ბაღდათში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების ფოტო გავრცელდა. 2 გოგონა და 2 ბიჭი უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდნენ.
დაღუპულები გვარად გველესიანები არიან. ისინი ამ ძველ სახლში თვითნებურად მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ოჯახის დიასახლისს ძმა გარდაეცვალა და ძველ სახლში ვეღარ ჩერდებოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დედასა და შვილებს სახლში ეძინათ, ბუხარი კი ანთებული იყო.
პრაიმტაიმი