ფოტოგრაფ გიორგი ნადირაშვილის პორტრეტებმა პატარა გოგონა და ბიჭი მთიულეთიდან ინტერნეტვარსკვლავები გახადა.
ბექა ბუჩუკურის და მარიამ ნარიმანიძის გამორჩეული და უდარდელი სახეები “ფეისბუქზე” ვირუსულად გავრცელდა.
ვარსკვლავთვალება გოგონა, ვინი-პუჰი ბიჭი და ბედნიერი ღიმილი, რომლებიც მათ სახეზეა ყურადღებას მაშინვე იქცევს.
გიორგი ნადირაშვილმა ბექა ბუჩუკურის ფოტო “ფორტუნას” მიაწოდა
ფოტოზე კიდევ ერთი საინტერესო დეტალია – ჩანთა, რომელზეც ვინი პუჰი ხატია. ამ დეტალმაც არანაკლები ყურადღება დაიმსახურა სოც.ქსელში.
როგორც ფოტოგრაფი გიორგი ნადირაძე “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობს, ბავშვები ასე ფილმისთვის “მესამე სიცოცხლე” გამოაწყვეს.
გადამღები ჯგუფი ფილმის გადასაღებად ამ წუთებშიც მთიულეთში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ თავიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატარა ინტერნეტვარსკვლავები და-ძმა იყვნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი მხოლოდ თანასოფლელები არიან და ახალ ფილმში ითამაშებენ და-ძმას.