9/18/2019

სიზმრების ახსნა


უდაბნო - თუ გოგონა უდაბნოში მარტო დარჩა, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. თუ გესიზმრებათ, რომ უდაბნოში სეირნობთ, თქვენ წარუმატებლობა სწორედ იქ გელით, სადაც ყველაზე ნაკლებ მოელით. თუ უდაბნოში ადამიანი შეგხვდათ–სიღარიბე გელით.

უბედურება - თუ გესიზმრებათ, რომ ავად გახდით ან უბედურება შეგემთხვათ–ელოდეთ იმედგაცრუებას, ხოლო თქვენი სამომავლო გეგმები საფრთხის ქვეშ დადგებიან: სამომავლო გეგმები დაგემსხვრევათ. თუ სხვებს შეემთხვათ უბედურება, არც ეს არის სასიკეთო: გაუგებარი გარემოება გარკვეული დროით დაარღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუ უბედურება სიზმარში ავადმყოფობის სახით გეწვევათ–დადგება თქვენი გეგმების ჩაშლის საშიშროება.
შენიშვნა: უნდა ითქვას, რომ ძველ სიზმრების ახსნაში ასეთი სიზმარი, არცთუ იშვიათად, მოიაზრება როგორც კეთილგანწყობილი, მაგრამ მგონია ეს არასწორია. ყოველ ადამიანზე მოქმედებს ორი ძალა: ერთი შინაგანი, მეორე გარეგანი. ამასთანავე, ერთსაც და მეორესაც, აქვს მინიმუმ ორი წყარო–ტვინი, რომელიც, პირველ რიგში, ემორჩილება სხეულის მოთხოვნილებებს, და სულიერი გონება, რომელიც მიმართულია სულის აღსაზევებლად. თუ ეს ორი საწყისი ყოველთვის ჰარმონიაშია, სიზმრის შინაარსი განხორციელებას პოვებდა რეალურობაში, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ის, რაც სხეულისთვის კარგია, დრო და დრო, სულს ვნებს, და, პირიქით,–სული ხშირად ხარობს განსაცდელით და უბედურებით, თუმცა, ნაყოფი ამ დროს მწუხარეა. მით უფრო, თუ მწუხარეს სულის ცრემლები ეცემა მძინარის შეგნებაზე, ეს შეიძლება გიქადდეთ მშვიადობიან სიტკბოებას მისთვის, ვისაც ეს სიზმარი ესიზმრება.

უბედური შემთხვევა - თუ სიზმარში განიცდით ან მოწმე ხართ უბედური შემთხვევისა, ერიდეთ შორეულ მგზავრობას, განსაკუთრებით თუ ამის საფუძველი გაქვთ. მაგრამ თუ გაქვთ რაღაც თავბრუდამხვევი ცნობა აქციის დაცემის თაობაზე–საკუთარი მიზნის მისაღწევად მოგიწევთ ხელჩართული ბრძოლა, რომლის დროსაც მოულოდნელად შეამჩნევთ, რომ თქვენი მეგობარი ჩუმად და უანგაროდ ცდილობს თქვენს მხარდაჭერას

უზურპატორი - სიზმარში თუ თქვენს თავს ხედავთ უზურპატორად, ცხოვრებაში წარმოგექმნებათ სირთულეები რაღაც მნიშვნელოვანი ქაღალდების გაფორმებაში. თუ სიზმარში თქვენთვის ძალაუფლების წართმევას ცდილობენ. ჩაებმებით მძიმე კონკურენტულ ბრძოლაში, საიდანაც გამარჯვებული გამოხვალთ. ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს მეტოქეობის გაწევას სიყვარულში, რომელშიც ის გაიმარჯვებს

უთანხმოება, დაშორება - თუ სიზმარში ვინმესთან უთანხმოება მოგივიდათ, საქმიან პარტნიორებთან უსიამოვნო საქმის გარჩევას ელოდეთ. ასეთი სიზმრის მერე უმჯობესია შვებულებაში გახვიდეთ და კარგად დაისვენოთ

უიმედობა - სიზმარში, რომელშიც უიმედოდ ხართ, კომერციულ საქმიანობაში გიწინასწარმეტყველებთ სერიოზულ წინააღმდეგობებს; თუ უიმედოდ სხვა ხალხი გესიზმრებათ, შესაძლოა უიმეოდობა თქვენს ახლობელს ელოდეს

უკბილო - თუ თქვენს თავს ხედავთ უკბილოდ, ე.ი. ვეღარ შეძლებთ ბედის მართვას, სერიოზული ავადმყოფობა კი თქვენს გეგმებს ჩაფუშავს. თუ სხვას ხედავთ უკბილოდ–თქვენი მტრები უძლურნი იქნებიან, სახელი გაგიტეხონ

უკმარისობა - თუ სიზმარში განიცდით რაიმეს უკმარისობას–თქვენს სახლში სევდა დაისადგურებს და საქმეებიც შეგიფერხდებათ

ულვაშები - თუ გესიზმრებათ, რომ ულვაშებს ატარებთ, მაშინ ცხადში თქვენი თავდაჯერებულობა შეგიშლით ხელს, მიიღოთ ანდერძით მონიჭებული კანონიერი მფლობელობა და გიბიძგებთ ქალისადმი ღალატისაკენ. თუ სიზმარში ქალი იჩენს დიდ ინტერესს ულვაშიანი კაცის მიმართ–ცხადში მისი რეპუტაცია საფრთხეში ჩავარდება, ამიტომ ის უნდა იყოს წინდახედული. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მან გაიპარსა ულვაშები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში ის შეუფერხებლად გადალახავს საზოგადოების გავლენას და დაიბრუნებს ადრინდელ პატივსა და ღირსეულ რეპუტაციას.

უნაგირი - უნაგირი სწრაფ სასიამოვნო ახალ ამბავს მოასწავებს. ხანდახან ეს სიზმარი შორეულ მოგზაურობასაც ნიშნავს.

ურდული - თუ სიზმარში კარი ურდულით ჩაკეტეთ, ცხადში სხვისი თხოვნის მიმართ გულგრილი დარჩებით. გატეხილი ურდული მეგობრებთან ჩხუბსა და ავადმყოფობას მოასწავებს

უსაქმურობა - თუ სიზმარში მოწყენილი ხართ უსაქმურობით, ცხადში შესაძლებელია სამსახურებრივი უსიამოვნებები და თვით იმედების კრახიც კი. თუ თქვენი მეგობრები გესიზმრებათ მსგავს მდგომარეობაში, შესაძლოა, მათაც შეხვდეთ რაიმე უსიამოვნებები. თუ ახალგაზრდა პიროვნებას ესიზმრება, რომ მას არ შეუძლია არაფრის კეთება, სინამდვილეში მას გაუჩნდა რაღაც სულელური ჩვევები და ელის უიღბლო ქორწინება

უსახო არსება - თქვენი სახე ნახოთ მახინჯად და ამან შეგაშფოთოთ–სერიოზული გართულებაა მეგობრებთან ურთიერთობაში და თქვენი მომავალი შეხვედრის უიმედობაზე მეტყველებს. თუ ახალგაზრდა გოგონა ხედავს თავის თავს მახინჯად–ე.ი.მისი უღირსი საქციელი შეყვარებულის მიმართ გახდება მათი დაცილების მიზეზი. ასევე, მოასწავებს ჩხუბს მეგობრებთან

უფლებამოსილება - თუ სიზმარში მნიშვნელოვანი უფლებამოსილებანი მოგანჭეს, ცხადში საინტერესო და საპასუხისმგებლო დავალება მოგელით, რომლის გამო დიდი ჯაფა დაგადგებათ, მაგრამ შედეგად გარანტირებული გექნებათ მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში. თუ ისეთი ადამიანი დაგესიზმრათ, ვისაც დიდი უფლებამოსლებანი გააჩნია, ფრთხილად იყავით: მოუფიქრებელი ნაბიჯებით შეიძლება მეგობრების უკმაყოფილება გამოიწვიოთ; ერთი სიტყვით, თქვენ აღშფოთებული იქნებით ერთ–ერთი თქვენი ნაცნობის უპასუხისმგებლობით

უფსკრული - თუ სიზმარში უფსკრულის პირას დგახართ, უბედურება და მწუხარება გელით. უფსკრულში ჩავარდნა ნიშნავს, რომ თქვენ უბედურება დაგღუპავთ. თუ იხედებით უფსკრულში, ცხოვრება გიმზადებთ ისეთ განსაცდელს, რომლისგანაც თავის არიდება გინდოდათ. თუ ქალი იყურება უფსკრულში–ის ისეთ ვალდებულებებს აიღებს, რომელიც არ სჭირდება. თუ ის ვარდება უფსკრულში, ე.ი. უსიამოვნებები ბოლოს მოუღებენ, მაგრამ თუ შეძლებს გადასვლას ან გვერდის ავლას, ის მთლიანად აღიდგენს თავის უფლებებს

უღელი - სიზმარში უღელის ნახვა იმის ნიშანია, რომ ტქვენ სხვის ნება–სურვილს დაემორჩილებით; მაგრამ თუ უღელში საქონელის ჩაბმა გინდათ, ცხადში ყველა თქვენს სურვილებს დაემორჩილება, თუ თქვენ დაგჭირდათ ხარის უღელში შებმა, ცხადში თქვენს ზედმეტად მფლანგველ მეგობარზე მოგიწევთ პასუხისმგებლობა

უცნობი - სიზმარში სიმპათიური უცნობის ნახვა ნიშნავს ცვლილებებს უკეთესობისაკენ; მაგრამ თუ იგი ლამაზი არ არის, ცვლილებები თქვენთვის უსიამოვნო იქნება. თუ უცნობთა გარემოცვაში მოხვდით, ან თვითონ ვერ ცნობთ საკუთარ თავს, მწუხარებით აღივსებით.

უძლურება - თუ თქვენ სიზმარში თავს უძლურად და დაჩაჩანაკებულად გრძნობთ, უიღბლო სიყვარულს გიქადით, საქმეებიც გაგირთულდებათ; ხოლო უძლური ადამიანების ნახვა იმედგაცრუებას მოასწავებს

ფაბრიკა - თუ ფაბრიკა დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში საქმიანი აქტიურობის გამოჩენა მოგიწევთ

ფაიფური - ფაიფურის ნაწარმი წარმატების მაუწყებელია თქვენს ყველა წამოწყებაში. თუ ფაიფური გატეხილია, თქვენი დაბნეულობა შეიძლება სერიოზული უსიამოვნების ნიშანი გახდეს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ფაიფურის ფიგურების მოხატვით არის დაკავებული ან მათ თავიანთ ადგილზე ალაგებს, მისი სახლი ყოველთვის მყუდრო და სტუმართმოყვარე იქნება

ფაკირი, დერვიში - ინდოელი დერვიში სიზმარში–თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების ნიშანია, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ცვლილებები უკეთესობას სულაც არ მოასწავებს

ფანარი - თუ ფანარის მოძრავი შუქი დაგესიზმრა, ეს მოულოდნელი დიდძალი სიმდიდრის ნიშანია. თუ ახალგაზრდა გოგო თავის შეყვარებულს ფანარით უნათებს გზას, ცხადში ცოლად მდიდარ ადამიანს გაჰყვება. თუ ფანარი ხელში გიჭირავთ, ცხადში თქვენი სიკეთე და უანგარობა დაგეხმარებათ ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვებაში.
უცაბედად ჩამქრალი ფანარი იმის მაუწყებლია, რომ თქვენ იმ მდგომარეობას ვერ მოიპოვებთ, რომელსაც ელოდით; გოგონასთვის ეს სიზმარი შეყვარებულში იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ სიზმარში ფანარი გაგიტყდათ, ცხადში დახმარებისთვის სხვისთვის მიმართვა მოგიწევთ, რითაც თქვენს დამოუკიდებლობას დაკარგავთ.
თუ დაგესიზმრათ, რომ ფანარს წმენდით, ე.ი. ახლო მომავალში თქვენ წინაშე გრანდიოზული პერსპექტივები გადაიშლება. დაკარგული ფანარი საქმიანობის შეჩერებას ნიშნავს. ფანარის ყიდვა სიზმარში წარმატებულ საქმიან ოპერაციებს მოასწავებს.

ფანარის ბოძი - ფანარის ბოძი სიზმარში კარგის ნიშანია; ცხადში მძიმე პერიოდში სრულიად უცნობი ადამიანები დაგიდგებიან გვერდში და დაგეხმარებიან. თუ სიზმარში ბოძიდან გადმოვარდით, იმედგაცრუება და მოტყუება გელოდებათ. მისგან თავის დაღწევა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თავად ვინმეს მოატყებთ. თუ სიზმარში ფანარის ბოძს დაეჯახეთ, უსიამოვნებები არ აგცდებათ

ფანქარი - ფანქრის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მოძებნით სასურველ საქმეს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის რაღაცას წერს ფანქრით, მას ელის ბედნიერი ქორწინება იმ შემთხვევაში, თუ ის არ წაშლის დაწერილს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, მაშინ ბედი მისი მწყალობელი არ იქნება

ფანჯარა - ფანჯარა თქვენს სიზმარში ნიშნავს თქვენი ბრწყინვალე იმედების უნაყოფობას; თქვენ მიერ საკმაოდ კარგად დამუშავებული გეგმებიც კი ჩაიფუშებიან, რაც თქვენს სინანულს გამოიწვევს. დახურული ფანჯრები–სიცარიელის სიმბოლოა. თუ მინები ჩამტვრეულია, დაგტანჯავენ დამამცირებელი ეჭვები ღალატის თაობაზე.
თუ სიზმარში ზიხართ ფანჯრის რაფაზე, სისულელისა და დაუფიქრებლობის მსხვერპლი გახდებით; თუ გესიზმრებათ, რომ სახლში შედიხართ ფანჯრიდან–გამოგიჭერენ მიზნის მიღწევისათვის უღირსი საქციელის დროს.
თუ თქვენ ფანჯრიდან ძვრებით და გარბიხართ–რეალურ ცხოვრებაში უბედურება გეწვევათ. თუ ფანჯრებთან გასვლისას შიგ შეიხედეთ და უცნაური ნივთები დაინახეთ,–არჩეულ საქმეში წარუმატებლობას განიცდით და დაკარგავთ მის პატივისცემას, ვის გამოც იტანჯებოდით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაკარგვის ფასად.
ის, ვინც სიზმარში ხელით შეეხო ფანჯრის მინას, ცხოვრებაში გადაეყრება იდუმალ ძალას. თუ სიზმარში ვიღაცას ელაპარაკებით დაკეტილი ფანჯრიდან–უახლოეს მომავალში წააწყდებით სიძნელებს, რომელიც არც თუ ცოტა ნერვიულობას მოგიტანთ; თუ სიზმარში გატეხეთ მინა–წარუმატებლობა გეწვევათ.

ფარდები - თუ სიზმარში ნახეთ ფარდები–უნდა ელოდეთ არასასიამოვნო მნახველს, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი დიდი უბედურებისა და წუხილის მიზეზად. ჭუჭყიანი ან დახეული ფარდები გიქადიან საყვედურებთან და ჩხუბთან დაკავშირებულ უსიამოვნებას

ფარისეველი - თუ გესიზმრებათ, რომ ვიღაცა რაღაცას გპირდებათ, მოჩვენებითი მეგობრები გაგყიდიან. თუ სიზმარში თვითონ ხართ მლიქვნელი–შეეცდებით მეგობრის მოტყუებას

ფარშევანგი - ფარშევანგის ნახვა ცხოვრებაში რადიკალურ გარდაქმნებს მოასწავებს; ზედმეტად მკაფიო შთაბეჭდილებები მწარე ფიქრებთან და ცუდ წინათგრძნობასთან ერთად შეგრძნებების ჭრელ ნაკადში გაერთიანდებიან და თქვენს სულზე დამამძიმებელ ზემოქმედებას მოახდენენ.
თუ ქალს ესიზმრება, რომ მას ჰყავს ფარშევანგი, ცხადში მამაკაცის პატიოსნებაში იმედგაცრუება ელის. ფარშევანგის მკვეთრი წამოყვირება ცხადში მოუსვენრობას და შფოთვას მოასწავებს, რომლის მიზეზიც ის ადამიანი იქნება, ვის მიმართაც თქვენ გარკვეული სიმპათიები გაგიჩნდებათ

ფეიერვერკი - ფეიერვერკი–სასიამოვნო, მხიარულ დღესასწაულს მოასწავებს. გარდა ამისა, ეს სიზმარი კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. ქალებს იგი მოგზაურობას უქადის, რომლითაც ისინი უზომოდ კმაყოფილნი დარჩებიან

ფერია - ვინც სიზმარში ფერიას ნახავს, შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ მას ბედნიერი და აწყობილი ცხოვრება ექნება

ფერმა, გლეხის მეურნეობა - თუ დაგესიზმრათ, რომ ფერმაში ცხოვრობთ, ყველა თქვენი წარმოება სასიკეთოდ დასრულდება. ფერმის ყიდვა სიზმარში–ფერმერს კარგ მოსავალს მოუანს, მეწარმეს– კარგ გარიგებას, მეზღვაურს–ბედნიერ ნაოსნობას. თუ სიზმარში ფერმაში შეხვედით, ცხადში სასიამოვნო ადამიანების გაცნობა მოგიწევთ

ფერფლი - ფერფლი სიზმარში არასასიამოვნო გარდაქმნების მომასწავებელია: გლეხს გაუფუჭდება მოსავალი, ვაჭარი ნახავს ზარალს, მშობლები კი შვილების ცუდი საქციელის გამო განაწყენდებიან

ფერ–უმარილი - თუ ქალს ესიზმრება, რომ იგი ფერ–უმარილს ისმევს–მიზნის მისაღწევად მას ეშმაკობის გამოყენება მოუწევს. ფერ–უმარილით დასვრილი ტანსაცმელი ან ხელები–ე.ი. ვიღაცა ბოროტებას გაუკეთებს. თუ სიზმარში მას ფერ–უმარილი გადასდის სახიდან, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ელოდება. სხვა ადამიანის სახეზე ფერ–უმარილი მიანიშნებს იმაზე, რომ უსინდისო ადამიანებს რაღაც საქმეში შეუწყობთ ხელს

ფესვები - თუ გესიზმრებათ ხის ან სხვა მცენარის ფესვები–ეს უბედურების მაუწყებელია: თქვენი საქმე და ჯანმრთელობა გაუარესდება. სიზმარში ფესვების წამლად გამოყენება–ავადმყოფობა და მწუხარებაა

ფეხები - გოგონა, რომელიც სიზმარში თავს იწონებს თავისი ფეხებით–დაცილდება საყვარელ ადამიანს, თავისი, არც თუ ბრძნული, შეხედულების გამო. თუ მას დაესიზმრა, რომ თმიანი ფეხები აქვს, ქმარი დამყოლი ეყოლება; ლამაზი ფეხები ბედნიერ მომავალსა და კარგ მეგობრებს უქადის.
სიზმარში საკუთარი ფეხების ნახვა სიფრთხილის ნიშანია: საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის დასამტკიცებლად მთელი სულიერი ძალების მოკრებვა დაგჭირდებათ. თუ სიზმარში ქალის ფეხები აღგაფრთოვანებთ–მომხიბვლელი ქალი თავს დაგაკარგვინებთ. ცუდი ფეხები არასახარბიელო გარიგებასა და წუნია მეგობრებს გიქადით.
ნაჭრილობევი ფეხები ავადმყოფობის ნიშანია; ხის ფეხი–მეგობრებთან მოკლებული იქნებით გულახდილობას; წყლული ფეხზე–გულითადად დაეხმარებით ხალხს, რითაც დააცარიელებთ თქვენს საფულეს; ფეხის ამპუტაცია–ახლობელს დაკარგავთ, შინაურთა დესპოტიზმი კი თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის.
თუ სიზმარში ფეხები არ გემორჩილებათ–სიღარიბის ნიშანია; ფეხების დაბანა გაფრთხილებთ, რომ თქვენი გეგმები ვიღაცის ზრახვებს დაარღვევს; თუ ფეხები გაგისივდათ და დაგიწითლდათ–სირცხვილი და დამცირება არ აგცდებათ; შესაძლოა ოჯახში უსიამოვნებანი და ცვლილებები საქმეებში; თუ გესიზმრებათ სამი ან მეტი ფეხი–ფანტაზიებით უფრო მეტად დაკავდებით, ვიდრე საქმიანობით.

