1/29/2020

ხაჭოს პასკა ვანილით, ნუშითა და ცუკატებით


ინგრედიენტები

ხაჭო, დაბალცხიმიანი - 500 გ
ფერადი ცუკატები, ქიშმიში ან სხვადასხვა ჩირი - 100 გ
კარაქი - 90 გ
შაქარი - 80 გ
ნუში - 50 გ
კვერცხის გული - 2 ცალი
ნაღები - 100 მლ
ვანილის ჩხირი - 1 ცალი


მომზადების წესები

ხაჭო გაატარეთ საცერში, ვანილის ჩხირი გაჭერით სიგანეზე და ამოაცალეთ თესლი, დაუმატეთ ხაჭოს.

ცუკატები და ჩირები დაჭერით. ნუში დანაყეთ ან მსხვილად დააბლენდერეთ.

დარბილებული კარაქი ათქვიფეთ ხელის ზამბარით, დაუმატეთ დაჭრილი ცუკატები, ჩირები და ნუში.

კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად.

ნაღები ჩაასხით პატარა ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე (არ აადუღოთ).

დაუმატეთ ნაღებს კვერცხის გულებისა და შაქრის ათქვეფილი მასა, ისე, რომ არ არ გადმოდგათ ცეცხლიდან (დაბალ ცეცხლზე) თქვიფეთ შეუჩერებლად, დანამ მასა არ გასქელდება. გააჩერეთ კიდევ 2-3 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.

დაუმატეთ ხაჭოს მასას, კარაქისა და ნაღების მასა და კარგად აურიეთ.

პასკის ფორმაში ჩააფინეთ მარლა ორ ფენად და გადაიტანეთ პასკის მასა. მოუკარით მარლას კიდეები, ზემოდან დაადეთ რაიმე სიმძიმე და გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 1 დღე.

გემრიელად მიირთვით!