2/05/2020

სიღნაღელი ლიკა კეჭაღმაძე კიკ-ბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა(ვიდეო)



1-2 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში – ბაქოში კიკ-ბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობა თერთმეტი ქვეყნის სამასამდე სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში მიმდინარეობდა. ეს გახლდათ ქართული კიკბოქსინგის ტრიუმფი, რადგან საქართველოს კიკბოქსინგის ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე 6 პირველი, 4 მეორე და 4 მესამე ადგილი აიღო.
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის „კომპლექსური სასპორტო სკოლების გაერთიანების“ სპორტსმენებმა: ლიკა კეჭაღმაძემ და დავით თანდაშვილმა (მწრთვნელები -დავით და ლევან სარდალიშვილები) საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
დავით თანდაშვილმა (15წ. და 45კგ.წონითი კატეგორია) ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ლიკა კეჭაღმაძემ (15 წლის, 51 კგ. წონითი კატეგორია) პირველი საპრიზო ადგილო დაიკავა. ლიკა კეჭაღმაძე საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებმა ოქროს მედლითა და ქამრით დააჯილდოვეს.
alidrop ულოცავს სიღნაღის „კომპლექსური სასპორტო სკოლების გაერთიანების“ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს გამარჯვებას. უახლოეს დღეებში კი შემოგთავაზებთ მათთან ინტერვიუებს.



Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი