ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ მოათავსეს ლუგარის ლაბორატორიის ოფიციალური დასკვნით B ტიპის ვირუსი დაუდგინდა და ახალი ტიპის კორონავირუსი არ უფიქსირდება.
მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი არ აღენიშნება, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს, ქართველ ახალგაზრდა ქალს.
„ლუგარის ცენტრიდან გვაცნობეს, რომ ორივე პაციენტზე რომელიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში რჩება - ახალგაზრდა 30 წლამდე ჩინეთის მოქალაქეზეც და ქართველ ახალგაზრდა ქალზეც ზემოსასუნთქი გზებიდან აღებული მასალის ახალ კორონავირუსზე გამოკვლევით პასუხი არის სარწმუნოდ უარყოფითი. არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსით ინფექცია არ აღენიშნება და ოფიციალურად, ჩინელ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა B გრიპი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, დღეს ინფექციურ საავადყოფოში ორი პაციენტი შეიყვანეს. ჩინეთის მოქალაქის შემთხვევაში, რომელიც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩამოვიდა ფიქსირდებოდა ვირუსის ნიშნები და არსებობდა, კორონავირუსის ინფექციის ალბათობა.
Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი