1/28/2020

საფრანგეთი უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

პირველი თვითმფრინავი, რომლითაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საფრანგეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, პარიზში ხუთშაბათს დაეშვება. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით წერს. 
გამოცემის ინფორმაციით, ამ რეისით ქვეყანაში დაბრუნდებიან ისინი, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. პარიზში დაშვების შემდეგ მათ კარანტინს დაუწესებენ. საფრანგეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვისც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, საგანგებო რეისი მოგვიანებით დაინიშნება. მათ მკურნალობაზე უკვე პარიზში იზრუნებენ. 
26 იანვარს უხანიდან მოქალაქეების ევაკუაცია აშშ-მა დაიწყო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაც იგეგმება.