა­ნა გვა­ჩუ­ქა, მერე და­ვა­სა­ხე­ლებ მათ ვი­ნა­ო­ბას... ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, სო­ლი­და­რო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში, ჭირ­მა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა. ოპო­ზი­ცია აღარ მლან­ძღავს ძა­ლი­ან, ადრე ხომ მლან­ძღავ­და? ახლა ცოტა შე­ა­ნე­ლეს ჩემი ლან­ძღვა" - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.