1/28/2020

იშვიათი დაავადების გამო ქალს საკუთარი სხეულის ხმები ესმის

ბრიტანელი პემ რობერტსი 2015 წლამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, იყო ბედნიერი დედა და მეუღლე.
შემთხვევით, აბაზანაში, მას ფეხი აუცურდა და თავი დაარტყა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ქალს უცნაური ხმები შემოესმა, რომელიც თანდათან გახშირდა. პემ რობერტსი მალევე მიხვდა, რომ საკუთარი სხეულის ხმები ესმოდა.
დაცემის შემდეგ მარცხენა ყურის არხში მას მცირე ზომის ხვრელები გაუჩნდა. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რობერტსს საკუთარი სხეულის ხმები ესმის: გულის ცემა, თვალების დატრიალების დროს გამოცემული ხმები, სისხლის მოძრაობის ხმა. მას განსაკუთრებით აწუხებს ხმაურიანი კუჭ-ნაწლავი.
შესაძლოა იფიქროთ, რომ ბრიტანელი ამას ყველაფერს იგონებს, თუმცა ასეთი ანომალია ნამდვილად არსებობს. პემ რობერტსის დაავადებას ოფიციალურად უწოდებენ Superior Semicircular Canal Dehiscence და ის პირველად 1998 წელს აღწერეს მედიცინაში.

თავდაპირველად ვერავინ მიხვდა თუ როგორ გაჩნდა ეს დაავადება. ახლა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ადამიანებს საკუთარი სხეულის ხმები ყურის არხის გათხელებული  ძვლის გამო ესმით.
მსოფლიოში, დაახლოებით, 500 ადამიანია მსგავსი სინდრომით. ბრიტანელის ოჯახი ოპრაციისათვის, რომელიც მას აშშ-ში ჩაუტარდება, თანხას აგროვებს.