ფეხსაცმელი - თუ სიზმარში გაცვიათ დახეული და ჭუჭყიანი ფეხსაცმელი, იყავით ფრთხილად კრიტიკული გამონათქვემების მიმართ, თუ არ გინდათ შეიძინოთ მტრები. შავი ფეხსაცმელი მოასწავებს წარმატებასა და კმაყოფილებას. ახალი ნებისმიერი ფერის ფეხსაცმელი გიქადით ცვლილებებს უკეთესობისაკენ. ქალიშვილი თუ სიზმარში მოწონებით უყურებს ფეხზე კარგად მომჯდარ ფეხსაცმელს, უნდა ერიდოს ზედმეტ მიმნდობლობას.
თუ ფეხსაცმელი გიჭერთ–გარშემომყოფებს მისცემთ დაცინვის მიზეზს. თუ დაკარგეთ ფეხსაცმელი, რეალურ ცხოვრებაში მოგიხდებათ მოულოდნელი განშორება მეგობართან. თუ სიზმარში მოგპარეს ფეხსაცმელი, მაგრამ დარჩით წინდებით, ცხადში გადატანილ დანაკარგს სხვა რაღაცით აინაზღაურებთ.

ფეხსაცმელი ხის - ხის ფეხსაცმელი მის მნახველს უქადის სიმარტოვესა და სიღარიბეს, ხოლო ვინც შეყვარებულია–ღალატს

ფეხშიშველა - სიზმარში ფეხშიშველა, დახეული ტანსაცმლით ხეტიალი ცუდი ნიშანია–თქვენი ოცნებები კრახს განიცდიან და ბოროტი ძალები ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლებას შეგიქმნიან

ფილტვის კიბო - თუ სიზმარში ავად ხართ ტუბერკულოზით–საფრთხე გემუქრებათ, ამიტომ ახლოს იყავით მეგობრებთან–მათ გარეშე დაიღუპებით

ფინიკები - ფინიკის პალმა ბედნიერ ქორწინებას ნიშნავს. მაღაზიაში ნაყიდი ფინიკი კი იმაზე მიანიშნებს, რომ უსიამოვნებებია მოსალოდნელი

[bრუზი [/b] - ფირუზის ნახვა ნიშნავს, რომ მალე ასრულდება თქვენი რომელიღაცა სანუკვარი ოცნება, რაც ძალზე გაახარებს თქვენს ახლობლებს. თუ ქალი სიზმარში ფირუზებითაა მორთული–შეხვდება წინააღმდეგობებს სიყვარულში ან დაზარალდება საკუთარი მგრძნობელობის გამო.

ფი მაზუთი - ფისი სიზმარში–ბოროტების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელები ან ტანსაცმელი ფისით გაქვთ დასვრილი–უბედურება გელით; შეიძლება სერიოზულად გახდეთ ავად

ფიჩხი, ბურბუშელა - თუ დაგესიზმრათ ფიჩხის კოცონისაგან ამოსული მუქი ბოლი, ე.ი. ვიღაც თქვენი ცხოვრების გამწარებას შეეცდება. ხოლო თუ ფიჩხი კარგად იწვის, თქვენ წარმატებით გაართმევთ თავს ნებისმიერ სიძნელეს, შესაძლოა, გამდიდრდეთ კიდეც.
თუ სიზმარში ჩამქრალ ფიჩხის კოცონს ფეხი დაადგით, ცხადში რომელიმე მეგობარი უნებლიედ ზიანს მოგაყენებთ; მაგრამ თუ ამ დროს მოახერხეთ და არაფერი არ დაიწვით, ე.ი. მეგობრები არაფერ შუაში არ არიან და უკეთესი მომავალი გელოდებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ კოცონზე თქვენი დაწვა უნდათ და ხედავთ ამისთვის მომზადებულ ფიჩხებს–სერიოზულ მატერიალურ ზარალს უნდა ელოდეთ. თუ მოხდა ისე, რომ ბოლო წუთებში თქვენი დასჯა გადაიფიქრეს, მაშინ პირიქით, დიდ მოგებას მიიღებთ და თქვენი ქონებაც გაიზრდება.

ფიწალი - სიზმარში ფიწალის ნახვა ნიშნავს ბრძოლას უკეთესი მომავლისათვის, რომელიც თქვენგან მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, როგორც ფიზიკურს, ისე სულიერს. თუ სიზმარში ვიღაც გამოგეკიდათ ფიწალით ხელში ე.ი. გყავთ პირადი მტრები, რომლებიც შეეცდებიან თქვენს ვნებას

ფლეიტა - ფლეიტის ხმა სიზმარში მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრის ნიშანია; მეწარმისათვის იგი ხელსაყრელი გარიგებაა. თუ გოგონას დაესიზმრა ასეთი სიზმარი, მას მალე ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება

ფლოტილია (ფლოტი) - სამდინარო ან საზღვაო ფლოტილია მძიმე ბრძოლაში გამარჯვებას მოასწავებს. საზღვაო ბრძოლაში დამარცხებული ფლოტილია უბედურ სიყვარულსა და არასაიმედო საქმიან პარტნიორს ნიშნავს. თუ გემები გაშლილ ზღვაში გადიან–უახლოეს წლებში თქვენი შემოქმედებითი გეგმები წარმატებით განხორციელდებიან

ფოთლები - ფოთლების ნახვა სიზმარში გპირდებათ ბედნიერებას. დამჭკნარი ფოთლები ნიშნავს, რომ ცრუ იმედები და ამაღელვებელი წინასწარმეტყველებანი შეგაშფოთებენ და გააბუნდოვნებენ თქვენს, ისედაც, არც თუ იოლ ცხოვრებას.
დამჭკნარი ფოთლების ნახვის შემდეგ ახალგაზრდა ქალს საქმრო მიატოვებს უშუალოდ ქორწილის წინ. ზოგჯერ ეს მოასწავებს სიკვდილსაც. თუ ფოთლები მის სიზმარში იქნება მწვანე და ახალი–ის მიიღებს მემკვიდრეობას და გათხოვდება მდიდარ, პერსპექტიულ ადამიანზე

ფოკუსები - თუ სიზმარში თქვენ ან სხვა ვინმე ფოკუსებს აჩვენებთ, ცხადში სირთულეებს წააწყდებით, თუმცა თქვენი საქმიანი და ორგანიზატორული თვისებები დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლის მოძებნაში

ფონი - თუ თქვენ სიზმარში გადადიხართ სუფთა წყლის ფონზე, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობას მიიღებთ ხანმოკლე, მაგრამ მშვენიერ მხიარულებაში. თუ წყალი ჭუჭყიანია–გელით ავადმყოფობა ან რაღაც სამწუხარო მოვლენა.
სუფთა წყალზე მიმავალი ბავშვების ნახვა ბედნიერი სიზმარია–საქმეებში წარმატების მაუწყებელი. თუ ახალგაზრდა ქალი ნახავს, რომ სუფთა წყალში დადის–იგი მალე მიაღწევს ყველაზე სანუკვარი ოცნების შესრულებას

ფორთოხლები - მწიფე ნაყოფით დატვირთული ფორთოხლის ხეები ნიშანია ჯანმრთელობისა და სასიამოვნო გარემოცვისა, მაგრამ ფორთოხლის ჭამა მაუწყებელია ნათესავის ან ახლო მეგობრის ავადმყოფობისა; საქმიან წრეებში იმეფებს დაუკმაყოფილებლობის ატმოსფერო. თუ ფორთოხლები ახალი და არომატულია, ცხადში, ბედი არ იქნება ძალიან მკაცრი.
თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ჭამს ფორთოხალს, ის დაკარგავს თავის გულითად მეგობარს. თუ მას დაესიზმრა მშვენიერი ფორთოხალი მაღლა ხეზე, ე.ი. ცხადში გამოიჩენს მეტისმეტ სიფრთხილეს საქმროს არჩევისას

ფორტეპიანო - სიზმარში ფორტეპიანოს ნახვა ცხადში სასიამოვნო თავგადასავალს გიქადით. ფორტეპიანოზე შესრულებული სასიამოვნო მელოდია იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობა და იღბალი არ მიგატოვებთ. ხმამაღალი აკორდები ბევრ წვრილმან საქმეებს მოასწავებენ. ნელი და ჩუმი მელოდია–მოსალოდნელი მოსაწყენი ცხოვრების სიმბოლოა.
გატეხილი ან აუწყობელი ინსტრუმენტი–საკუთარი თავით უკმაყოფილების ნიშანია. ძველებური ფორტეპიანო გაფრთხილებთ, რომ თუ სხვის რჩევას არ დაუჯერებთ, გაგიჭირდებათ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა. თუ გოგონა სიზმარში გულმოდგინებით სწავლობს რთულ მელოდიებს, ცხადში იგი იმ ადამიანის სიყვარულს მოიპოვებს, რომელიც მას ადრე ყურადღებას არ აქცევდა

ფორტი - თუ დაგესიზმრათ, რომ ფორტს იცავთ, ცხადშიც მოგიწევთ საკუთარი ქონებისა და ღირსების დაცვა. თუ სიზმარში იერიშის მიმტანთა შორის აღმოჩნდით, ცხადში კონკურენტებზე სერიოზულ გამარჯვებას მოიპოვებთ

ფოსტა - ფოსტა სიზმარში საერთოდ უსიამოვნებების მომასწავებელია

ფოსტალიონი - ფოსტალიონის ნახვა მოასწავებს უსიამოვნო და არახელსაყრელი საქმის შედეგების გამო პასუხისგებას. თუ ფოსტალიონს წერილი მოაქვს–შორი გზიდან ცუდ ამბავს გაიგებთ. თუ ფოსტალიონი კარზე გიკაკუნებთ–მოულოდნელი სტუმარი გეწვევათ.
თუ სიზმარში წერილს ელოდებით, ფოსტალიონმა კი გვერდზე გაიარა–მწარე სიურპრიზი გელოდებათ. ფოსტალიონისათვის გასაგზავნი წერილის მიცემა არასასურველი ხალხისაგან თქვენთვის უსიამოვნების მოყენებას ნიშნავს. ფოსტალიონთან ლაპარაკი–სკანდალურ მოვლენას მოასწავებს

ფოსფორი - თუ თქვენს სიზმარში ფოსფორი ფიგურირებს–თქვენი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდება. ქალს ეს სიზმარი მამაკაცებთან ბრწყინვალე, მაგრამ ხანმოკლე წარმატებას უქადის

ფოტოაპარატი - სიზმარში ფოტოაპარატი დაუმსახურებელი შენიშვნების მიღებას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი სურათებს იღებს, ცხადში მას საყვარელ ადამიანზე იმედგაცრუება ელის

ფოტოსურათი - სიზმარში ფოტოსურათის ნახვა საყვარელი ადამიანის მხრიდან მოტყუებასა და მისით იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ფოტოსურათები დაოჯახებულ ადამიანს ესიზმრება, ცხადში ვიღაც მისი საქმეების სააშკარაოზე გამოტანით დაემუქრება. თუ სიზმარში საკუთარ სურათს ხედავთ, ცხადში მოულოდნელი საქციელით თქვენს თავსაც და გარშემომყოფებსაც ზიანს მიაყენებთ

ფოცხვერი - ფოცხვერის დასიზმრება გაფრთხილებთ, რომ ვიღაც თქვენი ოჯახის დანგრევას ცდილობს. ქალს ასეთი სიზმარი მეტოქის გაჩენაზე მიანიშნებს

ფოცხი - თუ სიზმარში მუშაობთ ფოცხით, მაშინ თქვენ მიერ სხვისათვის მინდობილი საქმე არ დასრულდება, თუ თვითონ არ მოკიდებთ ხელს. გატეხილი ფოცხი ავადმყოფობა ან რაღაც უბედურებაა, რომელიც გაანადგურებს თქვენს გეგმებს. თუ სხვები მუშაობენ ფოცხით–მაშინ თქვენ გაგახარებთ სხვებისათვის მნიშვნელოვანი საქმის კეთილი დასასრული

ფრანი (საჰაერო გველი) - თუ სიზმარში უშვებთ ფრანს–ე.ი. ბედმა გიბოძათ სიმდიდრეცა და კარგი საქმეც, მაგრამ თქვენ ვერ იყენებთ. ფრანის მიწაზე დაცემა–იმედგაცრუება და წარუმატებლობაა.
თუ სიზმარში აკეთებთ ფრანს–საქმიან სფეროში თქვენ ითამაშებთ ბირჟაზე მცირე შესაძლებლობებით, ხოლო პირად ცხოვრებაში შეეცდებით სიყვარულის მოპოვებას, რათა ამით დაფაროთ თქვენი საქმეების სავალალო მდგომარეობა.
თუ ბავშვები უშვებენ ფრანს ჰაერში–ძალიან კარგ დროსტარებას მოასწავებს. თუ ფრანი ღრუბლებში დაიკარგა–თქვენი ბევრი იმედი გაქარწყლდება, ხოლო დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელებას დიდი დროით გადასდებთ.

ფრთები - თუ თქვენ სიზმარში ფრთიანი ხართ, ე.ი. ნერვიულობთ შორს წასულ ადამიანზე. ფრინველის ფრთების ნახვა ნიშნავს, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გახდებით მდიდარი და პატივსაცემი ადამიანი.

ფრჩხილები - სიზმარში საკუთარი ფრჩხილების დათვალიერება მოასწავებს მძიმე სამუშაოს. თუ უვლით საკუთარ ფრჩხილებს–უბრალო სამუშაო გექნებათ; გაზრდილი ან მოტეხილი ფრჩხილები ავადმყოფობის, ჭუჭყიანი კი შერცხვენისა და უთავმოყვარეობის ნიშანია, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს თქვენს ოჯახს, თუ ვერ შეძლებთ მდგომარეობის რეალურად შეფასებას

ფსონი - თუ სიზმარში დოღზე თამაშობთ, ცხადში ვიღაც ცდილობს სწორი გზიდან თქვენს აცდენას. ფრთხილად იყავით რაიმე ახალი საქმის წამოწყებისას. თუ თქვენი თავი სათამაშო მაგიდასთან დაგესიზმრათ, ცხადში ვიღაც მოტყუების გზით შეეცდება, ფული დაგახარჯვინოთ

ფული - სიზმარში ნაპოვნი ფული პატარა უსიამოვნება და დიდი ბედნიერებაა. იქნება ცვლილებები. ფულის გადახდა–უბედურებაა. ოქროს მიღება მომასწავებელია გალაღებისა და გახარებისა. ფულის დაკარგვა გაფრთხილებთ სახლში და საქმეში უბედურების შესახებ. თუ სიზმარში ითვლით ფულს და აღმოაჩენთ დანაკლისს–ის თქვენს პრაქტიკულობაზე და მომჭირნეობაზე მეტყველებს.
თუ გესიზმრებათ, რომ ფული მოიპარეთ–საშიშროება გემუქრებათ–იყავით ყურადღებიანი მოქმედებისას. ფულის შენახვა კომფორტისა და შემოსავლის ნიშანია. თუ სიზმარში თქვენ გადაყლაპეთ მონეტა, ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ ქველმოქმედებისა და გულმოწყალებისათვის. თუ ამოწმებთ ფულის ხარისხს, გელით სწრაფი ბედნიერება და კარგად ყოფნა. თუ ნახულობთ ფულის შეკვრას, მაგრამ ვიღაც ქალი ამბობს, რომ ის მისია, ცხადში გექნებათ დანაკარგი ვიღაც პიროვნების ჩარევით. ამ სიზმრის მნახველს მოეჩვენება, რომ ის კარგავს ფულს უჭკუოდ და ცხოვრობს უსახსროდ. ეს სიზმარი მინიშნებაა: გაფრთხილდით, რომ სულ პატარა ახირებამაც კი არ შეაკრთოს თქვენი გონება ხელფასის წინა დღეს

ფურთხი - სიზმარში ფურთხი პერსპექტიული საქმის წარუმატებლად დამთავრებას ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენ შეგაფურთხეს, ეს დაშორებასა და გრძნობების გაციებას მიანიშნებს

ფურისულა (ბოტ.) - ფურისულა კარგს არაფერს არ მოასწავებს. თუ თქვენ ფურისულის თაიგულს აგროვებთ, თბილი და დიდი ხნის მეგობრობა დასრულდება: როცა შეყვარებული ამგვარ სიზმარს ნახავს, მატერიალურად გაუჭირდება. გაფურჩქნული ფურისულა საქმეებში კრიზისისა და ოჯახის დანგრევას მოასწავებს. მაგრამ თუ თქვენ ხშირ ბალახში დგახართ და ფეხებთან ფურისულას ყვავილები იშლებიან–წყნარი და მშვიდი სასიხარულო ამბები მოგელით

ფუტკრები - ფუტკრები–ბედნიერების ნიშანია. განსაკუთრებით კარგი სიზმარია, თუ ფუტკრების გუნდი თქვენს შვილს მისდევს. საქმიან ადამიანებს ფუტკრები ხელსაყრელ გარიგებას უქადის; იგი ასევე სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და, შვილების საქციელის გამო, მშობელთა სიხარულს მოასწავებს. ფუტკრის კბენა ახლო მეგობრისაგან შეურაცხყოფას ნიშნავს


ქათამი - თუ სიზმარში ხედავთ ქათამს, გელით სასიამოვნო შეხვედრები ოჯახურ წრეში ან ოჯახის ზრდა

ქალაქი - სიზმარში თუ უცნობ ქალაქში იმყოფებით, თქვენ, სამწუხაროდ, იძულებული გახდებით, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და საქმიანობა

ქალები - სიზმარში ქალების ნახვა მაუწყებელია მრავალგვარი ინტრიგისა. კამათი ქალებთან ნიშნავს, რომ მტრები გაჯობებენ ეშმაკობაში და შეძლებენ თქვენი გეგმების ჩაფუშვას. სიზმარში ცხვირპაჭუა, ცისფერთვალა ქერა ქალის ნახვა დამაჯერებელი ნიშანია იმისა, რომ უბრძოლველად დათმობთ თქვენს პოზიციებს მაშინ, როცა გექნებათ მოგების გარკვეული შანსი. თუ ქალს აქვს ელამი თვალები და რომაული ცხვირი–ე.ი. მიდრეკილება გაქვთ სახიფათო ავანტიურისაკენ.
თუ თქვენს სიზმრებში ქალებს აქვთ ოქროსფერ–წაბლისფერი, მუქი მოწითალო ან მოწითალო–მოყავისფრო თმები, მაშინ ასეთი სიზმარი მიუთითებს, რომ თქვენ დაკავებული ხართ თქვენი მიდრეკილების შესაბამისი საქმიანობით

ქალიშვილი - სიზმარში თქვენი ქალიშვილის ნახვა იმის მაუწყებელია, რომ უსიამოვნო შემთხვევების შემდეგ მიაღწევთ ჰარმონიას. თუ სიზმარში მისი მხრიდან განიცდით სიცივესა და არასაკმარის მზრუნველობას, ცხადში ელოდეთ უსიამოვნებას

ქამარი - თუ გოგონა სიზმარში ქამარს ყიდულობს, იგი შეყვარებულის ერთგული იქნება და თავისი გულღიაობითა და კარგი ხასიათით მის პატივისცემას დაიმსახურებს. იმავეს ნიშნავს–თუ მას ლამაზ ქამრას ჩუქნიან. თუ სიზმარში ქამარი გიჭერთ, ვიღაცის ცუდი გავლენის ქვეშ მოექცევით. ლამაზი და ძვირფასი ქამარი ნიშნავს, რომ სიმდიდრეს მოიპოვებთ თქვენს ძველ გეგმებზე უარის თქმით. თუ სიზმარში ტანსაცმელს ქამრით იმაგრებთ, ცხადში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ თქვენი შეყვარებულის სიმპათიის მოსაპოვებლად.
ახალი მოდური ქამარი მოასწავებს ნიშნობას, რომელიც თქვენს კეთილდღეობას დაემუქრება. თუ ქამარი ძველია, ცხადში უხეშობის გამო გაგკიცხავენ

ქამელეონი - ქამელეონი მოტყუებისა და ეგოისტური მისწრაფებების სიმბოლოა. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი შეყვარებული ძაღლის ნაცვლად ქამელეონს ასეირნებს, ე.ი. პირველსავე შესაძლო სიტუაციაში გიღალატებთ.

