Tesla-ის გენერალური დირექტორის, ელონ მასკის განცხადებით, კომპანია ბერლინში თავის პირველ ევროპულ საწარმოს, Gigafactory-ს გახსნის.
ქარხნის გარდა Tesla საინჟინრო ცენტრსაც გახსნის.
„ყველამ იცის გამორჩეული გერმანული საინჟინრო ტექნოლოგიების შესახებ და ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ იქნება განთავსებული Gigafactory Europe-ის ქარხანა გერმანიაში“, - განაცხადა მასკმა და დაამატა, რომ საწარმო ბერლინის ახალი აეროპორტის მახლობლად აშენდება.
მანამდე Tesla-მ განაცხადა, რომ ევროპაში კომპანია წარმოებას 2021 წელს დაიწყებს.
Tesla to build first European factory in Berlin https://t.co/YiqOYPVbLD— BBC News (UK) (@BBCNews) November 13, 2019