10/01/2019

ანი მაჭარაშვილი Netflix-ის ამსტერდამის ფილიალში იმუშავებს

მხოლოდ საღამოობით ყურება არ მყოფნიდა და ახლა დღეც ვუყურებ 🙂ოჰ და კიდევკომპანიის იმიჯზე და მომხმარებლებზეც ვიზრუნებ ამსტერდამის ოფისიდან.”
– როგორც ჩანს, “ნეთფლიქსის მოყვარულთა კლუბის” ქართველი წარმომადგენლისთვის საყვარელ ბრენდზე დროის დათმობა ახლა უკვე მისი სამსახურეობრივი მოვალეობა იქნება.



Netflix-მდე თქვენს “facebook  intro-ში” Universidad Politécnica de Valencia,  The Hague University of Applied Sciences და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიაროგორია ანი მაჭარაშვილის ისტორია აღნიშნულ “life event-მდე?”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებით ხელოვნებას ვსწავლობდი (მხატვრობისა და ტანსაცმლის დიზაინის განხრით) და ვალენსიაშიც იმავე პროგრამა დავამთავრე. დღემდე ძალიან მაინტერესებს ეს სფერო და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ვუთმობ, თუმცა პროფესიის შეცვლა ვარჩიე. ბიზნეს ადმინისტრერების სწავლა მინდოდა საზღვარგარეთ, მაგრამ ამისთვის უცხოურმა უნივერსიტეტებმა შესაბამისი განათლება მომთხოვეს. საქართველოში კი, ეს უფრო მარტივი აღმოჩნდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ინგლისურენოვან პროგრამაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი სწავლა ჰოლანდიაში გამეგრძელებინა, ისევ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ჰოლანდიის მთავრობამ სწავლა და ცხოვრება დამიფინანსა, რამაც ყველაფერი ძალიან გაამარტივა ჩემთვის. ივლისში წარმატებით დავასრულე სწავლა და სამსახურის ძებნასაც შევუდექი.
როგორ აღმოჩნდით Netflix-ში?

Netflix-მდე ბევრი გასაუბრება მქონდა, მაგრამ ამ კომპანიამ ყველაზე მეტად დამაინტერესა. სააპლიკაციო პროცესიც კი განსხვავებული და სახალისო ჰქონდათ. უნარების და თვითშეფასების ტესტების წარმატებით გავლის შემდეგ, ჩემი რეზიუმე, სამოტივაციო და ვიდეო გავგზავნე, ორი გასაუბრება და “background check” გავიარე და რამდენიმე დღის წინ დადებითი პასუხიც მივიღე.
რა შედის თქვენს სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებში?
Netflix-ს მომხმარებლებთან ურთიერთობაში, მათ შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში დავეხმარები. როგორც ფიზიკურ, ისე ბიზნეს პარტნიორებთან მექნება კომუნიკაცია და მომსახურების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებ. ძალიან მოტივირებული ვარ და მჯერა, რომ ახალი სამსახური კარიერულ ზრდაში და თვითგანვითარებაში დამეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ ინტერნეტ-ტელევიზიის ქსელში ჩემს წვლილს შევიტან.
რა არის ის კრიტერიუმებირისი დაკმაყოფილების შემდეგაც Netflix-ში შეიძლება აღმოვჩნდეთ?
მთავარი კრიტერიუმები ძლიერი კომუნიკაციის, დეგეგმვისა და ორგანიზების უნარები იყო. ასევე, მომხმარებლებზე ორიენტირებულობა და პრობლემების ანალიზი.
ასეთი ამბები კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ შეუძლებელი არაფერია, თუნდაც საქმე მსოფლიო მასშტაბის კომპანიებში მუშაობას ეხებოდეს.
Netflix მედიასერვისების პროვაიდერი ამერიკული კომპანიაარომელიც 1997 წელს Reed Hastingsსა და Marc Randolph მიერ დაარსდა.
2016 წლიდან Netflix-ით სარგებლობა საქართველოშიც არის შესაძლებელი.
2019 წლის აპრილის მონაცემებით კი Netflix- 148 მილიონზე მეტი paid subscription აქვსაქედან 60 მილიონი ამერიკის მასშტაბით.