ქანდაკება - სიზმარში ქანდაკება თქვენთვის ძვირფას პიროვნებასთან დაშორებას მოასწავებს, რისი მიზეზიც თქვენ მიერ გამოვლენილი სისუსტე იქნება. ზოგჯერ იგი თქვენი ახლობლების ავადმყოფობას და მოსალოდნელ უსიამოვნებებს მოასწავებს: მხოლოდ თქვენი სიკეთე და მოთმინება შეგაძლებინებთ სიძნელეების გადალახვას

ქარი - ნიავის შეგრძნება სიზმარში–მიუხედავად მძიმე დანაკარგისა, მაინც უზარმაზარ ქონებას შეიძენთ. სიზმარში ნიავის მსუბუქი ხმის გაგონება–ტყუილუბრალოდ გაურბიხართ ადამიანს, რომელიც უთქვენოდ სიმარტოვეს გრძნობს, ისევე, როგორც თქვენ უმისოდ.
ქარის საპირისპიროდ სიარული აღგაგზნებთ ბედნიერების მისაღწევად რეალური ბრძოლისათვის და ჩაგინერგავთ გამბედაობას. თუ ქარმა მოგიტაცათ, მაუწყებელია სიყვარულში იმედგაცრუებისა და ბიზნესში წარუმატებლობისა. თუ სიზმარში გრძნობთ, ქარი როგორ გიბიძგებთ წინ–ე.ი. მოულოდნელად სანდო მოკავშირეები დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში

ქარიშხალი - სიზმარში ქარიშხლის ხმის გაგონება ან მისი მოახლოების ნახვა ნიშანია ხანგრძლივი ავადმყოფობისა, წარუმატებლობისა და მეგობრებთან განხეთქილებისა, რაც იქცევა თქვენი დიდი განცდის მიზეზად. თუ სიზმარში ქარიშხალი წყნარდება–თქვენი განცდა დიდი არ იქნება

ქარქაში - თუ თქვენ გესიზმრებათ ქარქაში, კამათი, რომელშიც მონაწილეობდით, კომპრომისით დამთავრდება და ის ორივე მხარისათვის მისაღები იქნება. თუ სიზმარში თქვენ ვარდებით საგონებელში, სად შეიძლება იყოს თქვენი ქარქაში, ცხადში დაგტანჯავთ მოსალოდნელ სიძნელეებთან გამკლავების ეჭვები

ქაღალდი - თუ სიზმარში მოგიხდათ რაიმე დოკუმენტის დამოწმება ან, თუნდაც, რაიმე საბუთის ჭერა ხელში–გელით დანაკარგი. ცხოვრებაში იგი უმეტესად გვევლინება წაგებული სასამართლო პროცესის სახით. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი უქადის კამათს შეყვარებულთან, მითქმა–მოთქმასა და ჩხუბს გარშემომყოფებთან

ქაშაყი - ქაშაყის ჭამა სიზმარში მატერიალურ სიძნელეებზე მიუთითებს

ქერუბინი - თუ სიზმარში ქერუბინს ხედავთ, ნათელი, სასიხარულო მომავალი გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ხანგრძლივ კვალს დატოვებს; მაგრამ თუ ქერუბინები მოწყენილები არიან და თქვენ გიყურებენ–ცხადში სევდის მიზეზი გაგიჩნდებათ

ქეცი - თუ სიზმარში ქეციანი ადამიანი დაგესიზმრათ, ეს ავადმყოფობის ან ახლობლებთან განშორების ნიშანია. თუ თავად ხართ ავად ქეცით, ცხადში ავადმყოფობა ან უბედური შემთხვევა გელით

ქვა - ქვები სიზმარში გაფრთხილებენ სიძნელეებისა და წარუმატებლობის შესახებ. სიზმარში ქვებს შორის თუ გაძვრებით, განსაზღვრული დროით თქვენი გზა იქნება მცდარი და ძნელი. თუ სიზმარში საქმე გაქვთ მადნისშემცველი მთის მონაკვეთის დამმუშავებლებთან, ე.ი. მრავალი ცდის შემდეგ, თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას ბიზნესში, მაგრამ თუ სიზმარში გწვავთ ამ ბიზნესისაგან გათავისუფლების სურვილი, ცხადში მომგებიანად იყიდით ან გაყიდით რამეს.
კენჭები გიქადით მცირე უსიამოვნებას. ქვების გადაყრა სიზმარში–ვიღაცას უნდა უფრთხილდეთ. თუ ცდილობთ, ქვა ესროლოთ ადამიანს, რომელიც თავს გესხმით, ე.ი. შეძლებთ თავი აარიდოთ მოსალოდნელ ბოროტებას, რადგან ყურადღებიანი იქნებით გარემოებებისადმი

ქვანახშირის მაღარო- თუ სიზმარში ქვანახშირის მაღაროში აღმოჩნდით, ცხადში ვიღაც პიროვნებას თქვენ მიმართ ცუდი ზრახვები ამოძრავებს. თუ თქვენ ქვანახშირის მაღაროს თანამფლობელი ხართ, ცხადში სარფიან საქმეში ჩადებთ თანხას. თუ ასეთი სიზმარი გაუთხოვარ ქალს ესიზმრება, მისი მომავალი მეუღლე, შესაძლოა, სტომატოლოგი ან უძრავი ქონების აგენტი გამოდგეს

ქვედაკაბა - როცა ქალს ქვედაკაბა ესიზმრება, იგი მეგობრების დაცინვის ობიექტი გახდება. თუ ქვედაკაბა ჭუჭყიანი ან დახეულია, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს.
თუ გოგონას თეთრი შალის ქვედაკაბა ესიზმრება, მას ბედი ერთგულ და ვაჟკაცურ მეუღლეს აჩუქებს; მაგრამ თუ ქვედაკაბა უცბად ჩაძვრება, ცხადში მას დიდი უბედურებები ელის, მით უფრო, თუ ეს ხალხის თანდასწრებით მოხდა

ქვეწარმავლები - თუ სიზმარში ქვეწარმავალი დაგესხათ თავს, გაფრთხილებთ უბედურ შემთხვევაზე, მაგრამ თუ მოკლავთ ამ საზიზღარ არსებას, ცხადში ნებისმიერ წინააღმდეგობას დაძლევთ. თუ მკვდარი ქვეწარმავალი გაცოცხლდა, ის უსიამოვნებები, რომელიც მოგვარებული გეგონათ, ისევ დაიწყება.
თუ სიზმარში ეხებით ქვეწარმავალს და ზიზღის გრძნობა გაქვთ, თქვენი მეგობრები თქვენ წინააღმდეგ გაილაშქრებენ და მათთან კარგი ურთიერთობების დამყარება გაგიძნელდებათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას გარს არტყია ხვლიკები და გველები, მისი შეყვარებული სხვასთან წავა, ხოლო თუ გველი გიკბენთ, თქვენი შეყვარებულის გატაცება დიდ გრძნობაში გადაიზრდება და მიგატოვებთ

ქვის სამტეხლო - თუ ნახეთ, რომ ქვის სამტეხლოში იმყოფებით და თვალს ადევნებთ ქვის მტეხელებს, ნიშნავს, რომ ძნელად წაიწევთ წინ სამსახურეობრივ კიბეზე. მიტოვებული კარიერი–წარუმატებლობა, იმედგაცრუება და ხშირად სიკვდილია

ქვისმტეხელი - სიზმარში ქვისმტეხელის ნახვა სამსახურში იმედგაცრუებაა. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ ხართ ქვისმტეხელი, ე.ი. თქვენი შრომა უნაყოფო იქნება, ხოლო თქვენი კომპანიონები უთავბოლოები და ცუდად გაგიგებენ

ქვიშა - ქვიშა სიზმარში დანაკარგსა და შიმშილს ნიშნავს.

ქვრივი - თუ ქვრივად დაგესიზმრათ თქვენი თავი–ელოდეთ უსიამოვნებებს ბოროტი ადამიანებისაგან. თუ მამაკაცი სიზმარში ქორწინდება ქვრივზე–მისი გეგმები უახლოეს მომავალში კრახს განიცდიან

ქილა - ცარიელი ქილის ნახვა მოასწავებს სიღარიბეს, სავსე–წარმატებასა და ბედნიერებას. თუ ყიდულობთ ქილებს, თქვენი წარმატება მტკიცე არ იქნება, იმედგაცრუების ტვირთი კი სულს დაგიმძიმებთ. გატეხილი ქილის დასიზმრება ავადმყოფობა ან დიდი გულისტკივილია

ქინაქინა - ქინაქინა სიზმარში ბედნიერ ცხოვრებას მოასწავებს, მაგრამ თქვენი იმედები სიმდიდრის მოპოვების შესახებ, შესაძლოა არ აგიხდეთ. თუ დაგესიზმრათ, რომ ქინაქინას სვამთ, ცხადში თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება; ამას გარდა, ასეთი სიზმარი ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასაც მოასწავებს

ქინძისთავი - ქინძისთავი სიზმარში ნიშნავს ოჯახურ კონფლიქტს და უთანხმოებას. გოგონას ასეთი სიზმარი აფრთხილებს შეყვარებულთან უღირსად მოქცევაზე. თუ სიზმარში გადაყლაპეთ ქინძისთავი, რეალურ ცხოვრებაში რაღაც აუცილებელი გარემოება გაიძულებთ რისკზე წასვლას.
ქინძისთავის დაკარგვა გაფრთხილებთ თქვენი რეპუტაციის შელახვის საშიშროებაზე. თუ სიზმარში გეჩხვლიტათ ქინძისთავი, სინამდვილეში ვიღაც პიროვნება შეეცდება თქვენს ნერვებზე თამაშს. მოღუნული ან დაჟანგული ქინძისთავის ხელში აღება ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგავთ ახლობლების პატივისცემას.

ქირურგი - თუ ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან დაგესიზმრათ–მეგობრებმა შეიძლება გიღალატონ. გოგონას ეს სიზმარი სერიოზულ დაავადებას უქადის.

ქირურგიული ინსტრუმენტები - ეს ნივთები თქვენს სიზმარში იმას ნიშნავენ, რომ თქვენი მეგობრების უღირსი საქციელი თქვენც შეგეხებათ და არაერთი უსიამოვნო წუთების გადატანა მოგიწევთ

ქიშმიში - თუ სიზმარში ქიშმიშს ჭამთ–სულიერი დაცემა დაჩრდილავს თქვენს ოცნებებს მაშინ, როცა ის თითქმის უკვე ახლო იყო განხორციელებასთან

ქლიავი - მწვანე ქლიავი ფოთლებში სიღარიბეს მოასწავებს, მაგრამ ეს თქვენს ახლობლებს შეეხება და არა უშუალოდ თქვენ. სიზმარში ქლიავის ნახვა ან ჭამა წამიერი გართობისაკენ სწრაფვაა. თუ სიზმარში ქლიავს კრეფთ, ცხადში თქვენი სურვილის ასრულება დიდ სიხარულს არ მოგიტანთ.
თუ მიწაზე დაყრილ ქლიავს აგროვებთ და მათ შორის რამდენიმე დამპალი შეგხვდათ, მოლოდინი გაგიცრუვდებათ ან სიხარულის გაზიარებას ვერავისთან შეძლებთ.

ქნარი, ჩანგი - სიზმარში ქნარის ხმის გაგონება მოასწავებს კმაყოფილებასა და კომპანიონებთან თანხმობას. საქმე წარიმართება წყნარად და მდორედ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ უკრავს ქნარზე, მას ელის ღირსეული ადამიანის სიყვარული.
ქნარის ნაღვლიანი და სასიამოვნო ხმების მოსმენა ნიშნავს, რომ საქმე, რომელიც მომგებიანად მიგაჩნდათ , დამთავრდება თქვენდა სამწუხაროდ. გადატეხილი ქნარი ავადმყოფობაა: შეყვარებულს ეს სიზმარი მიანიშნებს მიცემული სიტყვის გატეხვაზე. თუ სიზმარში უკრავთ ქნარზე, ეს გაფრთხილებთ გადამეტებულ მიმნდობლობაზე, განსაკუთრებით სიყვარულში.

ქოლგა - სიზმარში ქოლგის ნახვა უსიამოვნებებია. თუ ვიღაცას უჭირავს ქოლგა–მოგმართავენ დახმარებისა და ქველმოქმედებისათვის. ვიღაცას გამოართვა ქოლგა–გაუგებრობაა უახლოეს მეგობართან ურთიერთობაში. თუ ვინმეს ათხოვებ შენს ქოლგას–მოჩვენებითი მეგობრები შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ სიზმარში კარგავთ ქოლგას–ცხადში ელოდეთ უსიამოვნებებს მისგან, ვისაც ძალიან ენდობი.
დახეული ან დამტვრეული ქოლგის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ საქციელს არასწორად გაიგებენ. დასვრეტილი ქოლგის ნახვა მაუწყებელია იმ ტკივილისა, რომელსაც განიცდით საყვარელთან ან კომპანიონთან ურთიერთობაში. ახალი ქოლგა ხელში, განსაკუთრებით თუ მზე ანათებს, ხოლო ცაზე ღრუბლის ნასახი არ არის, მოასწავებს კმაყოფილებასა და გახარებას.

ქონება (სიმდიდრე) - თუ სიზმარში დიდძალ ქონებას ფლობთ, ცხადში თქვენთვის შეუძლებელი არაფერი არ იქნება: წარმატება ელის ყველა თქვენს წამოწყებას, მეგობრები კი ყველაფერში მხარს დაგიჭერენ.

ქონი (ღორის) - ღორის ქონის ნაჭერი–ბედის შემობრუნების ნიშანია. მაგრამ თუ ქალს ესიზმრება, რომ მას ხელები გაქონილი აქვს–მის ოცნებებს ასრულება არ უწერია

ქორწილი, ჯვრისწერა - თუ სიზმარში თქვენს თავს ვინმეს ქორწილში ხედავთ, ცხადში ადვილად მოძებნით სიტუაციიდან გამოსავალს. თუ ქალს დაესიზმრა საიდუმლო ჯვრისწერა, მან საკუთარი სურვილების შეკავება უნდა შეძლოს. თუ სიზმარში გოგონა ქორწინებაზე თანხმობას განაცხადებს, ცხადში იგი იმ ადამიანების თვალში ამაღლდება, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
თუ სიზმარში გოგონას ეჩვენება, რომ მშობლები მის არჩევანს არ ეთანხმებიან, ცხადში ჯვრისწერა ნათესავების უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მის შეყვარებულს ცოლად სხვა მოჰყავს, ცხადში უაზრო ეჭვების გამო ტყუილად ინერვიულებს. უცოლო ადამიანი თუ თავის თავს ცოლიანად ნახავს, ეს მას უბედურებას მოუტანს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მის ქორწილში ვინმე მგლოვიარეა, მისი ქორწინება შესაძლოა უბედური აღმოჩნდეს.
თუ ყოველივე ეს სხვის ქორწილში ხდება, მის ნათესავს ან მეგობარს არასახარბიელო ბედი ელის. ხოლო თუ იგი სამოგზაუროდ მიდის, ცხადში უსიამოვნებებს უნდა ელოდეს

ქორწინება - თუ ქალი სიზმარში თხოვდება დანაოჭებულსახიან ჭაღარა მოხუცზე–მას ელის უსიამოვნება და ავადმყოფობა. თუ საქორწინო ცერემონიის დროს შავებში ჩაცმული საქმრო გვერდით ჩაუვლის და საყვედურით შეხედავს–მეგობარს გული გაუცივდება მის მიმართ.
მხიარული და კარგად ჩაცმული სტუმრები ქორწილში–სიხარულის მომტანია. შავტანსაცმლიანი სტუმრები მწუხარების.
თუ ახალგაზრდა გოგონა ქორწილში უპატიოსნოდ აღიქვამს თავს, ეს მოასწავებს იმედგაცრუებას სიყვარულში ან ავადმყოფობას; ან თავის ქცევებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან გვერდით მტრები ჰყავს. თუ გესიზმრებათ, რომ ქორწინდებით, მიიღებთ უსიამოვნო ცნობას სხვაგან მყოფი ადამიანისაგან. თუ სიზმარში თქვენ ხართ საქორწინო ცერემონიის მომსახურე პერსონალი, ცხადში თქვენზე იზრუნებენ ახლობლები. უბედური შემთხვევა ქორწილის დროს მოასწავებს სინანულს, ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი

ქოხი - ქოხი სიზმარში ჯანმრთელობის გაუარესების გამო დიდი ხნით სახლის დატოვებას ნიშნავს. თქვენს კეთილდღეობას მცირეოდენი საფრთხე ემუქრება. თუ სუფთა და კარგად მოწყობილი ქოხი დაგესიზმრათ, ცხადში წარმატებასა და კეთილდღეობას მიაღწევთ, თუმცა ხანმოკლე დროით

ქრიზანტემები - თეთრი ქრიზანტემები დანაკარგის სიმბოლოა; სხვა ნებისმიერი ფერის ქრიზანტემა ბედნიერებისა და სიხარულის ნიშანია. ქრიზანტემების თაიგული–სიამაყის გამო სიყვარულზე უარს იტყვით. თუ მიდიხართ თეთრი და ყვითელი ქრიზანტემების ხეივანში, მოწყენილობის ნიშანია. თუ ყვავილების ყურებისას იგრძნობთ, რომ სუნთქვა გეკვრით მათი სილამაზისაგან, ცხადში დიდი სულიერი კრიზისის გადატანა მოგიწევთ

ქრცვინი - თუ სიზმარში ქრცვინი ნახეთ, მალე უსიამოვნო ისტორიაში გაებმებით. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენ ტანსაცმელს ქრცვინის სუნი ასდის, საქმეები ძალზე ცუდად წარიმართება და თქვენი გარემოცვა დიდ უხეშობაში დაგადანაშაულებთ. თუ სიზმარში ქრცვინი მოკალით, ცხადში ყოველგვარ წინააღმდეგობას გადალახავთ

