დიდი ხანია, რუსული პრესა ქეთა თოფურიას ახალ რომანზე წერს. აშკარაა, რომ ეს მხოლოდ ჭორი არ არის, რადგან ქეთამ ინსტაგრამზე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ შეყვარებულია.
თუმცა, გუფისთან დაშორების შემდეგ, მომღერალმა განაცხადა, რომ ის პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა და ამ დანაპირებს ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდა, კერძოდ საყვარელი მამაკაცის ფოტო არასდროს გამოუქვეყნებია.
რუსული მედიის ცნობით, ქეთას ახალი რჩეული 35 წლის დიპლომატი და ბიზნესმენი ლევ ძენგოვია.
წყაროს ცნობით, სწორედ ლევი ხელმძღვანელობს რუსეთის საკონტრაქტო ჯგუფს ლიბიის დასახლებაში. ის ასევე მონაწილეობდა ლიბიის
ომის დროს დაკავებული ბელორუსი და რუსი მოქალაქეების გათავისუფლების საქმეში.
დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული. მას პირველი ცოლისგან, 2013 წელს ,ვაჟი ლეონიდი ჰყავს, მეორედ მან 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა.
მათ ჰყავდათ ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. ირინას თქმით, ქმარმა ის მაშინ მიატოვა, როდესაც გაიგო, რომ პატარა გოგონას გადარჩენის შანსი არ იყო.
„ჩვენს პატარას 3 თვის ასაკში აცრა გავუკეთეთ და ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები, მან მხოლოდ 9 თვე იცოცხლა. ლევ ძენგოვი ბედნიერი იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ როდესაც პრობლემების წინაშე დავდექით...“ - აცხადებდა ერთ-ერთ ინტერვიუში გოგონა.
ქეთამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ახალ რომანზე: "დიახ, მე ბედნიერი ვარ და შეყვარებული ვარ, მჯერა ამ ურთიერთობის - განაცხადა თოფურიამ".
როგორც ჩანს, ქეთას ახალი რომანის დამალვა მობეზრდა და ინსტაგრამზე საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "მე შენ მიყვარხარ".