10/10/2019

დღეს დილას მარშუტკაში მამაკაცს ტელეფონზე ცოლმა დაურეკა, ეუბნება სპირალი წამომიღე თორე კიდე დავორსულდებიო – ყველანი ქმრის რეაქციას დაველოდეთ და ასეთი რამ უპასუხა…

ჩემ გვერდით მჯდომ მამაკაცს ურეკავს მობილური.
– ალო (კილო ზესტაფონური)
– გელა (ქალის ხმა)
– ჰო

– რა ქენი? მორჩით გალესვას? ეიღეთ ფულები?
– კი, წამუალთ მალე!
– მარტო ზიხარ თუ გენადიეც შენთანაა?
– მარტო ვარ. რა იყო ?

– გინეკოლოგთან ვიყავი
– არ მითხრა ახლა, კიდო ფეხმძიმეთ ვარო!
– არა! არა ვარ ფეხმძიმედ.
– კი დო კაი
– მარა…
– რა მარა?
– რაიო და სპირალი ჩეიდგიო?
– რაის სპირალი შე ქალო, დიზელზე ხარ თუ რად გინდა სპირალი?
– თუ არ ჩეიდგამ დაორსულდები კიდოვო
– ჩეიდგი მერე
– აქანე არსათ არაა, ეგ დასაწვავი სპირალი და ქალაქში თუ იყიდიო.
– მერე?!
– წამეღე გელაიე თუ წამს ღმერთი!
– რა წამევიღო, ქალო შენ სულელი ხომ არხარ!
– ნუ წამეიღებ მაშინ და გავაჩინოთ მე-7 ბაღანა…
– (პაუზა) …
– რას გაჩუმებულხარ, ამეიღე ხმა!
– შენი დედა რო მო@@ან! მაგიზე ვარ გაჩუმებული. სა ვიყიდო, ის მაინც მითხარი, ან რა ღირს?
– აფთიაქებში იქნება გელა, უთხარი სპირალი მინდათქო და მოგცემენ.
– შენი გამოშვების წელი და ძრავის მოცულობა უნდა ვუთხრა? თუ მიდის ყველაზე?
– ჩამოხვალ შენ გელაიე, აქანე!
– რა ღირს, გოგო მაგ სპირალია თუ პრუჟუნა?
– 60-70 ლარი ნაღირება
– 60-70 რა ამბავი შე შობელძაღლო, ახალი ემელის ნაწილები არ ღირს მასე ძვირი.
– მორჩი ახალა წუწუნს!
– მამისმინე
– გისმენ
– დაშლილებში არ იქნება ხო ეგ პრუჟინა?
– ოხ, გელაიე ჩამოი ერთი და გაჩვენებ მე შენ დაშლილებს!
– ჰო, კაი წამევიღებ, წამევიღებ…
(გათიშა ტელეფონი)
-თქვენი გამამშვები ფაბრიკა დაიქცეს, თქვენი! ხან პრუჟუნა უნდა ჩოუდგა და ხან დისკები გამოუცვალო. არ ჯობდა ახლა, ერთი კაი მანქანა მყოლოდა? იმას მაინც არ მეტყოდა, ნუ სვამო…