ქსოვა, საქსოვი ძაფი - სიზმარში ქსოვა ისეთი ბედნიერებაა, რომელზეც ოცნებასაც კი ვერ ბედავდით. საქსოვი ძაფის გორგალი სასიამოვნო ნაცნობობას მოასწავებს. ქალისათვის სიზმარში ქსოვა ნიშნავს მშვიდ, ბედნიერ ოჯახს მოსიყვარულე წევრებითა და ბავშვებით.
ახალგაზრდა გოგონასათვის ქსოვა ნიშანია სწრაფი და ბედნიერი დაოჯახებისა. თუ ესიზმრება, რომ მუშაობს საქსოვ ფაბრიკაში, ის ჰპირდება მას ღირსეულ და ერთგულ შეყვარებულს. თუ ფაბრიკა, რომელშიც ის მუშაობდა, გაკოტრდა–წააწყდება წარუმატებლობას საქმესა და სიყვარულში. კაცისათვის საქსოვ ფაბრიკაში ყოფნა მომასწავებელია მისი საქმეების აღმავლობისა.
თუ თქვენს სიზმარში სხვა ხალხი ქსოვს, ცხადში მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროთი იქნებით გარშემორტყმული, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ვერ დააფასებთ

ქსოვილი - თუ დაგესიზმრათ რაიმე ქსოვილი, ეს ნიშნავს, რომ მეგობრები, რომლებშიც თქვენ ცდებოდით, თქვენი დაგეგმილი მიზნის განხორციელებაში დაბრკოლებებს შეგიქმნიან. უხეში ქსოვილი იმის მაუწყებელია, რომ ცხადში სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ, თუ არა და, შურიანი ადამიანები შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რათა იღბალი თქვენგან შეტრიალდეს.
თუ სიზმარში ჩაიცვით თხელი, გამჭვირვალე ქსოვილის ტანსაცმელი, ეს ნიშნავს თქვენი ბედის რაღაც გაურკვევლობას. თუ ახალგაზრდა მამაკაცი ხედავს თავის შეყვარებულს ასეთ ტანსაცმელში, მის მიმართ იგი ითამაშებს კეთილისმსურველი დამრიგებლის როლს

ქუდი - ქალისათვის ქუდის დასიზმრება რაღაც წვეულებაზე მიპატიჟებას მოასწავებს. თუ გოგონას შეყვარებული ქუდში დაესიზმრა, ცხადში მისი თანდასწრებით იგი ძალზე დაიმორცხვებს, რაც ერთმანეთის გაგებასა და გაცნობაში ხელს შეუშლის. არისტოკრატული ქუდი იმის ნიშანია, რომ მძიმე წუთებში ვაჟკაცობა არ გეყოფათ გადაწყვეტილების მისაღებად. ლამაზი ბეწვის ქუდი მიგანიშნებთ, რომ ახლობლის მიმართ თქვენს მოვალეობას არ შეასრულებთ და იღბალი დროის რაღაც პერიოდში ზურგს შეგაქცევთ

ში და ტექსტში
ქუდი (შლიაპა) თუ ქუდი ხელში აიღეთ, ცხადში მოგიწევთ თქვენი ღირსებისა და სახელის დაცვა. თუ გოგონა ახალ ქუდს იზომებს, მას სასიამოვნო ნაცნობობა და ჭეშმარიტი სიყვარული ელის; მაგრამ თუ ქუდი შავია, შეყვარებული მას უღალატებს. თუ ახალი ქუდი კაცს ახურავს, მას ბედი გაუღიმებს; თუ საზაფხულო ქუდს იხურავთ, ახალ მეგობრებს შეიძენთ. ქუდის დაკარგვა საქმეებში სირთულეებს მოასწავებს. ასევე ცუდია ის სიზმარი, რომელშიც ქუდს ქარი გართმევთ

ქუნთრუშა - ქუნთრუშის დასიზმრება ცხადშიც იგივე დაავადებით ავად გახდომას ნიშნავს. თუ თქვენი რომელიმე ნათესავი ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა, ცხადში თქვენ ახლობლის ღალატი გემუქრებათ

ქურდი - თუ გესიზმრათ, რომ ქურდი ხართ და მილიცია მოგდევთ, ე.ი. გელით წარუმატებლობა და თქვენს გარემოცვასთან თქვენი დამოკიდებულება ცუდი მხრივ შეიცვლება. თუ თვითონ მისდევთ ქურდს ან დაიჭირეთ ის–სინამდვილეში მტრებზე გაიმარჯვებთ

ქურდობა - თუ დაგესიზმრათ ქურდობა ან მძარცველები, ეს სიზმარი მიანიშნებს თქვენს უხასიათობასა და მომავალ წარუმატებლობაზე. სიზმარში თუ თქვენ გაბრალებენ ქურდობას, ნიშნავს, რომ გაუგებრობა ხელს შეგიშლით რაღაც საქმეში და ამას ძალიან განიცდით, თუმცა, საბოლოო ჯამში, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. თუ ქურდობას ვინმეს აბრალებთ, ე.ი. ცხადში თქვენ უყურადღებობას გამოიჩენთ ვიღაცის მიმართ

ქუჩა - თუ სიზმარში ქუჩაში მიდიხართ– თქვენი მცდელობები, მიაღწიოთ რაიმეს, ფუჭი აღმოჩნდება და სასოწარკვეთილება დაგეუფლებათ. თუ გესიზმრებათ, რომ აღმოჩნდით ნაცნობ ქუჩაზე შორეულ ქალაქში, მალე წახვალთ სამოგზაუროდ, რომელიც არც სიხარულს მოგიტანთ და არც სარგებლობას.
თუ სიზმარში ქუჩაში შიშით გარბიხართ, ცხადში გადადგამთ რისკიან ნაბიჯს სამსახურში დასაწინაურებლად

ქცევა, მანერები - ადამიანი ცუდი მანერებით უსიამოვნებას მოასწავებს. თუ სიზმარში ვინმეს ქცევა მოგეწონებათ, ცხადში საქმეში მოულოდნელი და სწრაფი გამარჯვება გელით.


ღამე - თუ გესიზმრათ უკუნი ღამე, წინ გამოცდა გელოდებათ. თუ ღამე ილევა–უძლურების გრძნობას დაძლევთ და გაგიჩნდებათ კრიზისიდან
თავის დაღწევის სურვილი

ღამის პერანგი - საკუთარი თავის ნახვა ღამის პერანგში უქეიფოდ ყოფნას მოასწავებს. თუ სხვებს ხედავთ ამ სამოსში–უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ; შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვერ უმკლავდებით მნიშვნელოვან საქმეებს–არ შედრკეთ, ეს წუთიერი სისუსტეა

ღამურა - ფხიზლად იყავით თუ სიზმარში ამ უსახურ ქმნილებას ნახავთ: გელით მწუხარება და გასაჭირი. შესაძლოა, ვინმე ახლო მეგობრის სიკვდილი, მხედველობის დაკარგვა ან კიდურების წართმევა ძილის შემდეგ. თეთრი ღამურა თითქმის ყოველთვის სიკვდილს მოასწავებს, უფრო ხშირად ბავშვისა

ღარი - თუ დაგესიზმრათ წყალსადინარის ღარი, გელოდებათ დაცემა ან საქმეების აწეწვა. თქვენ დამნაშავე აღმოჩნდებით მეგობრის უბედურებაში. თუ სიზმარში შემთხვევით აღმოჩნდით წყალსადინარის ღართან–ცხადში თქვენი საკუთრება სადავო შეიქმნება

ღარიბი - საკუთარი თავის ან რომელიმე მეგობრის ნახვა ღარიბად ცუდი ნიშანია: წინ ბევრი საქმე და წინააღმდეგობა გელით. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ვიღაც ეცდება მის საქმეებში უხეშად ჩარევას. საქმიანი ადამიანისათვის მოხუცი, დაუძლურებული ღარიბი
მინიშნებაა: დაგეგმეთ თქვენი დრო უკეთ, რამდენადაც მოსალოდნელია დიდი დანაკარგი.
ღარიბისათვის წყალობის გაღება იმის ნიშანია, რომ გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად ვითარდება და დროა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თუ სიზმარში ღარიბს უარს ეუბნებით წყალობაზე, სიზმარი არასასურველია

ღერბი - სიზმარში თქვენი ღერბის ნახვა ცუდი ნიშანია: თქვენ არასოდეს არ გექნებათ ღირსეული ტიტული

ღვინო - თუ სიზმარში სვამთ ღვინოს, მოასწავებს სიხარულსა და ერთგულ, სანდო მეგობარს. ღვინით სავსე ბოთლის გატეხვა ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული და ვნება ყველა ზღვარს გასცდება. ღვინით სავსე კასრის ნახვა ფუფუნებაა.
ღვინის გადასხმა ერთი ჭურჭლიდან მეორეში–ნიშანია მრავალგვარი კმაყოფილებისა, გართობისა, ასევე მოგზაურობისა ღირსშესანიშნავ ადგილებში. ღვინით ვაჭრობა–თქვენი შრომა კარგად დაფასდება. თუ ქალი სიზმარში სვამს ღვინოს, გათხოვდება მდიდარ და კეთილშობილ ადამიანზე

ღვიძლი - თუ დაგესიზმრათ, რომ ღვიძლი გტკივათ, თქვენი მეუღლე ბუზღუნა და ზედმეტად უკმაყოფილო იქნება, იგი თავს მოგაბეზრებთ მუდმივი ცუდი ხასიათით. ცხოველის ღვიძლი, რომელსაც სიზმარში მიირთმევთ, ნიშნავს, რომ ვინმე ორპირი კაცი ცდილობს თქვენი რჩეულის გულის მოგებას

ღილები - მუნდირზე კაშკაშა ღილების დაკერება გოგონასათვის მდიდარ ადამიანზე გათხოვებას ნიშნავს, ახალგაზრდა ყმაწვილისათვის კი–სამხედრო კარიერას. პატარა, უფერული ღილები იმედგაცრუებას, დანაკარგსა და ავადმყოფობას მოასწავებს. თუ სიზმარში ღილი დაკარგეთ და შეწუხებული ხართ, საქმეში წარუმატებლობა გელით

ღობე (ცოცხალი) - სიზმარში მწვანე ღობის ნახვა სიხარული და შემატებაა. შიშველი, გამხმარი ღობის ნახვა ნიშანია მომავალი უბედურებისა ან სულელური ქცევებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ღობეებს შორის დადის თავის შეყვარებულთან ერთად–ნიშანია სწრაფი ქორწინებისა. ეკლიან ღობეში გახლართვა ნიშნავს, რომ ვიღაც ბიზნესში ხელს შეგიშლით: შესაძლოა, ესენი იყვნენ ურჩი პარტნიორები ან თქვენი ხელქვეითები. შეყვარებულებისათვის ეს ეჭვიანობისა და დაცილების ნიშანია.

ღორები - სიზმარში კარგად ნაკვები, დიდი ღორების ნახვა ნიშანია საქმიან და სავაჭრო სფეროში გამოცოცხლებისა. გამხდარი ღორები მოასწავებენ მოუსვენრობას სადავო საქმეზე გაბრაზებას ბავშვებისაგან. გოჭებიანი ღორის დასიზმრება გლეხებისათვის კარგ მოსავალს, ხოლო სხვა დანარჩენისათვის წარმატებულ საქმიანობას ნიშნავს.
სიზმარში ღორების ღრუტუნის მოსმენა მომასწავებელია მეგობრებისაგან არასასიამოვნო ცნობის მიღებისა: სიზმარი მიანიშნებს წუხილზე ვიღაცის სიკვდილის გამო ან რაღაც საინტერესო პროექტის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხით დაუკმაყოფილებლობაზე.
სიზმარში საკუთარი ღორების კვება–მომავალში ქონების გაზრდის მაუწყებელია. ღორებით ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით დიდი ქონების მფლობელი, მაგრამ ამას მიაღწევთ დიდი ძალისხმევისა და ენერგიული მოქმედების ფასად.
გასუქებული ღორი დამსახურებული წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ღორი ტალახშია ამოსვრილი, თქვენი პარტნიორების ცუდმა საქციელმა შეიძლება წამოწყებული საქმე ჩაგიშალოთ. გოგონას ასეთი სიზმარი ეჭვიან და ძუნწ ქმარს უქადის; მისი ერთადერთი უპირატესობა სოლიდური ქონება იქნება.

ღორის ხორცი - ღორის ხორცი სიზმარში უსიამოვნებების ნიშანია. მაგრამ თუ მას მხოლოდ უყურებთ და არ ჭამთ, თქვენი პრობლემები ადვილად მოგვარდება.

ღორისქადა (ბოტ.) - თუ გესიზმრებათ მწვანე ღორისქადის მწკრივები–გადატანილი სიძნელეებისა და მწუხარების შემდეგ სიხარული გეწვევათ. თუ ჭამთ ღორისქადას–ცხადში ავადმყოფობის გამო მოგიწევთ დაცილება საყვარელ ადამიანთან ან კომპანიონთან, თუმცა, შესაძლოა, სიზმარი, უბრალოდ, ეჭვიანობაზე მიგანიშნებდეთ.
თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ჭამს ღორისქადას–თავის მძიმე ავადმყოფობაში ან სიკვდილში დამნაშავე თავად იქნება. ღორისქადას მოსავლის აღება ნიშნავს, რომ თქვენი მგრძნობელობა ან ეჭვიანობა შეიძლება იქცეს მუდმივი უბედურების მიზეზად. ღორისქადას ყიდვა–უბედურებაა, რომელსაც თვითონ მოსწევთ საკუთარ თავს

ღრუბელი - შავი ღრუბელი სიზმარში წარუმატებლობას მოასწავებს, თუმცა თავს გაართმევთ დავალებულ საქმეს; თუ წვიმაც მოდის, ავადმყოფობა გელით; ფუმფულა ღრუბელი, რომლიდანაც მზის სხივი გამოსჭვივის–წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. გამჭვირვალე ღრუბელი ღამით, რომელთა შორის ვარსკვლავები კიაფობენ, გპირდებიან სიხარულსა და საქმეებში მცირეოდენ წარმატებას

ღუზა - მეზღვაურებისათვის ეს სიზმარი ძალზე კარგი სიზმარია. ყველა დანარჩენისათვის კი განშორების მაუწყებელია. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც. თუ შეყვარებული ნახავს ამ სიზმარს, მას ჩხუბი ელოდება


ყავა - სიზმარში ყავის დალევა ნიშნავს, რომ მოისმენთ მეგობრის უარყოფით აზრს ქორწინებაზე თქვენი განზრახვის შესახებ. დაოჯახებულ ხალხს ასეთი სიზმარი უქადის ხშირ კონფლიქტს. ყავის ბიზნესის წარმოება, განსაკუთრებით მისით ვაჭრობა, მაუწყებელია საქმიან სფეროში ჩავარდნისა; მაგრამ თუ ყიდულობთ ყავას, ადვილად შეძლებთ თქვენი კრედიტის შენარჩუნებას.
თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ან ადუღებს ყავას, ის შეიძება იქცეს მითქმა–მოთქმის საგნად, თუ არ მოიქცევა წესიერად. ახალგაზრდა ქალისათვის მოხალული ყავის ნახვა ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავი აარიდოს ცოდვას მისთვის ნაკლებად ცნობილ ადამიანზე მომგებიანად გათხოვების შედეგად. დაფქვილი ყავა–თქვენ გყავთ ხილული მტრები, რომლებიც არ დაგინდობენ და იბრძოლებენ თქვენს ბოლომდე გასანადგურებლად.

ყავარჯნები - თუ სიზმარში გადაადგილდებით ყავარჯნებით, რეალურ ცხოვრებაშიც, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, დაგჭირდებათ რაღაც საყრდენი. სხვების ნახვა ყავარჯნებით იმის ნიშანია, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ხანგრძლივი სამუშაოს შედეგით.

ყავახანა - ყავახანის ნახვა ან მონახულება ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ თქვენ წინააღმდეგ ჩაფიქრებული ბოროტების განადგურებას

ყარყუმი - სიზმარში თუ გაცვიათ ყარყუმის ბეწვი–მაშინ თქვენი ხასიათისა და მყარი საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო წარუმატებლობის შიში არ უნდა გქონდეთ. თუ სხვაზე ხედავთ ყარყუმის ბეწვს–ეს გიწინასწარმეტყველებთ ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან ნაცნობობას. თუ შეყვარებული ნახავს თავის რჩეულს ბეწვით–ეს მეტყველებს მის პატიოსნებასა და ერთგულებაზე გასვრილი ბეწვი მოასწავებს უსიამოვნებებს.

ყაყაჩო - ყაყაჩო სიზმარში ნიშნავს კმაყოფილებასა და სასიამოვნო საქმიანობას, რომელიც არასანდო აღმოჩნდება. ყაყაჩოს სუნის შეგრძნება–გახდებით ტყუილი მოლაპარაკებისა და ცბიერების მსხვერპლი.
სიზმარში ხაშხაშის ჰიპნოზურად მოქმედება ჩაგაგდებთ უცნაურ მდგომარეობაში, როცა ადამიანის რეალური არსებობა უკან რჩება და ის მიისწრაფვის სხვა სფეროებისაკენ. ეს ჰგავს ჩვეულებრივ სიზმარს, მაგრამ ასეთ სიზმარში ნანახი სურათები მატერიალური ობიექტებისათვის არ შეიძლება მივიჩნიოთ წინასწარმეტყველებად

ყბები - მძიმე, საშნელი შესახედავი ყბები მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებენ. თუ გესიზმრებათ, რომ მტაცებელი ცხოველი ყბებში მოგიქცევთ, ცხადში თქვენი მტრები სერიოზულ დარტყმას მოგაყენებენ. თუ სიზმარში ყბები გტკივათ, ცხადში, კლიმატის გამოცვლის მიზნით, სხვა ქვეყანაში გადახვალთ საცხოვრებლად. თუ სიზმარში ყბები მოგეღრიცათ, ე.ი. მეგობრების შურისძიება და უპატიოსნო საქციელი მწარე ტკივილს მოგაყენებთ. ქალისათვის ეს სიზმარი უცაბედი წყენის ნიშანია, რომელსაც მას მეგობრები მიაყენებენ.

ყელი - სიზმარში ჯანმრთელი და ლამაზი ყელის ნახვა გპირდებათ მატერიალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ სიზმარში გტკივათ ყელი–თქვენ შეცდით მეგობარში და ეს მალე უსიამოვნებას მოგიტანთ

ყელიანი ფეხსაცმელები, წამლები - თუ სიზმარში ხედავთ ძველ, ჭუჭყიან ფეხსაცმელებს, ე.ი. თვითონ იძენთ მტრებს, რადგან არ გიყვართ კრიტიკის მოსმენა. თუ წმენდთ ფეხსაცმელს, ე.ი. საქმეები გამოსწორებისაკენ წავლენ,ზოგიერთი მოვლენა კი კმაყოფილებას მოგიტანთ.
ახალი ფეხსაცმელები მომგებიან საქმეს ნიშნავენ. თუ ფეხსაცმელები გიჭერთ, მაშინ თავს ჩაიყენებთ სასაცილო მდგომარეობაში, რასაც სიხარულით გამოიყენებენ თქვენი მეგობარ–კეთილისმსურველები. თუ ფეხსაცმელები გახსნილებია–გელით ჩხუბი, დანაკარგი და ავადმყოფობა.
ფეხსაცმლის დაკარგვა–ნიშანია სწრაფი განქორწინებისა და მარტოობისა. თუ ფეხსაცმელები მოგპარეს, მაგრამ ზონარები თქვენ დაგრჩათ, გექნებათ დანაკარგი, რომელსაც მთლიანად აინაზღაურებთ სხვა საქმეში. თუ ქალს სიზმარში თავის ფეხზე მოსწონს ფეხსაცმელი–ფრთხილად უნდა იყოს ახალ ნაცნობებთან, განსაკუთრებით კი მამაკაცებთან.

