![]() |
შემთხვევის ადგილი ფოტო: Twitter |
გამოცემის ინფორმაციით, ლაინერი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს ეკუთვნის და სტამბოლში ქალაქ იზმირიდან ჩაფრინდა. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა სხვადასხვა ტიპის დაზიანება 21-მა ადამიანმა მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებას ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.
„გენსაკონსულო კავშირზეა ყველა შესაბამის უწყებასთან. ამჟამად დაშავებულები გადაჰყავთ ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ამ ეტაპისთვის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
🔴 A passenger Boeing 737 gets off the runway at Istanbul's Sabiha Gökçen Airport.— air plus news (english) (@airplusnews_EN) February 5, 2020
pic.twitter.com/1UKAdH2zhe
Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი