12/16/2019

“მე და მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოვედით. უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი, რატომ. მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე:



ერთი მორწმუნის ნაამბობიდან:
“მე და მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოვედით. ბერმა პირჯვარი გამოისახა და დავშორდით რამდენიმე მეტრით ტაძარს. უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი, რატომ. მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე:
– მამა გაბრიელ, გთხოვთ, განმიმარტოთ, რატომ იქცევით ასე – ტაძარს რომ მიუახლოვდებით, ნერწყვავთ, რესტორანს ჩაუვლით და პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ?


– რახან გულით მეკითხები, გეტყვი, თუმცა ეს ჩემი საქმეა. აგიხსნი… ეკლესის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ვხედავ მათ და ვნერწყვავ. რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხედავ, როგორ ტირიან წმინდა ანგელოზები, ადამიანები რომ ღრეობენ. მეც წმინდა ანგელოზებთან ერთად ვლოცულობ – ღრეობას თავი დაანებონ და ტაძარში წავიდნენ. ტაძარი ხომ ცას განასახიარებს. მე ტაძარს გავუარო და შიგ არ შევიდე?! გვერდით თუ ჩაუვლი ეკლესიას და პირჯვარს გამოისახავ, ნიშნავს, უფალს მიესალმო: გაგიმარჯოს, ღმერთოო, – და გზა განაგრძო. ეშმაკებს კი უხარიათ, ტაძარს გვერდს რომ აუვლიან. ამიტომ ეს რკალი უნდა გაარღვიო. ტაძრის კარამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი. თუ შესვლის დრო არ გაქვს, უფალს პატოება სთხოვე”.