Google-მა პირველად გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შემოსავალი მიიღო Youtube-მა რეკლამით. მონაცემები Google-ის კომპანიამ Alphabet-მა გამოაქვეყნა.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელს YouTube-ის შემოსავალმა ამ სეგმენტიდან 15,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Google-მა YouTube-ი 2006 წელს $1,65 მილიარდად იყიდა. ანალიტიკოსები კომპანიისგან YouTube-ის შემოსავლის ცალკე გამოქვეყნებისკენ დიდი ხანია მოუწოდებენ, რადგან სერვისი კომპანიის სარეკლამო ბიზნესის არსებით ნაწილს ახორციელებს. პირველი შემთხვევაა, როცა Google-მა ეს მონაცემები გაასაჯაროვა.
Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი