ყოველწლიურად, მსოფლიოში 2.25 მილიარდ ჭიქა სხვადასხვა სახეობის ყავას მიირთმევენ. ხსნად ყავას გაყინვის მეთოდით ამზადებენ. პროდუქტს ყინავენ და შემდეგ მცირე ნაწილაკებად ჭრიან. საბოლოოდ, ვაკუუმში დაბალ ტემპერატურაზე აშრობენ.
Healthguide.net-ის ინფორმაციით, დღეს, ხსნადი ყავა ნატურალური ნივთიერებების მხო-ლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის. არსებობს ეჭვი, რომ ხსნად ყავას დამატებული აქვს: სინთეტიკური კოფეინი, ბარდა, სოიო, შვრია, ქერის ალაო და სტაბილიზატორები. იმის გამო, რომ ხსნად ყავაში ძალიან მცირეა ნამდვილი კოფეინი, ხშირად დღეში 4 და მეტი ჭიქის დალევა გვიწევს, რომ მივიღოთ ის ეფექტი, რაც ყავის დალევით
გვსურს.
ხსნადი ყავის დიდი რაოდენობით მოხმარებას კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზია-ნის მიყენება შეუძლია, განსაკუთრებით კი გულთან, ღვიძლთან და კუჭთან დაკავშირე-ბული პრობლემების წარმოქმნა.
განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დაბალი ფასის გამო ხსნადი ყავა ყველაზე მოთხოვნადია. ევროპის ქვეყნებში და ასევე აშშ-ში ხსნადი ყავის მოხმარება პროცენტულად მნიშვნელოვნად შემცირებულია.
Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი