1/30/2020

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს



იტალიაში, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც ინტერნეტ გაზეთი Gazzetta di Reggio წერს, კვირა დილით via Roolo Gessi 3 ნომერში გარდაცვლილი იპოვეს ქართველი ქალი, 1966 წლის 20 ივლისს დაბადებული ელზა სიუკაევა.

მედიის ცნობით, პოლიცია ადგილზე გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილის და ბინის მეპატრონის გამოძახების საფუძველზე მივიდა.

ელზა სიუკაევა იტალიაში დაახლოებით 14 წელი იმყოფებოდა, არ ყოფილა დაქორწინებული და ოჯახის წევრები საქართველოში ყავდა.

როგორც მედია წერს, გარდაცვლილი ქალბატონო სპორტის დიდი გულშემატკივარი და მილანის ყველა თამაშს ესწრებოდა. ფეხბურთის რწმენის გამო ის მხოლოდ წითელ და შავს სამოსს იცმევდა. ასევე, მას სახლი მილანის ფერებში ჰქონდა მოწყობილი. მედიის ცნობით, ელზამ საქართველოში პატარა სახლი Rossoneri-ს ავეჯით და მოწყობილობით აშენა და ის ვერასდროს ახერხებდა იქ ცხოვრებას.

„პრაიმტაიმი“ დეტალებს საგარეო საქმეთა სამინისტროში არკვევს.