2/03/2020

მაჩაბლის ქუჩაზე კაცმა თვითმკვლელობა სცადა და ვინც ხელი შეუშალა, ისიც დაჭრა


სროლა იყო თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობას ცდილობდა, რა დროსაც ხელი შეუშალა მისმა ახლო ნათესავმა (ოჯახის წევრმა) და ისიც დაიჭრა.
ფაქტი მოხდა საცხოვრებელ სახლში, დაჭრილი მამაკაცი და ქალბატონი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.
კერძოდ, 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).