Complex-ის ცნობით, Nike-მა ტრაგიკულად გარდაცვლილი კობი ბრაიანტის პროდუქცია გაყიდვიდან დროებით ამოიღო.
ამერიკული კომპანიის ონლაინ-მაღაზიაში "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარული კალათბურთელის ატრიბუტიკას ვერ ნახავთ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ისევ როდის შემოვა წარმოებაში "შავი მამბას" მაისურები, სპორტული ფეხსაცმელები და ა.შ.
Nike-ის გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ კომპანიას არ სურს ტრაგედიაზე ფინანსური სარგებლის ნახვა.