ყელსაბამი - თუ ქალი სიზმარში საჩუქრად მიიღებს ყელსაბამს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ეყოლება შესანიშნავი მეუღლე და ექნება მშვენიერი ოჯახური გარემო. ყელსაბამის დაკარგვა მოასწავებს მძიმე დანაკლისს. თუ ქალი ატარებს ძვირფას ყელსაბამს, მას ეყოლება თაყვანისმცემლები, მაგრამ მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ისინი გულახდილნი არ იქნებიან საკუთარ გრძნობებში

ყვავი - ყვავის ნახვა, ჩვეულებრივ, სამწუხარო მოვლენაა. მისი ჩხავილის გაგონება–თქვენზე ვიღაცის ცუდი გავლენაა, რომლის გამოც თქვენ სწორად ვერ განაგებთ საკუთრებას. ახალგაზრდა მამაკაცს ეს სიზმარი მიუთითებს, რომ ის წამოეგება ქალის ეშმაკობას, გოგონას კი აფრთხილებს შეყვარებულის ღალატზე

ყვავილები - ახალი ყვავილები სიხარულსა და კეთილდღეობას მოასწავებენ. თეთრი ყვავილები–სევდას ნიშნავს, დამჭკნარი–უსიამოვნებებს. თუ გოგონა სიზმარში სხვადასხვა ყვავილებისაგან შეკრულ თაიგულს მიიღებს საჩუქრად, მას ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდება. თუ ყვავილები უნაყოფო მიწაზეა ამოსული, ეს სევდის ნიშანია, რომელთანაც გამკვლავებას თქვენი ნებისყოფისა და ოპტიმიზმის მეშვეობით მოახერხებთ.

ყვავილი (მედ. ჩუტყვავილა) - თუ სიზმარში ხედავთ ყვავილით დაავადებულ ადამიანს, შეიძლება ავად გახდეთ ინფექციური დაავადებით; გეგმებიც გაგიცამტვერდებათ.

ყვავილობა - აყვავებული ბუჩქები და ხეები თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობის პერიოდის დადგომას მოასწავებენ

ყვავილოვანი კომბოსტო - თუ სიზმარში ყვავილოვან კომბოსტოს მიირთმევთ, ცხადში, თქვენი მოვალეობების უხარისხოდ შესრულების გამო, შენიშვნას დაიმსახურებთ. ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც ბოსტანში იზრდება, უიღბლო და წარუმატებელი პერიოდის შემდგომ შესანიშნავი პერსპექტივების დადგომას მოასწავებს. გოგონას ეს სიზმარი უსიყვარულოდ, მშობლების ნების მიხედვით დაოჯახებას ჰპირდება

ყვავის პიკი (ბანქოსთან მიმართებაში) - თუ თქვენ ყვავის მასტი გესიზმრებათ, ერიდეთ მსუბუქი ხასიათის გართობებს, რადგან მომავალში ეს შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ, თუ ბანქოს მოთამაშეს ესიზმრება, რომ იგი ყვავის ბანქოთი თამაშობს, ცხადში მას დიდი წაგება ელის.

ყველი - სიზმარში თუ ყველს ჭამთ–დიდი დარდის გადატანა მოგიწევთ.

ყვინთვა - სუფთა წყალში ჩაყვინთვა პრობლემების დადებითად გადაწყვეტას ნიშნავს. თუ წყალი მღვრიეა, შეგაძრწუნებთ საქმის ცუდად შემობრუნება. თუ მყვინთავები გესიზმრებათ–იმოგზაურებთ; შეყვარებულებს კი ასეთი სიზმარი ყველა ოცნების სწრაფად ასრულებას ჰპირდება.

ყინული - ყინული სიზმარში მოასწავებს საკმაო უსიამოვნებებს: ბოროტი ადამიანები შეეცდებიან ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებას, რათა გავნონ თქვენთვის ყველაზე ძვირფას საქმეში. სუფთა წყლის ნაკადზე მოცურავე ყინული ნიშნავს, რომ თქვენს ბედნიერებას ბოლოს მოუღებს ეჭვიან მეგობართა გაღიზიანება. სიარული ყინულზე–თქვენს რეპუტაციას რისკის ქვეშ დააყენებთ წუთიერი მხიარულების გამო.
ლოლუები სახლის სახურავზე მოასწავებს სიღატაკესა და ღარიბულ ცხოვრებას. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს ჯანმრთელობის გაუარესებას. ლოლუები მარადმწვანე ხეებზე იმის ნიშანია, რომ თქვენს ბრწყინვალე მომავალს უდიერად მოექცევიან, რაც ძალიან გაგაბრაზებთ. თუ სიზმარში თვითონ აკეთებთ ლოლუებს–თქვენი ეგოიზმითა და პატივმოყვარეობით ავნებთ საკუთარ თავს.
თუ სიზმარში აკნატუნებთ ლოლუებს–ავად გახდებით. მასვე გპირდებათ სიზმარი, რომელშიც ყინულიან წყალს სვამთ. ყინულიან წყალში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ კმაყოფილებას, რომელიც უცებ შეწყდება გაუთვალისწინებელი გარემოების გამო.

ყინულის ლოლუები - ყინულის ლოლუები ხეებზე–მალე თქვენი მოუსვენრობა და უიღბლობა სიკეთით შეიცვლება, გული კი სიხარულით აგევსებათ.

ყუთი - სხვადასხვა ნივთებით სავსე ყუთი დიდძალ ქონებას და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობას გიქადით. თუ სიზმარში ყუთი გახსენით და ის ცარიელი აღმოჩნდა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძალზე სავალალო იქნება. ფულით სავსე ყუთი იმის ნიშანია, რომ კარგა ხნით შეიძლება დაივიწყოთ საქმეები და თქვენი დრო მთლიანად დასვენებას დაუთმოთ.

ყურები - თუ სიზმარში ყურები ნახეთ, იცოდეთ, თქვენი არაკეთილისმსურველები ყოველ თქვენს სიტყვას თვალყურს ადევნებენ, ცდილობენ, იპოვნონ მიზეზი არა მარტო იმისათვის, რომ რაიმე დაგაბრალონ, არამედ მოგაყენონ შეურაცხყოფა.

ყურძენი - ყურძნის ჭამა ნიშნავს, რომ თქვენ გაჭირვება გამოგწვრთნით. თუ ხედავთ ფოთლებს შორის მტევნებს–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას საზოგადოებაში და სხვებთან ერთად გაინაწილებთ ყველა სიკეთეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ძალიან ბევრს ჰპირდება. ის ასრულებს სანუკვარ ოცნებას.
ვაზებს შორის ცხენით სიარული და დროდადრო მწიფე ნაყოფის მოწყვეტა–მაუწყებელია შემოსავლიანი სამსახურისა და თქვენი ოცნების ასრულებისა. თუ სიზმარში ყურძენი არასასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, მართალია, გეწვევათ შიში და ეჭვები, მაგრამ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სულიერ წონასწორობას.

შადრევანი - მზეზე მბრწყინავი შადრევანი გართობას, სიხარულსა და სასიამოვნო მოგზაურობას გიქადით. თუ შადრევანი ბურუსიან დღეს დაგესიზმრათ–გარშემომყოფთა არაგულწრფელი მოქმედების გამო დაზარალდებით. ამომშრალი შადრევანი უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი შადრევანს მთვარის შუქზე ხედავს, ცხადში მას ისეთი გართობა ელის, რომელიც, შესაძლოა, მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს.

შავი ჭირი - შავი ჭირის ეპიდემია სამსახურში მოულოდნელი უსიამოვნებების ნიშანია. შესაძლოა, ასევე, რომ ცოლის ან საყვარლის გამო გაკოტრდეთ კიდეც. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად გახდით ავად ამ დაავადებით, ცხადში თქვენი დახლართული საქმეების წარმატებით მოგვარებას შეძლებთ. თუ სიზმარში გეშინიათ, რომ არ შეგეყაროთ შავი ჭირი, ისეთი წარუმატებლობა გელით, რომელსაც ვერაფრით გაუმკლავდებით.

შალის ძაფი - სუფთა შალის ძაფი სიზმარში თქვენი ინტერესებისა და შესაძლებლობების გაფართოებას მოასწავებს. ჭუჭყიანი შალის ძაფი იმის მაუწყებელია, რომ ისეთ ადამიანებთან მოგიწევთ მუშაობა, რომელთა აზრებსაც თქვენ არ იზიარებთ

შამპუნი - თუ სიზმარში შამპუნით იბანთ თავს, ცხადში შეეცდებით, ვიღაცის გამო, გარკვეულ ავანტიურაში მიიღოთ მონაწილეობა. თუ თავს პარიკმახერი ან სხვა ვინმე გბანთ–საოცარი მოგზაურობა გელით, რომლისგანაც უდიდეს კმაყოფილებას მიიღებთ,მაგრამ უნდა შეეცადოთ, რომ მშობლებმა და ახლო მეგობრებმა მისი ნამდვილი მიზეზი არ გაგიგონ.

შანდალი, სასანთლე - შანდალი ახალი სანთლით საუკეთესო მომავალი, შესანიშნავი ჯანმრთელობა და ცხოვრების ნახევრად დამწვარი სანთლით წარუმატებლობას მოასწავებს

შარვალი - თუ დაგესიზმრათ შარვალი, მიდრეკილება გექნებათ უღირსი საქციელისაკენ. თუ სიზმარში უკუღმა ჩაიცვით შარვალი, ცხადში აღმოჩნდებით ვიღაცის მიმზიდველობის ტყვეობაში

შაქარი - შაქარი პირად ცხოვრებაში სერიოზულ გართულებებს მოასწავებს. შური შეგაწუხებთ, უარყოფითი ემოციები დაგტანჯავთ, სიზმარში შაქრის ჭამა–უსიამოვნებაა, მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდება. თუ თქვენ შაქარს ყიდულობთ, ცხადში მტრები გაგიმრავლდებათ. თუ შაქრის დიდი პარტია იყიდეთ, ცხადში სერიოზული დანაკარგები გელით; დაყრილი შაქარი–მცირეოდენი გაურკვევლობაა

შაქრის ასაღები - თუ სიზმარში ამ ნივთს იყენებთ, ცხადში ვიღაც პიროვნება ძალიან უსამართლოდ მოგექცევათ

შაში - თუ სიზმარში შაშს თამაშობთ, ცხადში სერიოზული გამოცდა გელით. არ არის გამორიცხული ვირაცის უხეში ჩარევა თქვენს პირად ცხოვრებაშიც. თუ თქვენ პარტია მოიგეთ, ცხადში რაღაც საეჭვო საქმეში გელით წარმატება.

შებრძოლება - თუ სიზმარში ვიღაცას ებრძვით, წააწყდებით სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ თუ ბრძოლისას მიაღწევთ გამარჯვებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას წარმატების გზაზე. საქმიან ადამიანებს ასეთი სიზმარი უქადის კამათს პარტნიორებთან. თუ სიზმარში უყურებთ ბრძოლას, ე.ი. ტყუილად კარგავთ დროსა და ენერგიას. ასეთი სიზმრის შემდეგ ქალები ფრთხილად უნდა იყვნენ ჭორაობისა და ავსიტყვაობისას. თუ გოგონა ხედავს თავის შეყვარებულს ბრძოლაში–ეს ნიშნავს, რომ იგი ღირსი არაა.
თუ ბრძოლაში მარცხდებით, დაკარგავთ უფლებას საკუთრებაზე. თუ სიზმარში დასცემთ მოწინააღმდეგეს, მიუხედავდ ყველაფრისა, სწრაფად მიიღებთ პატივსა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში უყურებთ პისტოლეტებით დუელს, მომავალში გელით ხიფათი, თუმცა ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგად დამთავრდება

შევარდენი - შევარდენი სიზმარში მოშურნე ადამიანებია: მათ თქვენი ცხოვრების პირობებისა და ღირსეული ცხოვრების შურთ. თუ შევარდენი ქალს დაესიზმრა, მას შეიძლება ჩირქი მოსცხონ.

შეთეთრება - რაიმეს შეთეთრება სიზმარში ნიშნავს, რომ დიდი ძალისხმევის ფასად აღიდგენთ შელახულ ურთიერთობებს თქვენ მეგობრებთან. გოგონასათვის ეს სიზმარი იმ თაყვანისმცემლების მოპოვებისთვის ბრძოლას მიანიშნებს, რომელიც ადრე მან თვითონვე უარყო. ამავე დროს, იგი მიზნის მისაღწევად ეშმაკობასა და ტყუილსაც არ მოერიდება

შეთქმულება - სიზმარში თუ თქვენ ხართ შეთქმულების ობიექტი–არასწორად მოიქცევით რაღაც რთულ სიტუაციაში

შეკითხვა - სიზმარში შეკითხვა რაღაცის ვარგისიანობის შესახებ ნიშნავს, რომ თქვენ ეჭვობთ თქვენი შეყვარებულის ერთგულებაზე და მისი ხრიკებისადმი სიფრთხილეს გამოიჩენთ. სიზმარში რაღაც შეკითხვის დასმა ე.ი. სინამდვილეში იმოქმედებთ პრინციპულად და გამოიჩენთ სიმტკიცეს სიმართლის დასადგენად, საერთო ჯამში კი მიაღწევთ წარმატებას. თუ სიზმარში თქვენ გეკითხებიან, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში თქვენ უსამართლოდ მოგექცევიან

შეკრება (მათემატიკასთან კავშირში) - თუ სიზმარში მათემატიკური მოქმედების შესრულება გიჭირთ, ცხადში დაუძლეველი ამოცანის გადაწყვეტა მოგიწევთ. თუ სიზმარში შეკრებისას შეცდომა აღმოაჩინეთ, ცხადში დროულად მიხვდებით თქვენი არაკეთილმოსურნეების ვერაგულ ჩანაფიქრს.
თუ ციფრებს კალკულატორის მეშვეობით კრებთ, ცხადში ძლიერ და გავლენიან მოკავშირეს შეიძენთ. თუ სიზმარში გიჭირთ ციფრების გარჩევა, ცხადში წინდახედულება გაკლიათ

შემოდგომა - შემოდგომის ნახვა სიზმარში ქალისათვის ქონებას ნიშნავს, რომელსაც მედგარი ბრძოლით მოიპოვებს. თუ ქალი სიზმარში შემოდგომაზე თხოვდება, ქორწინება ბედნიერი იქნება: ელის სიხარული და ბედნიერება

შემოსავალი - თუ სიზმარში თქვენ იღებთ შემოსავალს, ე.ი. შეგიძლიათ უსიამოვნებანი მიაყენოთ ოჯახსა და მეგობრებს. თუ თქვენი ნათესავთაგანი იღებს მემკვიდრეობას–სიზმარი გპირდებათ წარმატებას.
სიზმარში ქალისათვის შემოსავლის დაკარგვა ნიშანია ცხოვრებისეული იმედგაცრუებისა. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი შემოსავალი საკმარისი არ არის, ელოდეთ უსიამოვნებას ნათესავებთან და მეგობრებთან. თუ სიზმარში იღებთ შემოსავლის მხოლოდ ნაწილს–ე.ი. გელით ხანმოკლე წარმატება, თუმცა თქვენ უფრო მეტს ელოდით, ვიდრე მიიღეთ.

შენობა - სიზმარში მშვენიერი შენობის ნახვა წინ ლამაზი გაზონით მოასწავებს ხანგრძლივ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას, შორეულ ქვეყნებში მოგზაურობას.
პატარა, ახლახან აშენებული სახლი ნიშნავს ოჯახურ ბედნიერებასა და შემოსავლიან საქმეს; მაგრამ თუ შენობა დანგრეული, ძველი და გადაქოთებულია, ელოდეთ ავადმყოფობას, საქმეების წახდენასა და ახლობლებთან ჩხუბს

შერიფი - შერიფი სიზმარში თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების გამო თქვენს სერიოზულ შეშფოთებას ნიშნავს. თუ სიზმარში შერიფად გირჩევენ, ცხადში, თქვენი ალტრუისტული ხასიათიდან გამომდინარე, არახელსაყრელ პროექტში მიიღებთ მონაწილეობას. თუ სიზმარში დაჭერას გადაურჩით, ცხადში თქვენი არაკანონიერი ქმედებები შესაძლოა ადვილად ჩაიფარცხოს

შერცხვენა, თავის მოჭრა - თუ სიზმარში შეგრცხვებათ თქვენი მეგობრების ან შვილების გამო. თქვენს ოცნებებს ახდენა არ უწერია. თუ თვითნ ხართ შერცხვენილი სიზმარში–ცხადში საკუთარი პრინციპების დათმობას და რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას ნიშნავს

შეტევა (გულის) - სიზმარში გადატანილი შეტევა ჯანმრთელობის შერყევასა და სამსახურის დაკარგვას ნიშნავს. თუ თქვენ სხვის შეტევას ხედავთ–მეგობრები და ნათესავები ხასიათს გაგიფუჭებენ

შეტყობინება - თუ სიზმარში შეტყობინება მიიღეთ, მოემზადეთ დიდი უსიამოვნებებისათვის. ხოლო თუ თავად გადაეცით ვინმეს შეტყობინება, ცხადში მოგიწევთ გაურკვეველ სიტუაციაში მოხვედრა

შეურაცხყოფა - ეს ცუდი სიზმარია. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი სახალხოდ შეურაცხყვეს. ე.ი. ვიღაც არაკეთილმოსურნე მისი ნდობით ისარგებლებს და შეავიწროებს; თუ თქვენ შეურაცხყოფთ ვინმეს–გექნებათ წარუმატებლობა საქმეში და დარჩებით სახსრების გარეშე, ამის მიზეზი კი იქნება თქვენი სიჯიუტე და ის, რომ არ შეგიძლიათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. თუ სიზმარში თავს შეურაცხყოფილად თვლით, თქვენს ცხოვრებაში მოვლენები ისე წარიმართებიან, რომ თქვენ გვერდით მყოფნი უნდობლად მოგეკიდებიან

შექსპირი - თუ დაგესიზმრათ, რომ შექსპირს ესაუბრებით, უბედურება და სასოწარკვეთილება უეცრად თავს დაგატყდებათ და ყველა თქვენს გეგმებს აგირევთ. თუ შექსპირის ნაწარმოებებს კითხულობთ, ცხადში წარმატებით აიმაღლებთ თქვენს ლიტერატურულ დონეს

შეყოვნება, დაგვიანება - თუ სიზმარში ვიღაც გაყოვნებთ, ან გესიზმრებათ, რომ აგვიანებთ–ასეთი სიზმარი ყურადღებას გამახვილებინებთ: სინამდვილეში, თქვენს გარემოცვაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს წარმატებაში ხელის შეშლას

შეშინება - თუ თქვენ სიზმარში შეშინებული ხართ რაღაცით, ეს ნიშანია დროებითი ან სწრაფად წარმავალი მღელვარებისა

შეხვედრა - სიზმარში საქმიანი შეხვედრის ნახვა მოასწავებს შეფერხებას, დარდსა და შიშს. თუ ახალგაზრდა შეყვარებულები ხედავენ თავიანთ შეხვედრას, სიზმარი მიანიშნებს ურთიერთგაციებაზე. ვიღაცასთან ჩაშლილი შეხვედრის ნახვა სიზმარში ნიშნავს სწრაფ და მოუფიქრებელ ნაბიჯს მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც მოიტანს უსიამოვნებებს.

