10/08/2019

როგორ შევავსოთ მწვანე ბარათის ლატარეა. DV2021 (ვიდეო ინსტრუქცია) green card


როგორ შევავსოთ მწვანე ბარათის ლატარეა. DV2021 (ვიდეო ინსტრუქცია)
GREEN CARD DV 2021
რეგისტრაციის ოფიციალური პერიოდი:
02.10.2019 - 05.11.2019


https://www.dvlottery.state.gov/




რჩევა:
"მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების პერიოდში იქმნება ბევრი დროებითი ფირმა, რომლებიც ათამაშებენ ”მწავნე ბარათს”, თუმცა შემდგომში უკვალოდ ქრებიან და პასუხის გამცემიც არავინ რჩება. 
Green card-ის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ამ ვებგვერდიდან ჩამოტვირთავთ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, სადაც დაფიქსირებული იქნება:
- Confirmation Number (მონაწილის რეგისტრაციის ნომერი)
- Name, Last Name (მონაწილის სახელი, გვარი)
- Year of Birth (მონაწილის დაბადების წელი).


მომავალში ეს მონაცემები გამოიყენება შედეგების შემოწმებისათვის 06.05.2020 პერიოდიდან. შემოწმების ინსტრუქცია იპოვეტ ამავე გვერდზე.




ზოგადი პირობები და წესები
"გრიინ ქარდ (green card)"-ის DV-2021 გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განცხადება გაიგზავნოს მკაცრად განსაზღვრული პერიოდის შუალედში: 2018 წლის 2 ოტომბრიდან - 5 ნოემბრამდე. გადატვირთულობის გამო შესაძლებელია ბოლო დღეებში განაცხადები ვერ გადაიგზავნოს. განცხადება გაგზავნილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური წესების დაცვით (2004 წლამდე ეს ხდებოდა წერილობითი ფორმით).
ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს ორ მარტივ პირობას:
1. ის უნდა იყოს ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი დონით გამოირჩევა (საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მწვანე ბარათის DV-2021 -ს გათამაშებაში);
2. მონაწილეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრულყოფილი საშუოალო განათლება (12 წლიანი) ან მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში ისეთ სამუშაოზე, რომლის ათვისებასაც სჭირდება მინიმუმ 2 წლის სწავლა.
განცხადების მომზადების წესები:
ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს და შვილებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით, ამ შემთხვევაში შვილი უნდა იყოს სრულწლოვანი (18წ-ზევით);
განცხადების გაგზავნა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ინტერნეტის მეშვეობით.
განცხადება იწერება ინგლისურ ენაზე;
განცხადების გაგზავნისას უკან ბრუნდება შეტყობინებას მისი განცხადების წარმატებით მიღების და ლატარეაში მონაწილეობის შესახებ. ასევე შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი, რასაც შემდეგში გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს. სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე რეგისტრაციის ნომრის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მომავალში გაიგოთ მოიგო თუ არა თქვენმა ანკეტამ. ზუსტი ინსტრუქცია ამის შესახებ როგორ მოწმდება შედეგები იხილეთ აქ: შედეგების შემოწმების ზუსტი ინსტრუქციაინფრმაცია DV 2021 მოგების შესახებ გამარჯვებულებს ფოსტით არ მიუვათ, როგორც ეს წინა წლებში იყო.
green card აპლიკაციის განაცხადი იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეავსოთ განცხადეა;
თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე . სწორად გადაღების გარდა სურათები უნდა იყოს კომპიუტერში დამუშავებული გარკვეული პარამეტრებით. სურათების ელ-ფოსტაზე მოწოდების შემთხვევაში თუ თქვენი სურათი ვიზუალურად შეესაბამება სწორ ვარიანტებს, საბოლოო პარამეტრებით ჩვენ დავამუშავებთ. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ თავად ვიღებთ და ვამუშავებთ სურათებს;
განცხადების შინაარსი:
1. სრული სახელი - გვარი, სახელი;
2. დაბადების თარიღი - რიცხვი, თვე, წელი;
3. სქესი - მამრობითი, მდედრობითი;
4. დაბადების ადგილი - ქალაქი, სოფელი, დასახლება;
5. დაბადების ქვეყანა - ტერიტორიის ახლანდელი დასახელება, სადაც დაიბადეთ;
6. ქვეყანა სადაც დაიბადეთ, რომელიც შედის DV მონაწილეთა სიაში
(ეს ქვეყანა ჩვეულებრივ არის იგივე, სადაც დაიბადეთ და არა ის სადაც ცხოვრობთ. თუ თქვენ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელიც ამოღებულია გათამაშების სიიდან გადახედეთ ინსტრიქციას:  https://travel.state.gov/content/dam/visas/Diversity-Visa/DV-Instructions-Translations/DV-2021-Instructions-Translations/DV-2021-Instructions-English.pdf

7. პასპორტის მონაცემები - ნომერი / გამცემი ქვეყანა / მოქმედების ვადა;
8. ფოტო - გათამაშებაში მონაწილის;
9. საფოსტო მისამართი - (აუცილებელი არაა ის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. ეს შეიძლება იყოს მისამართი, სადაც თქვენ ფაქტიურად ცხოვრობთ);
10. ქვეყანა - სადაც ამჟამად ცხოვრობთ და საიდანაც აგზავნით ანკეტას;
11. ტელეფონის ნომერი;
12. ელ-ფოსტის მისამართი -თქვენი პირადი ელ-ფოსტა (თუ არ გაქვთ ჩვენი კომპანია ჩაწერს თავის ელ-ფოსტას);
13. განათლება - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში;
14. ოჯახური მდგომარეობა - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში;
15. შვილების რაოდენობა - იგულისხმება მხოლოდ 21 წლამდე დაუქორწინებელი შვილები მიმდინარე და წინა ქირწინებებიდან. შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც);
16. ინფორმაცია მეუღლეზე - სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო;
17. ინფორმაცია შვილებზე -გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო;