2/06/2020

გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებს შეხვდა



პრემიერმინისტრი 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი გახარიამ ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.
ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, 2019 წელს, ექვსივე სპორტსმენმა ქვეყანას ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის მედალი მიუტანა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა მათგანს წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული მიანიჭა.
გიორგი გახარიამ, ჩემპიონებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.



Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი