10/03/2019

"დღეს "ქართულ ოცნებაზე" ისეთი წარმოდგენა მაქვს, რაც 2012-ში მქონდა "ნაციონალურ მოძრაობაზე"

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა "სთორის" ანონსში "ქართული ოცნების" შესახებ საუბრობს.
"რიგით მოქალაქეებთან კაი ურთიერთობები მაქვს, მაგრამ მე და ელიტებს გვაქვს მაგარი დაძაბული ურთიერთობა. 
მალევე მოხდა ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა. "შენ დღეს ხარ ჩემი პრეზიდენტი და მე რასაც გეტყვი იმას გააკეთებ"...დღეები იყო, მართლა გაღვიძება რომ არ გინდოდა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ უკეთებ ამ ხალხს. 
თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული რუსთავი ორის დახურვა მთლიანად რომ თავზე ჩამოენგრა ამ ხალხს. აი, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაზე" მქონდა წარმოდგენა 2012 წელს, დღეს "ქართული ოცნება" ჩემთვის ასეთივე მიუღებელი ძალაა"-აცხადებს მეოთხე პრეზიდენტი.