ნახევრად-საშუალო წონის დივიზიონში მოასპარეზე მოკრივე, ეროლ სპენს ჯუნიორი, რომელიც IBF-ისა და WBC-ის საჩემპიონო ქამრებს ფლობს მძიმე ავარიაში მოყვა.
დალასის პოლიციის ინფორმაციით სპენს ჯუნიორი დიდი სიჩქარით მიდიოდა, როცა ავტომობილის კონტროლი დაკარგა. ამერიკელი მოკრივის "ფერარი" რამდენჯერმე ამოტრიალდა და მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ ეროლს ღვედი არ ეკეთა.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Associated Press იტყობინება, რომ 29 წლის მოკრივე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ეროლის ჯანმრთელობის მდგომაროებას საფრთხე არ ემუქრება. Premier Boxing Champions-ის წარმომადგენლის თქმით (ეს კომპანია სპენსის პრომოუტერია) ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.
სპენსმა 28 სექტემბერს შონ პორტერი დაამარცხა და IBF-თან ერთად, WBC-ის საჩემპიონო ქამარიც დაისაკუთრა. კარიერის განმავლობაში მას 26 ბრძოლა აქვს ჩატარებული და გამარჯვება ყველა მათგანში მოიპოვა.