შეჯახება - ნებისმიერი საგნების შეჯახება სიზმარში გაფრთხილებთ, რომ მოსალოდნელია უბედური შემთხვევა. ქალისათვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ის არჩევანის წინაშე დადგება

შვეიცარი, მეკარე - შვეიცარი ყოველთვის უბედურების მანიშნებელია. თუ თქვენ ხართ შვეიცარი–გაჭირვებული ცხოვრება გელთ. თუ რამეს თხოვთ შვეიცარს, რაღაც შემთხვევას კარგად გამოიყენებთ თქვენს სასარგებლოდ.

შვეიცარული ყველი - ეს პროდუქტი თქვენს სიზმარში მსხვილი საკუთრების შეძენასა და სასიამოვნო დასვენებას გიქადით.

შვილად აყვანა - სიზმარში ნაშვილები ბავშვები ან მათი დედობილ–მამობილის ნახვა–ე.ი. ცხადში უცნობი ხალხი დახმარებას გაგიწევთ. თუ სიზმარში თქვენ თვითონ იშვილეთ ბავშვები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მოგიწევთ საცხოვრებელი ადგილის არც თუ ისე იღბლიანი შეცვლა

შვილი (ბიჭი) - თუ თქვენ ბიჭი გყავთ და იგი ლამაზად და დამჯერად დაგესიზმრათ, შეგიძლიათ მისით იამაყოთ. თუ იგი ცუდად დაგესიზმრათ, მას შეიძლება ცუდი ამბავი შეემთხვეს. თუ დედას დაესიზმრა, რომ შვილი ჭაში ჩაუვარდა და მისი ყვირილის ხმა ესმის–ბევრი სიძნელე შეხვდება. თუ იგი სიზმარში მის გადარჩენას შეძლებს, უბედურება ასცდება, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო

შვრია - შვრიის მოვლილი ყანის ნახვა ბევრ სასიკეთოს გპირდებათ, განსაკუთრებით მიწათმოქმედებს. ასეთი სიზმარი წარმატებას გიქადით საქმეებში და ჰარმონიას ოჯახში. დამპალი შვრია სევდას მოასწავებს, რომელიც იმედებს შეენაცვლება

შვრიის ფაფა - თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცა შვრიის ფაფას ჭამს, ბედისწერა სიმდიდრეს გიწილადებთ. თუ გოგონა სიზმარში შვრიის ფაფას ამზადებს–მომავალში იგი ხალხის ბედის განმკარგველი იქნება

შთამომავლობა - სიზმარში შთამომავლობის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ, რომ იქნებით ბედნიერი და მხიარული: თქვენს სახლში სიხარული დამკვიდრდება და სტუმრიანობა გაგიხშირდებათ. შინაური ცხოველების შვილების ნახვა კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს

შიგნეულობა - თუ დაგესიზმრათ შიგნეულობა–საშიშროება გემუქრებათ; ხოლო თუ ჭამთ, მაშინ ცხადში გელით გულგატეხილობა იმაში, რასაც ადრე ძალიან მნიშვნელოვნად თვლიდით

შიმშილი - შიმშილის შეგრძნება სიზმარში ცუდი ნიშანია. სახლში ვერ ნახავთ ვერც მოსვენებას, ვერს სიმშვიდეს. შეყვარებულებისათვის კი ასეთი სიზმარი მოასწავებს უიღბლო ქორწინებას.

შინაური ფრინველიშინაური ფრინველის დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი მფლანგველობა მალე გაგაღატაკებთ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის დევნის შინაურ ფრინველს, ე.ი. ცხადში კარგავს ძალიან ბევრ ძვირფას დროს ქარაფშუტულ კმაყოფილებაზე

შიფრი - თუ სიზმარში ძველებური შიფრისა და ხელნაწერის წაკითხვას ცდილობთ, თქვენს ლიტერატურულ თვისებებზე მეტყველებს და მომავალში ამ მიმართებით წარმატება გელით

შიში - შიშის გრძნობა სიზმარში იმედგაცრუებასა და დანაკარგს მოასწავებს. შეშინებული ადამიანი უბედურებას ნიშნავს და ეს თქვენს ახლობლებს შეეხება. თუ დაგესიზმრათ, რომ დაწყებული საქმის გაგრძელების გეშინიათ, წარუმატებლობა გელით. შესაძლებელია, ამ სიტუაციებში ახლობლები დაგეხმაროთ

შოკოლადი - შოკოლადის ფილა სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენზე დამოკიდებულ ადამიანებს ღირსეულ ცხოვრებას შეუქმნით. შოკოლადის კანფეტები კარგი ნიშანია: თქვენ საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდებიან. ძველი შოკოლადები ჯანმრთელობის შერყევას მოასწავებს. თუ სიზმარში ცხელ შოკოლადს სვამთ, დარდები ჩამოგშორდებათ და ცხოვრება უკეთესობისაკენ შემობრუნდება.

შპრიცი - შპრიცი სიზმარში ცრუ შფოთვის ნიშანია: გეგონებათ, რომ თქვენს ახლობლებს სიფრთხილე ემუქრება, მაგრამ ასე არ არის. გატეხილი შპრიცი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი დაშვებული შეცდომების გამო პასუხისგება მოგიწევთ. ზოგჯერ ეს სიზმარი ჯანმრთელობის პრობლემებზეც მიუთითებს.

შრომა - სიზმარში შინაური ცხოველის ნახვა, რომელიც დაკავებულია მძიმე შრომით, ნიშნავს წარმატებას, რომელსაც მიაღწევთ კოლეგების უსამართლო დამოკიდებულების ხარჯზე. თუ გესიზმრებათ, რომ ხალხი შრომობს, თამამად შეგიძლიათ დაამყაროთ იმედი თქვენს ჯანმრთელობაზე და გელით წარმატება. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გულმოდგინედ მუშაობთ, მაშინ ცხადში თქვენს ყოველ ინიციატივას ექნება შესანიშნავი გაგრძელება. ფერმერს ასეთი სიზმარი უქადის კარგ მომავალს.


შრომისმოყვარეობა - თუ სიზმარში იჩენთ შრომისმოყვარეობას, ცხადში აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას იმ იდეების დამუშავებასა და განხორციელებაში , რომლებსაც შეუძლიათ თქვენი საწარმო აიყვანონ უფრო მაღალ დონეზე.

შროშანი - სიზმარში შროშანების ნახვა ნიშნავს ავადმყოფობით ან მწუხარებით მკაცრ გამოცდას. დიდფოთლიანი შროშანი მოასწავებს ადრეულ ქორწინებასა და სწრაფად დაცილებას, დაკავშირებულს დანაკარგთან. შროშანებს შორის მოთამაშე პატარა ბავშვები მაჩვენებელია სისუსტისა და ავადმყოფობისა.
თუ ქალი სიზმარში კრეფს ან ტკბება შროშანების ყურებით, მოასწავებს ღრმა, მაგრამ ნათელ ნაღველს, რადგან საყვარელი მძიმე ავადმყოფობის მიწიერი განსაცდელი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდბა. თუ შროშანები დამჭკნარია, ეს მოსალოდნელზე ადრე მოხდება. თუ ყნოსავთ შროშანებს–მწუხარება განწმენდს თქვენს სულს და გონებას გაგიმახვილებთ

შტოპორი (კორპსაძრობი) - თუ შტოპორით ბოთლს ხსნით–თქვენი მიზნები და ფიქრები ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენენ. თუ ბოთლის გახსნის დროს შტოპორი გაგიტყდათ, ცუდი მიდრეკილებებისაგან გათავისუფლდებით

შტორმი - ძლიერი შტორმი–დანაკარგის ნიშანია

შუადღე - მზიანი შუადღე ახალ ნაცნობობას ნიშნავს, რომელიც მეგობრობაში გადაიზრდება. წვიმიანი, მოღრუბლული დღის შუადღე–იმედგაცრუებაა

შუამდგომლობა - თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს შუამდგომლობთ, სწორედ იმ დროს მიიღებთ დახმარებას, როცა იგი ძალიან გჭირდებათ

შუბი, ლახვარი - სიზმარში შუბის ნახვა ნიშნავს თქვენს გარემოცვაში მტრის გამოჩენას და ჯანმრთელობისათვის მავნე ექსპერიმენტების ჩატარებას. შუბით მიყენებული ჭრილობა–მიუთითებს სასამართლოს შეცდომაზე, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი გაღიზიანების მიზეზად. შუბის გატეხვა იმის ნიშანია, რომ მიაღწევთ შეუძლებელს და თქვენი დიდი ხნის ოცნება ახდება

შუბლი - სიზმარში ლამაზი, გადატკეცილი შუბლის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი წინდახედულება და სამართლიანობა განამტკიცებს თქვენს რეპუტაციას. ულამაზო შუბლი–ნიშანია მომავალი უკმაყოფილებისა პირად საქმეებში.
თუ სიზმარში ეფერებით ბავშვს შუბლზე–თქვენს ბავშვებს შეაქებენ ტალანტისა და აღზრდის გამო. გოგონა თავის მეგობარს კოცნის შუბლზე–მალე ის გაიგებს მისი უღირსი საქციელის შესახებ და მცირე ხნით წაიჩხუბებენ

შური - შური სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მიდგომითა და კეთილგანწყობით შეძლებთ ახალი მეგობრების გულის მოგებას. თუ ვინმეს შურს თქვენი–ცხოვრებაში შესაძლებელია გაუგებრობა მეგობრებთან, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ თქვენი პრობლემები

შურისძიება - სიზმარში ვიღაცაზე შურისძიება მიუთითებს თქვენი ხასიათის გულქვაობასა და სულმოკლეობაზე. თუ არ დაფიქრდით იმაზე, დაკარგავთ ბევრ მეგობარს და შეხვდებით ბევრ წყენას.

შუქურა - თუ ქარიშხალის დროს ხედავთ შუქურას სინათლეს, გემუქრებათ სიძნელეები და უბედურება, რომელიც გაანადგურებს თქვენს ახლანდელ ბედნიერებასა და კეთილდღეობას. შუქურას დანახვა კარგ ამინდში ნიშნავს სიხარულსა და სულიერად ახლო მეგობრებს

შუშა, მინა - თუ სიზმარში მინიდან იყურებით, ცხადში უსიამოვნება გელით. გატეხილი მინა იმ საქმის წარუმატებლად დამთავრებას ნიშნავს, რომელსაც დიდი ჯაფა შეალიეთ. თუ რაიმე გაგეჭრათ მინაზე, ცხადში თქვენი გარემოცვა თქვენით აღფრთოვანებული იქნება. გაწმენდილი, სუფთა მინა საინტერესო და პრესტიჟულ თანამდებობას ნიშნავს. დაბინდული მინა–წარუმატებლობას მოასწავებს


ჩაი - თუ სიზმარში ჩაის აყენებთ, სიზმარი გაფრთხილებთ–ვიღაც პიროვნების მიმართ უპატიოსნო საქციელისაგან თავი შეიკავოთ, თორემ მწარედ ინანებთ. მეგობრებთან ჩაის სმა იმას მოასწავებს, რომ მალე თქვენი კარგი ცხოვრება თქვენთვის მოსაწყენი გახდება და შეეცდებით ქველმოქმდებას მიჰყოთ ხელი.
ნალექი ჩაიში–უბედური სიყვარულის ნიშანია. ეს, ასევე, საქმეებში წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სიზმარში ჩაი დაგექცათ, ცხადში თქვენს ოჯახში უსიამოვნებები დაიწყება. თუ ჩაის ცარიელი ყუთი დაგესიზმრათ, ცხადში თქვენზე ჭორაობას დაიწყებენ. თუ სიზმარში ჩაის დალევის სურვილი მოსვენებას არ გაძლევთ, ცხადში დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვევიან.

ჩაიდანი - ჩაიდანი სიზმარში უსიამოვნო ახალ ამბავსა და მძიმე სამუშაოზე მიგანიშნებთ. მდუღარე ჩაიდანი–სერიოზული ცვლილებებია, რაც კონკურენტებზე გამარჯვებას გიქადით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ჩაიდნიდან ცივ წყალს ასხამს, ცხადში მას ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდებიან. გატეხილი ჩაიდანი საქმეებში მარცხს მოასწავებს. მუქი ფერის ჩაიდანი გოგონასათვის სიყვარულში იმედგაცრუებას მოასწავებს, ღია ფერის ჩაიდანი–მდიდარ მეუღლესა და ქორწინებაში დამოუკიდებლობას ნიშნავს.

ჩაის ჭიქები - ჩაის ჭიქები სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ პირად სიამოვნებას. თუ ქალს ჭიქები გაუტყდა, ცხადში მის ცხოვრებას მოულოდნელი უბედურება დაემუქრება. თუ ჩაის ჭიქიდან ღვინოს მიირთემვთ, ცხადში სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთთან კარგად შეათავსებთ.

ჩამოვარდნა - სიზმარში ჩამოვარდნისა და შიშის შეგრძნება ნიშნავს, რომ მოგიწევთ დიდი სიძნელეების გადალახვა, მაგრამ თუ თქვენ ამას შეძლებთ–დიდი წარმატება გელით. თუ დაცემისას დაშავდით და რაიმე გაიჭერით, თქვენ რაღაც დანაკარგი გექნებათ; შესაძლებელია მეგობრებმა ზურგი შეგაქციონ

ჩანგალი - ჩანგლის ნახვა სიზმარში ნიშნავს, რომ ვიღაც ხაფანგს გიგებთ. ქალს ეს სიზმარი უქადის შეყვარებულთან დაშორებას და ჩხუბს სახლში

ჩანჩქერი - ჩანჩქერი სიზმარში მიუთითებს, რომ შეძლებთ თქვენს თავშეუკავებელ სურვილზე გამარჯვებას, რის შემდეგაც ბედი კეთილგანწყობილი გახდება თქვენდამი.

ჩაფხუტი, მუზარადი - თუ ხელში ჩაფხუტი გიჭირავთ და მის დაფარებას ცდილობთ, ცხადში თქვენი ენერგიისა და მოხერხებულობის წყალობით სიღარიბეს თავს დააღწევთ. მეშახტის ჩაფხუტი სოლიდურ ქონებას გპირდებათ.

ჩაჩი - თუ გოგონას ესიზმრება, რომ ჩაჩს ატარებს, სასიამოვნო რომანი ექნება ღირსეულ, მაგრამ ცოლიან კაცთან

ჩაცმა - თუ ვინმე ან რამე ხელს გიშლით ჩაცმაში, ვიღაც უკეთური ლამობს თქვენი საქმიანობის ჩაშლას. თუ გესიზმრათ, რომ თქვენ ვერ ასწრებთ ჩაცმას და სადგურზე გეჩქარებათ–გარშემომყოფთა ფუქსავატობა და დაუფიქრებლობა ქვენს მღელვარებას გამოიწვევს; უმეტესად დაეყრდენით საკუთარ თავს, ვიდრე სხვებს და წარმატებას მიაღწევთ.

ჩემოდანი - ჩემოდანი მოგზაურობას მოასწავებს, მაგრამ ზოგჯერ წარუმატებლობასაც ნიშნავს. თუ სიზმარში ჩემოდანს ყიდულობთ, ცხადში სასიამოვნო მოგზაურობას უნდა ელოდეთ, მაგრამ თუ ჩემოდანში ჩასაწყობი ნივთები ვერაფრით ვერ მოაწესრიგეთ, მოგზაურობა კარგს არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ახლობლებსაც კი წაეჩხუბოთ. ცარიელი ჩემოდანი–უიღბლო ქორწინების ნიშანია.
თუ თქვენი სამსახური ხშირ მოგზაურობას ითვალისწინებს, მაშინ ისეთი სიზმარი, სადაც თქვენ ჩემოდნის შიგთავსს ამოწმებთ, შესაძლოა, თქვენი მომავალი წარმატების საწინდარი გახდეს. თუ თქვენი ჩემოდანი ძალიან პატარაა, მაგრამ მასში მაინც ყველაფერს ატევთ, რაც კი გჭირდებათ, ცხადში თქვენი ძალისხმევა კარგად დასრულდება და თანამდებობრივი დაწინაურებაც გელით. თუ პირიქით, ჩემოდანი პატარაა და მასში ვერაფერი ვერ ეტევა, ცხადში საქმეებში არასასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ.
თუ გოგონა ცდილობს ჩემოდნის გახსნას, მაგრამ ვერ ახერხებს, ცხადში იგი შეეცდება ძალიან მდიდარი ადამიანის გულის მოგებას, თუმცა არაფერი გამოუვა. ხოლო თუ ჩემოდანს ვერ კეტავს, მისთვის სასურველი მოგზაურობა იმედს გაუცრუებს.

ჩიტები - წითელბუმბულიანი ჩიტების ნახვა ქალს ბედნიერ ქორწინებას უქადის. თუ ჩიტი უეცრად ჭიკჭიკს შეწყვეტს–მოექცევით ძალაუფლების მქონე და მდიდარი ადამიანის ზეგავლენის ქვეშ.
დაჭრილი ჩიტი ღრმა მწუხარებაა, რომელშიც თქვენი შვილების საქციელის გამო მოხვდით. მფრინავი ჩიტები წარმატების მაუწყებელია–ყველაფერი, რაც გაწუხებთ, წარსულს ჩაბარდება.
ჩიტის დაჭერა–კარგი სიზმარია; ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა ისეთი საქმის წამოწყებას ნიშნავს, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და, შეიძლება, ვერც კი შეძლოთ მისი გადაჭრა. თუ სიზმარში ჩიტს თოფით კლავთ–მოუსავლიანობას ან სტიქიურ უბედურებას მოასწავებს.

