11/20/2019

"ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს... გამ­წა­რე­ბუ­ლი ვარ" - თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს


თბი­ლის­ში ნე­ი­რო­ქი­რურგს გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვილს სცე­მეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი მისი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.


რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნი­შულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ არ მოჰ­ყო­ლია ამ კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მის ცე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რმა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა:

"გამ­წა­რე­ბუ­ლი ვარ. მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ბედ­ზე წუხს და ამ დროს აგერ თბი­ლის­ში, ცნო­ბილ კლი­ნი­კა­ში დამ­სა­ხუ­რე­ბულ ექიმს, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­დამ­რჩენს და განმკურ­ნე­ბელს ცემს ვი­ღაც ვე­ლუ­რი.

დამ­ნა­შა­ვე სა­მა­გა­ლი­თოდ უნდა და­ი­სა­ჯოს!

P.S. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, ნუ და­მი­რე­კავთ. თა­ვად გა­ა­სა­ჯა­რო­ებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ ამ­ბავს. მან პო­ლი­ცი­ას ჩვე­ნე­ბა უკვე მის­ცა" - და­წე­რა ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.
წყარო - ამბები.გე