ჩონჩხი - თუ ჩონჩხი დაგესიზმრათ, ბედი თავზე ავადმყოფობებს, დანაკარგებსა და უბედურებებს დაგატეხთ. თუ ჩონჩხის სახით თქვენივე თავი დაგესიზმრათ, მცირედი უსიამოვნებებიც კი ადვილად გამოგიყვანთ მწყობრიდან. ერთი სიტყვით, ეცადეთ თქვენს ფანტაზიებს არ აჰყვეთ. თუ სიზმარში ჩონჩხი მოგდევთ, ცხადში მართლაც დიდი უსიამოვნება გელით, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინეთ და ყველაფერს თავს გაართმევთ

ჩრდილოეთის ირემი - ჩრდილოეთის ირემი თუ დაგესიზმრათ, თქვენ მეგობრისადმი დიდ ყურადღებას გამოიჩენთ და საქმეებშიც კეთილსინდისიერად მოიქცევით. თუ ირმების მარხილს მართავთ, ცხადში უსიამოვნებები გელით, მაგრამ მეგობრები არ მიგატოვებენ

ჩურჩული - თუ სიზმარში ვინმეს ჩურჩული გესმით, ცხადში სერიოზული ჭორაობის ობიექტი გახდებით. თუ სიზმარში ვინმე ჩურჩულით გაძლევთ რჩევას ან გაფრთხილებთ რაიმეზე, ცხადში მეგობრების სერიოზული მხარდაჭერა დაგჭირდებათ

ჩუსტები - თუ თქვენ ჩუსტები გესიზმრებათ, ცხადში უიღბლო რომანი და საშიში ინტრიგა გელოდებათ. თუ სიზმარში ვინმემ მოგიწონათ ჩუსტები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში უწყინარი ფლირტი ცუდად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე

ჩხარუნა - ბავშვი, რომელიც ჩხარუნათი თამაშობს–კეთილის ნიშანია. ეს ოჯახში მშვიდობას და მომგებიან საქმიან გარიგებას ნშნავს, გოგონასათვის კი მოსიყვარულე და მზრუნველ მეუღლეს მოასწავებს. თუ სიზმარში ბავშვს ჩუქნით ჩხარუნას, ეს ფულის არასწორი დაბანდების ნიშანია

ჩხიკვი - ჩხიკვი სიზმარში ახალ ნაცნობობას მოასწავებს. თუ ჩხიკვი დაიჭირეთ, უშედეგო, მაგრამ საინტერესო საქმეების კეთება მოგიწევთ. მკვდარი ჩხიკვი სახლში უსიამოვნებებსა და სხვა პირადი ხასიათის პრობლემებს ნიშნავს


ცა - მოწმენდილი ცა გპირდებათ პატივსა და სასიამოვნო მოგზაურობას ყველაზე გამორჩეულ საზოგადოებასთან ერთად. თუ ცა მოფენილია ღრუბლებით, ეს მოასწავებს თქვენი იმედების გაცრუებას.
თუ სიზმარში მიფრინავთ ცაზე ფანტასტიკურ ცხოველთა შორის და ფიქრობთ იმაზე, სიზმარში ხდება ეს თუ ცხადში–შეგაწუხებთ ეჭვიანობა ძვირფას ადამიანზე.
მეწამული ცა სიმბოლოა მომავალი საზოგადოებრივი მღელვარებისა. მანათობლებიანი ნათელი ცა ნიშნავს თქვენი მოწოდების შესაფერ შრომას, რომელიც მოგიტანთ სიბრძნესა და სიმშვიდეს. ვარსკვლავიანი ცა მოასწავებს ბრძოლას საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, რომელიც წარმატებული იქნება.
თუ გესიზმრებათ, რომ მიფრინავთ ზეცისაკენ–თქვენ წინაშე არსებულ შესაძლებლობათა გამოყენება ფუჭი იქნება. თუ ცაზე კიბით ცდილობთ ასვლას, საზოგადოებაში დაიკავებთ მაღალ თანამდებობას, ორმელიც მორალურ კმაყოფილებას არ მოგიტანთ, რამდენადაც ადვილად მოგერთმევათ.

ცალთვალა - ცალთვალა ადამიანი ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ თქვენ გარშემო ინტრიგა მზადდება, რასაც მიზნად აქვს თქვენი კეთილდღეობის დარღვევა.

ცარცი - თუ ქალი უბრალო ცარცით ითეთრებს სახეს–ეს მეტყველებს მის იდუმალ მცდელობაზე თაყვანისმცემლების გაჩენის შესახებ. თუ სიზმარში ცარცით წერთ დაფაზე–ცხადში გელით აღიარება და პატივი (ეს ეხება ნებისმიერი ფერის ცარცით წერას, გარდა შავისა).
თუ სიზმარში დაფა შავია–გელით წარუმატებლობა. ცარცით გასვრილი ხელები იმედგაცრუებას მოასწავებს.

ცდუნება, შეცდენა - თუ გოგონა სიზმარში ვიღაცამ აცდუნა, იგი შეიძლება გაერთოს ისეთი ადამიანით, რომლის მომხიბვლელი გარეგნობის ქვეშ სულის სიმდაბლე იმალება. მამაკაცისათვის, სიზმარი, რომელშიც მას მაცდუნებელი ესტუმრება, აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდება მზადდება. თუ სიზმარში ცდუნებას აყევით, ცხადში შეიძლება უსიამოვნო საქმეებში აღმოჩნდეთ გარეული და დაკარგოთ თქვენი მეგობრების პატივისცემა. თუ დაგესიზმრათ, რომ ცდუნებას გაუძელით, ცხადშიც მოიპოვებთ კონკურენტებზე გამარჯვებას

ცეკვები - სიზმარში მოცეკვავე ბავშვები ქალიშვილს უწინასწარმეტყველებენ ბედნიერ გათხოვებას და მეგობრულ ოჯახს. ვაჟს კი ადვილ, მაგრამ საინტერესო სამსახურს. თუ თქვენს სიზმარში ასაკოვანი ხალხი ცეკვავს, ცხადში თქვენს საქმიან სფეროში კარგი პერსპექტივები გადაიშლება. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ ცეკვავთ, ისეთი წარმატება გელით, რასაც დიდი ხანია ელით

ცეკვის მასწავლებელი - თუ გესიზმრებათ ცეკვის მასწავლებელი, ცხადში დაივიწყებთ საქმეებს საკუთარი ქარაფშუტული ახირების გამო.
ქალიშვილს, რომელსაც ესიზმრება, რომ შეუყვარდა ცეკვის მასწავლებელი, ბედნიერი იქნება, რადგან ეს სიზმარი მოასწავებს მის შეხვედრას მისთვის ახლობელ ადამიანთან.

ცელი, ცელვა - თუ გესიზმრებათ ცელი–ნიშნავს, რომ რომელიღაც ავადმყოფობა მოგწყვეტთ თქვენი საქმიდან ან ხელს შეგიშლით დაგეგმილ მოგზაურობაში. ძველი ან გატეხილი ცულის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ დაცილებას ამხანაგებთან ან საქმიან ჩავარდნას

ცემა - თუ სიზმარში ვიღაც ძალიანაა გაბრაზებული თქვენზე ან გცემთ–ცუდია. ასეთი სიზმრის შემდეგ მოსალოდნელია ოჯახური უთანხმოება და კამათი. სიზმარში ბავშვის ცემა ნიშნავს, რომ თქვენ დამსახურებულად მიიღეთ ვიღაცის კუთვნილი ქონება

ცერემონია - თუ სიზმარში საზეიმო ცერემონიის მონაწილე ხართ, ცხადში სოციალური კიბის მაღალ საფეხურებზე ახვალთ. თუ გოგონა ასეთი სიზმრისას გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას გრძნობს, ე.ი. მის ოცნებებს ახდომა უწერიათ

ცერცვის, ლობიოს მარცვლები - ეს ცუდი სიზმარია. თუ ხედავთ გაზრდილ ცერცვს–მწუხარებისა და ბავშვების ავადმყოფობის ნიშანია. გამხმარი ცერცვი–დიდი იმედგაცრუებაა შეთანხმების საქმეში. უახლოეს მომავალში განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ ინფექციურ ავადმყოფობას ოჯახში. სიზმარში ცერცვის (ლობიოს) ჭამა საყვარელი ადამიანის მარცხზე ან მის ავადმყოფობაზე მიუთითებს

ცეცხლი - ცეცხლი სიზმარში კარგი ნიშანია, თუ თქვენ არ იწვით მასში. ასეთი სიზმარი მეზღვაურებს წარმატებულ მოგზაურობას ჰპირდება, მიწათმოქმედებს–შემოსავალს; ცეცხლი თქვენს სახლში მყარ მეგობრობასა და დამჯერ ბავშვებს გპირდებათ. თუ ცეცხლი გამყიდველს ესიზმრა მის მაღაზიაში–მისი საქმეები წარმატებით განხორციელდება.
თუ სიზმარში ებრძვით ცეცხლს და არ აძლევთ გავრცელების საშუალებას–გექნებათ რაღაც სახლაფორთო სამუშაო; ცეცხლის დანთება მოულოდნელ სიამოვნებებს გპირდებათ, შესაძლოა მოინახულოთ მეგობრები, რომლებიც არცთუ ახლოს ცხოვრობენ მაღაზიასთან, საწყობთან და ა.შ. დამწვარი კედლები უბედურების ნიშანია. გამორიცხული არ არის, რომ ღრმა მწუხარება გადაიტანოთ, მაგრამ ფარ–ხმალი არ დაყაროთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და ბედისწერაც თქვენს მხარეზე იქნება

ცეცხლის საჩხრეკი - თუ თქვენ სიზმარში ნახეთ სიწითლემდე გამოწრთობილი საჩხრეკი ან მისი გამოყენებით ვინმეს ეჩხუბებოდით, ეს ნიშნავს, რომ წარმატებით გაართმევთ თავს თქვენს წილ სიძნელეებსა და განსაცდელებს

ციგა - ციგა სიყვარულში წარუმატებლობასა და მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. თუ თქვენ ციგაობთ, ცხადში დაუფიქრებელი ვალდებულებები დაგეკისრებათ

ციგურებით სრიალი - თუ სიზმარში ციგურებით სრიალებთ ყინულზე, გემუქრებათ სამსახურის ან რაღაც ფასეულის დაკარგვა. თუ სრიალისას ჩაგიტყდებათ ყინული, ე.ი. თქვენი მეგობარი არ აღმოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება რჩევა ჰკითხოთ. თუ სიზმარში ხედავთ, როგორ სრიალებენ სხვები, გახდებით თქვენსა და თქვენს თაყვანისმცემელთან დაკავშირებული მითქმა–მოთქმის მსხვერპლი. ციგურების ნახვა ნიშნავს განხეთქილებას თქვენს პარტნიორებთან. სიზმარში გორგოლაჭებიანი ციგურებით მოსეირნე ახალგაზრდების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ კარგად იგრძნობთ თავს, მიიღებთ კმაყოფილებას იმით, რომ შეძლებთ სხვების გულისათვის თქვენი კეთილდღეობის მსხვერპლად მიტანას

ცილისწამება - თუ დაგესიზმრათ, რომ ცილი დაგწამეს, სინამდვილეში უპატიოსნობა და უვიცობა თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება. თუ სიზმარში თვითონ დასწამეთ ვინმეს ცილი. მაშინ თქვენი ეგოიზმის წყალობით მეგობარს დაკარგავთ

ციმბალა - თუ სიზმარში ციმბალების ხმა გესმით, თქვენს შემოქმედებით გეგმებს შესაბამისი აღიარება ექნება. ქალისათვის ასეთი სიზმარი თავისუფალ, სხვების მიმართ შურის გრძნობის გარეშე ცხოვრებას მოასწავებს

ცისარტყელა - ცისარტყელა დიდ სიხარულს გიქადით, განსაკუთრებით კარგია ეს სიზმარი შეყვარებულთათვის

ციფრები - თუ სიზმარში ციფრებს ხედავთ, ეს თქვენს გადაღლილობას და ავადმყოფობას მოასწავებს. თქვენ საკუთარ თავს უნდა მიხედოთ, რადგან თქვენ შრომის უნარიანობაზეა დამოკიდებული იმ საქმეების ბედი, რომელთაც თქვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ციყვი - თუ სიზმარში ნახეთ ციყვი–ელოდეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სტუმრობას, ბიზნესში კი წარმატებას. თქვენს მიერ ციყვის მოკლა გიქადით მარტოობას და მტრულ გარემოცვას. თუ ციყვს მისდევს ძაღლი–გელით მეგობართან კამათი

ციცხვი - სიზმარში ციცხვის ნახვა მიგანიშნებთ, რომ თქვენ გიმართლებთ მეგობრების არჩევანში, ხოლო ბავშვები თქვენი ბედნიერების წყარო იქნებიან. თუ ციცხვი ძველი და ჭუჭყიანია, მაშინ სერიოზული დანაკარგი გექნებათ.

ციხე - თუ გესიზმრებათ ციხე ან პატიმრები, ცხადში ეცდებით მიაღწიოთ პრივილეგიებს იმ პირებთან, რომლებთანაც გაკავშირებთ ნდობით აღსავსე ურთიერთობები. თუ ციხე თქვენს სიზამრში გაკაშკაშებულია–რეალურ ცხოვრებაში თქვენი პრინციპულობა დაგეხმარებათ უსიამოვნების თავიდან აცილებაში.
თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული მოხვდა გისოსებს მიღმა, მაშინ ცხადში ექნება ყველა საფუძველი, რომ დაეჭვდეს მის პატიოსნებაში.
თუ გესიზმრებათ, რომ მოხვდით ციხეში, რეალურ ცხოვრებაში გარემოებათა უიღბლო დამთხვევა შეგიქმნით თქვენი კეთილდღეობის დამსხვრევის საშიშროებას.
თუ სიზმარში ბედნიერად დააღწევთ თავს დაპატიმრებას–მიიღებთ წინადადებას სარფიან ოპერაციაში მონაწილეობის მიღების თაობაზე. ყველა პროფესიის ადამიანისათვის ზედმიწევნით სასიკეთოა სიზმარი, რომელშიც ხედავს, რომ ვიღაც ათავისუფლებს პატიმრობიდან. თუ გესიზმრებათ ბრბო, რომელიც ცდილობს ციხის კარის გატეხვას, მაშინ ცხადში ვიღაცა მოტყუებით შეეცდება ფულის გამოძალვას.

ციხე–დარბაზი - თუ გესიზმრებათ, რომ ძველ ციხე დარბაზში იმყოფებით, ე.ი. გახდებით ისეთი ქონების მფლობელი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, იცხოვროთ ისე, როგორც მოგინდებათ, შეგეძლებათ ბევრი იმოგზაუროთ და გქონდეთ კონტაქტები სხვდასხვა ეროვნების ადამიანებთან.
თუ გესიზმრებათ ძველი ციხე, რომლის კედლებზე ყურძნებია შემოგრაგნილი, ცხოვრებაში, როგოც ჩანს, თქვენ ძალიან რომანტიკული ადამაინი ხართ. ამიტომ თქვენთან ქორწინების დროს უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ დაუშვან შეცდომა. ასეთი სიზმრის შემდეგ ბიზნესის განვითარება ფერხდება. თუ გესიზმრებათ, რომ მიატოვეთ სასახლე, ცხადში გელოდებათ დიდი იმედგაცრუება: შესაძლოა, რომელიმე ახლობლის სიკვდილი ან თქვენი სახლის გაქურდვა

ციხე–სიმაგრე - თუ თქვენ დაპატიმრებული ხართ ციხეში–თქვენი მტრები შეისრულებენ სურვილს და ჩაგაყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. სხვების ჩასმა ციხეში ნიშნავს, რომ თქვენ ბიზნესში იქნებით ხელმძღვანელი და ქალების გულთამპყრობელი

ციხის ზედამხედველი - ციხის ზედამხედველი–მუხანათობის სიმბოლოა; ამის გარდა ზოგჯერ ეს სიზამრი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს გარემოცვაში გამოჩნდება უღირსი ქალი, რომლის გატაცებით საკუთარ თავს ავნებთ

ცოდვების მიტევება - თუ ქალს სიზმარში ცოდვები მიეტევება–ჭორებში გაეხვევა და განსჯის საგანი გახდება საკუთარი ქცევების გამო.

ცოლი - თუ მამაკაცს დაესიზმრება თავისი ცოლი– ე.ი. განიცდის სულიერ დისკომფორტს დაუმთავრებელი საჭირო საქმისა და სახლის მოუწყობლობის გამო. თუ სიზმარში ცოლი უჩვეულოდ მოსიყვარულეა–ცხადში ის მიიღებს მნიშვნელოვან მოგებას რისკიანი სავაჭრო გარიგებიდან. თუ ქალს ესიზმრება, რომ ქმარი სცემს მათრახით, ე.ი. თავისი უხერხული და წინდაუხედავი საქციელით მალე დაარღვევს ჰარმონიას სახლში, თუ არ გააკეთებს შესაბამის დასკვნას სიზმრიდან.

ცოცხი - ახალი ცოცხი გპირდებათ გალაღებას და ცვლილებებს უკეთესობისაკენ. ძველი ან გაცვეთილი ცოცხი გაფრთხილებთ დანაკარგსა და იმედგაცრუებაზე. თუ ქალი სიზმარში კარგავს ცოცხს, მას შეხვდება უმაქნისი და ზარმაცი ქმარი

ცოცხლად დამარხვა - თუ დაგესიზმრათ, რომ ცოცხლად დაგმარხეს, არ შეშინდეთ. ამ სიზმრის არსი უკავშირდება სიკვდილს, უბრალოდ, ცხადში თქვენ უკვე ახლოს იყავით იმასთან, რომ ჩაგედინათ გამოუსწორებელი შეცდომა, და ეს სიზმარი გევლინებათ მხოლოდ გაფრთხილებად. თუ სიზმარში უვნებლად ამოდიხართ საფლავიდან, ცხადში დიდი ძალისხმევის შედგად, იპოვით ჭეშმარიტ გზას ბედნიერებისაკენ

ცრემლები - თუ სიზმარში ტირით, ბედმა შეიძლება უბედურება მოგიმზადოთ. თუ მტირალ ადამიანებს ნახავთ სიზმარში, თქვენი უბედურება გარშემომყოფთ გულგრილად არ დატოვებს

ცხავი, ცხრილი - სიზმარში ნანახი ცხავი თქვენი მხრიდან გულდასაწყვეტი საქციელის ჩადენას მოასწავებს. თუ ცხავი წმინდაა, გექნებათ შეცდომის გამოსწორების საშუალება. თუ ცხავის ნახვრეტები ძალზე მსხვილია–თქვენ იმასაც დაკარგავთ, რაც მოიპოვეთ.

ცხენი -სიზმარში თეთრი ცხენით ჯირითი ან მისი ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მეგობრული კავშირის სიმტკიცეს, ამხანაგებთან შეხვედრის სიხარულსა და ქალების ერთგულებას. თუ ხედავთ, რომ თქვენი ცხენი გამხდარი და ჭუჭყიანია, შესაძლოა, მატყუარა მეგობრებისაგან ან ქალისაგან გაყიდვა და შური. შავი ცხენი მიგანიშნებთ, რომ თქვენ დაკავებული იქნებით საქმიანობით, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ის ფუჭი და ამაოა. ქალისთვის ეს სიზმარი ქმრის მოღალატეობაზე მიანიშნებს.
მუქი ფერის ცხენი გალაღებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, დაუკმაყოფილებლობას ნიშნავს. შენი თავი ნახო ცხენზე მჯდომარე–ბედნიერება და სიხარულია. ქალისათვის ეს სიზამრი ნიშნავს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას. ცენით ან მის გვერდით სიარული–კომფორტი და სიმშვიდეა.
თუ თქვენ ზიხართ ცხენზე და მან გაგიტაცათ, ელოდეთ უსიამოვნებას მეგობრის ან დამქირავებლისგან. თუ ცხენი მირბის რემასთან ერთად–გაიგებთ მეგობრის ავადმყოფობას. ლამაზი ცხენის ნახვა–წარმატება, ჯანმრთელობა და კმაყოფილებაა. ფაშატების რემა ნიშნავს შეყვარებულთან სიახლოვესა და ერთგულებას.
თუ ცხენზე ამხედრებული გადადიხართ მდინარეზე, გელით წარმატება და სიამოვნება, მაგრამ სიხარულს ჩრდილი მიადგება, თუ წყალი მღვრიე და ჩქარია. სუფთა წყლის ნაკადის ცხენით გადაცურვა ბიზნესმენისათვის დიდ მოგებას ნიშნავს. დაჭრილი ცხენის ნახვა–მეგობრებთან უკმაყოფილებაა. მკვდარი ცხენიც ყოველგვარ უკმაყოფილებას ნიშნავს.
ჯირითი ცხენით, რომელიც ტლინკებს ჰყრის–სიძნელენია წარმატების გზაზე. თუ ის ტლინკებს თქვენ გირტყამთ, ელოდეთ ძლიერ კონკურენტს, რომლის გამოც თქვენი ბიზნესი იზარალებს. თუ ცხენი ზედ გაწვებათ, შეიძლება შეყვარებულმა ზურგი გაქციოთ ან მომავალი გაურკვეველი იყოს ცუდი ჯანმრთელობის გამო. ცხენის დაჭერა აღვირით–ბიზნესში უკეთესობისაკენ დიდ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სიზმარში ვერ მოახერხეთ მისი დაჭერა, მაშინ ბედი ზურგს გაქცევთ.
ცხენის ნახვა ვაშლებში–უდიდესი მოგებაა. ნალების ნახვა–აბსოლუტური წარმატებაა. ქალს ეს სიზმარი ჰპირდება კარგ, ერთგულ ქმარს. ნახვა, თუ როგორ იჭერთ ცხენს, ნიშნავს, რომ ცდილობთ რაღაც საეჭვო საკუთრების მიღებას. მოჯირითე ცხენის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ გაძღებით ცხოვრების სიტკბოებით, ფერმერისათვის კი ეს სიზამრი მოასწავებს სიმდიდრეს. მონაწილეობა დოღში–კარგი ცხოვრებაა.
ცხენის მოკვლა სიზმარში–თქვენი ეგოიზმით მეგობარს გულს ატკენთ. ცხენის ზურგზე აღწევა–თქვენი ძნელი ბრძოლის კეთილად დასასრულის ნიშანია. შეუკაზმავი ცხენით სიარული მამაკაცების კომპანიაში ნიშნავს, რომ დაგეხმარებიან პატიოსანი ადამიანები. თუ ქალთა კომპანიაში ხართ, ეს ლაპარაკობს, რომ თქვენი განცდის საგანი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია და თქვენი სიმდიდრე ქალზეა დამოკიდებული. ცხენის წმენდა სამურველით–საქმის ინტერესებს სიამოვნებაზე მაღლა დააყენებთ. ფაფარის ან კუდის ვარცხნა–გელით წარმატება, თუ გახდებით ფინანსისტი ან ფერმერი. ლიტერატორებს ეს სიზმარი ჰპირდება ნაწარმოებზე გულმოდგინე მუშაობას.
საერთოდ, ცხენის ნახვა–სიმდიდრის ზრდა და სიხარულია ცხოვრების ყველა სფეროში. ფორანში შებმული ცხენი ნიშნავს კეთილდღეობას, ვალდებულებების შემცირებას და დაბრკოლებების სიყვარულს. თუ ცხენით ადიხართ მაღალ მთაზე, ცხენი ვარდება, მაგრამ თქვენ მაინც აღწევთ მწვერვალს–ცხადში მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას, თუმცა ამისთვის მოგიწევთ მოშურნეებთან და მტრებთან შებრძოლება.
თუ გოგონა ზის შავ ცხენზე, ეს მიანიშნებს მოულოდნელ შემთხვევაზე, რომელიც დაეხმარება მას ყველა სურვილის შესრულებაში, თუმცა არა უცბად ყველასი. შავი ცხენი ნიშნავს საქმის გადავადებას. თუ ცდილობთ გატეხილი ნალის შეკეთებას, მაგრამ ის პატარა აღმოჩნდება–თქვენ დაგადანაშაულებენ თაღლითურ ოპერაციებში.
გორაკიდან დაშვება ნიშნავს, რომ საქმის ვითარება უეჭველად გაგაწბილებთ. თუ ახალგაზრდა გოგონა ხედავს, რომ უკან მიჰყვება ცხენზე ამხედრებული მეგობარი–იგი ისარგებლებს შეძლებული და გავლენიანი მამაკაცის ყურადღებით. თუ მხედარი ქალი შეშინებულია–სიზმარი მას უქადის ახლობელი ადამიანის ეჭვიანობასა და შიშს.
თუ გოგონა ხტება ცხენიდან, ის კი ამ დროს გადაიქცევა ღორად–ეს ლაპარაკობს მის მიერ ხელის მთხოვნელთა უაზრო უარყოფაზე. თუ გოგონა თეთრ ცხენს აჭენებს გორაკებიან ადგილზე და ხედავს, რომ ვიღაც შავცხენიანი ეწევა, ეს უქადის მას წარმატებებისა და წარუმატებლობების მონაცვლეობას, ასევე შიშს მისთვის საჭირო საქმის ბედზე.

ცხვარი - თუ სიზმარში ცხვარს კრეჭთ–მალე სარფიან წინადადებას მიიღებთ; ცხვრის ფარა წარმატების საწინდარია: ყელა პროფესიის ადამიანისათვის დგება ბედნიერი და შემოსავლიანი დრო. გამხდარი, მჭლე ხორცი თუ გესიზმრათ, თქვენი გეგმები, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდით, არ განხორციელდებიან. ცხვრის ხორცის ჭამა სიკეთის ნიშანია: არაკეთილმოსურნენი დასცინებენ თქვენს გრძნობებს.
თუ სიზმარში ხედავთ, როგორ კრეჭენ ცხვარს, ცხადში ბედი შემოგთავაზებთ ძალიან მომგებიან საწარმოს. თუ ფერმერი ხედავს ცხვარს–ელის გახარება, მაგრამ თუ ხედავთ გამხდარ და ავადმყოფ ცხოველებს, ის გეგმები, რომელთაგან დიდ მოგებას ელოდით, იმედს გაგიცრუებენ. ცხვრის ხორცის ჭამა–ბოროტი ადამიანები თქვენს გრძნობებს შებილწავენ.

ცხვირგრძელა (ზოოლ.) - ცხვირგრძელა უმეტესად მიანიშნებს დანაკარგზე ვაჭრობაში და არაგულწრფელობაზე სიყვარულში

ცხვირი - საკუთარი ცხვირის ნახვა მიგანიშნებთ, რომ უნდა გამოამჟღავნოთ სულის სიძლიერე და გააცნობიეროთ, რომ შეძლებთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. თუ გეჩვენებათ, რომ პატარა ცხვირი გაქვთ, დანაკარგი და წარუმატებლობა გელით საქმეებში.
თუ გესიზმრებათ, რომ ცხვირზე თმა ამოგივიდათ, მონაწილეობას მიიღებთ რომელიღაც პროექტში, რომელიც, თქვენი ენერგიისა და აქტიურობის წყალობით, წარმატებით განხორციელდება. ცხვირიდან სისხლდენა უბედურების მაუწყებელია

ცხვირის დაცემინება - თუ გესიზმრებათ, რომ აცემინებთ, მალე მოულოდნელი სიტუაციები გეგმების შეცვლას გაიძულებენ. თუ სხვა აცემინებს, ცხადში მოგიწევთ თქვენთვის არასასიამოვნო პიროვნებების ვიზიტის ატანა

ცხვირსახოცი - ცხვირსახოცი გპირდებათ სასიყვარულო ურთიერთობას და დაუგეგმავ გარემოებებს, რომელიც შეგხვდებათ ცხოვრების გზაზე. ცხვირსახოცის დაკარგვა–ჩანაფიქრი არ აგისრულდებათ, თუმცა არა თქვენი მიზეზით. ცხვირსახოცის დახევა მოასწავებს ჩხუბს საყვარელ ადამიანთან. ჭუჭყიანი ცხვირსახოცი გაფრთხილებაა–საჭიროა მეტი დაკვირვება უახლოეს გარემოცვაზე. სუფთა, დაკეცილი ცხვირსახოცი გამცნობთ, რომ მედგრად გაუძლებთ მკაცრ გამოცდას და სარგებელსაც მიიღებთ.
ფერადი ცხვირსახოცი რისკიანი საქმეების სიმბოლოა; აბრეშუმის ცხვირსახოცი ჰარმონია ხალხთან ურთიერთობაში, რომელსაც თქვენივე კათილგანწყობითა და გულახდილობით მიაღწევთ; თუ ცხვირსახოცს უქნევთ ვინმეს–მხიარული, მაგრამ რისკიანი მოგზაურობა გელით, რომლისთვისაც საზოგადოებამ შეიძლება განგსაჯოთ.

ცხიმი - სიზმარში შენი თავი ნახო ცხიმით გაპოხილი, განსაკუთრებით საჭირო ნიშანია მათთვის, ვინც სამოგზაუროდ აპირებს წასვლას. თქვენ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ იმოგზაურებთ არც თუ სასიამოვნო, მაგრამ კარგად განათლებულ თანამგზავრებთან ერთად.

ცხობა - თუ ქალს ესიზმრება გავარვარებული ღუმელი, ეს ნიშნავს, რომ იგი ახლობლებს ძლიერ უყვართ, ხოლო მეგობრები პატივს სცემენ მომხიბვლელობისა და მიმზიდველობის გამო. სიზმარში რაიმეს გამოცხობა–მცირეოდენ იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ღუმელი გაფუჭდა და შეკეთებას საჭიროებს–შვილები ნერვიულობის საბაბს მოგცემენ.
სიზმარი, სადაც ღუმელი ცხელდება, წარმატების მაუწყებელია, ხოლო გაციებული ღუმელი მიგვანიშნებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში შეცდომებს დაუშვებთ. თუ სიზმარში ღუმელზე რაიმე დაწვით, ცხადში ელოდეთ კონკურენტებისაგან უსიამოვნო სიურპრიზებს.

ცხრატყავა (ბოტ.) - სიზმარში ცხრატყავას ნახვა ან მისი ნაყოფის მოკრეფა მომასწავებელია გალაღებისა და ბედნიერი დაოჯახებისა.


ძალა - თუ თქვენ წინაშე სიზმარში ვინმემ ძალა გამოიყენა, თქვენ ცხადში რაღაც სიტუაციაში დამარცხდებით. თუ სიზმარში თქვენ გამოიყენებთ ძალას, ცხადში არაკეთილსინდისიერებისა და სიუხეშის გამო შეიძლება ახლობლების კათილგანწყობა დაკარგოთ

ძალადობა - თუ სიზმარში ნახავთ, რომ ერთ–ერთი თქვენი ნაცნობი წააწყდა ძალადობას–თავს დაგატყდებათ მწუხარება, რომელიც თავზარს დასცემს თქვენს მეგობრებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი–ცხოვრებაში შეემთხვევა უბედურება, რომელიც შებღალავს მის პატიოსნებას და მიიყვანს საყვარელ ადამიანთან დაცილებამდე

ძაფი- სიზმარში ძაფის დასიზმრება ნიშნავს, რომ სიძნელეები, რომლებიც ბედმა მოგიმზადათ, ჯერ შორსაა. თუ ძაფი გაწყდა, მეგობართაგან ღალატი გელით

ძაფის ბაბინა - ძაფის ბაბინა სიზმარში ცხადში რთულ საქმეებზე მიუთითებს, მაგრამ თუ მათ გაუმკლავდებით, შესანიშნავი პერსპექტივები გელით. თუ ბაბინა ცარიელია, იმედგაცრუება გარდაუვალია.

ძაღლი - სიზმარში ავი ძაღლი ბოროტებას ნიშნავს, ალერსიანი კი წარმატებისა და ერთგული მეგობრების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ჯიშიანი ძაღლი გყავთ, შეიძლება დიდი ქონება მიიღოთ. როცა სიზმარში ძაღლებით გეძებენ, ეს გაფრთხილებთ: ნუ აყვებით სახიფათო ცდუნებას. თუ სიზმარში ძაღლებმა დაგკბინეს, მეგობრებთან და პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები გექნებათ.
გამხდარი და ჭუჭყიანი ძაღლი ავადმყოფობას მოასწავებს. ძაღლის ყეფა უსიამოვნო ამბების გაგებაა. მონადირე ძაღლი სიზმარში საქმეების სასიკეთოდ შემოტრიალების ნიშანია. დეკორატიული ჯიშის ლამაზი ძაღლი გოგონას თავქარიან თაყვანისმცემელს უქადის. თუ სიზმარში დიდი ძაღლი გაშინებთ, ცხადში შეეცდებით თქვენი გარემოცვიდან გამოხვიდეთ და თავი აარიდოთ უსიამოვნებებს, თუმცა ქალს ასეთი სიზმარი კარგ მეუღლეს ჰპირდება.
თქვენს ზურგს უკან ძაღლის ყეფა ინტრიგების ნიშანია. ძაღლისა და კატის ჩხუბი სიყვარულში წარუმატებლობას მოასწავებს; მაგრამ თუ სიზმარში მათ წყალი გადაასხით, ეს სასიკეთო ნიშანია. თეთრი ძაღლი, რომელიც კუდს აქიცინებს, გრანდიოზულ წარმატებას მოასწავებს, განსაკუთრებით კი სიყვარულში. მრავალთავიანი ძაღლი ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ბევრ საქმეებს ხართ მოდებული.
თუ სიზმარში ცოფიანი ძაღლი მოგდევთ და თქვენ მას გააგდებთ, ისეთი ბრძოლა მოგიწევთ, რომლის ბოლოც კეთილია. თუ დაგესიზმრათ, რომ სეირნობთ ჯიშიან ძაღლთან ერთად და იგი გველს კლავს, ცხადში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ძახილი - თუ სიზმარში გესმით უცნობი ხმით წარმოთქმული თქვენი სახელი, ე.ი. თქვენი საქმე სარისკო მდგომარეობაშია, მაგრამ უცნობი ადამიანები დაგეხმარებიან და შეძლებთ თქვენი ვალდებულებების შესრულებას. მეგობრის ან ნათესავის ხმის გაგონება–რომელიმე მათგანის ავადმყოფობა ან, შესაძლოა, სიკვდილიც კია. შეყვარებულმა თავისი შეყვარებულის ხმის გაგონება უნდა შეაფასოს როგორც გაფრთხილება: თუ ისინი არასაკმარისად ყურადღებიანნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ემუქრებათ დაცილება ნიშნობის გამო.
მკვდრის ხმის გაგონება შეიძლება იყოს გაფრთხილება: თქვენ სერიოზული ავადმყოფობის ან ბიზნესის სფეროში დიდი მღელვარების წინაშე იმყოფებით. ძახილი–ეს ექოა წარსულიდან მომავალში გადაფრენილი და ის წარმოადგენს თქვენი წინაპრის ხმის ანარეკლს, რომელიც ცხოვრობს თქვენში.–სულიერი მატერიის განსაზღვრული ნაწილი გადაეცემა თაობიდან თაობას.

ძეხვი - თუ სიზმარში ამზადებთ ძეხვს–მრავალი თქვენი წამოწყება წარმატებას მოგიტანთ. ძეხვის ჭამა წინასწარმეტყველებაა, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენ მალე გექნებათ მოკრძალებული, მაგრამ სასიამოვნო სახლი

ძვირფასეულობა - ძვირფასეულობა სიზმარში გიქადით კმაყოფილებასა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში ვიღაცაზე ნახეთ ძვირფასეულობა, მაშინ თქვენ ან თქვენი ახლობელი საყოველთაოდ ცნობილი გახდებით.
ძვირფასეულობით მორთული ტანსაცმელი მნახველს უწინასწარმეტყველებს იშვიათ წარმატებას. ძვირფასეულობის მემკვიდრეობით მიღება ან წარმატებული სავაჭრო გარიგება გპირდებათ აღმასვლას; თქვენი კეთილდღეობა საოცრად ამაღლდება, მაგრამ ეს არ დაგაკმაყოფილებთ. თუ ნახეთ, რომ ვიღაცას ჩუქნით ძვირფასეულობას, ე.ი. თქვენს ახლანდელ მდგომარეობას რაღაც ემუქრება.
თუ გოგონა სიზმარში ღებულობს ძვირფასეულობას, ეს ჰპირდება ურიცხვ კმაყოფილებას და სასურველ გათხოვებას. თუ მან ნახა, რომ დაკარგა ძვირფასეულობა, ის განწირულია იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც თავიანთი პირფერობით შეძლებენ მის დეზორიენტაციას.
თუ თქვენ პოულობთ ძვირფასეულობას, ასეთი სიზმარი მოასწავებს სწრაფ და ბრწყინვალე წარმატებას თქვენთვის განსაკუთრებით საჭირო საქმეში. ძვირფასეულობის გაცემა–დანაკარგია; მისი შესყიდვა–განსაკუთრებით სასურველ საქმეში დდი წარმატების იმედი.

ძვლები - საკუთარი თავის ნახვა ამოშვერილი ძვლებით–მაუწყებელია გამყიდველობისა. მკერდის ძვლების დასიზმრება მოასწავებს შიმშილსა და სიღარიბეს

ძირთეთრა (ბოტ.) - თუ სიზმარში ძირთეთრა ნახეთ ან შეჭამეთ, მოგელით წარმატებული სავაჭრო ოპერაციები; შეყვარებულთათვის ძირთეთრა დაშორების მომასწავებელია

ძირმაგარა, მუწუკი - ძირმაგარა, მუწუკი ან ფურუნკულები გაფრთხილებენ სერიოზულ უსიამოვნებებზე–შესაძლოა, თქვენი ცხოვრება დაძაბოს არაკეთილმოსურნეთა უნდობელმა ქმედებებმა. ჩირქგოვები შუბლზე მეტყველებენ ახლობელთაგან ვინმეს ავადმყოფობაზე

ძიძა - თუ ქალს ესიზმრა, რომ საკუთარ ბავშვს უვლის, სასიამოვნოს უნდა ელოდოს. თუ ბავშვი სხვისია–ქალი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში და დაფასდება. თუ კაცი ნახავს საკუთარ ცოლს ძიძად–სიზმარი ჰპირდება ყველა დასაწყისის წარმატებას.
თუ გესიზმრათ, რომ შინ ძიძა დაპატიჟეთ, იგი მიუთითებს ახლობელთაგან ვიღაცის ავადმყოფობაზე ან ვიღაცასთან წარუმატებელ ვიზიტზე; თუ ძიძა ტოვებს თქვენს სახლს, ეს კარგის ნიშანია: ჯანმრთელობა და წარმატება გეწვევათ. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი ძიძაა–დაფასდება გარშემომყოფთა შორის. თუ მას ესიზმრა, რომ იგი ნამშობიარებია და მოვლა სჭირდება, რეალურ ცხოვრებაში მოტყუებული დარჩება. ზოგჯერ ეს სიზმარი დაქვრივებას ან სიდუხჭირეს მოასწავებს

ძმარი - თუ სიზმარში ძმარს სვამთ, ცხადში, დაემორჩილეთ რა რჩევა–დარიგებებს, მიიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომლისგან კარგი არაფერი გელით

ძმები - სიზმარში თქვენი ძმები ნახოთ ჯანმრთელები და ძლიერები–კარგი ნიშანია: გექნებათ მათი ან თქვენი ბედით რეალური გახარების მიზეზი; მაგრამ თუ ისინი ღარიბი ან მწუხარენი არიან და ითხოვენ დახმარებას–ე.ი. მალე მიიღებთ ცნობას ერთ–ერთის დაღუპვის შესახებ ან გელით რაიმე დიდი დანაკარგი თქვენ ან მათ

ძროხა - მოწველის მომლოდინე ძროხის ნახვა გპირდებათ მრავალი სურვილისა და იმედის განხორციელებას

ძროხის ბაგა, სადგომი - თუ თქვენ ბაგა დაგესიზმრათ, რომელიღაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული იმედები გაგიცრუვდებათ.

ძროხის ხორცი - სიზმარში სისხლიანი ხორცის ნახვა მძიმე ავადმყოფობის, დავარდნის, ჭრილობის ან სხვა ტრავმების მიმანიშნებელია; იყავით ფრთხილად. მოხარშული ხორცის ნახვა ან ჭამა ტკივილისა და ტანჯვის მაუწყებელია. სუფრაზე მიტანილი კარგად მომზადებული ხორციანი საჭმლის ნახვა, განსაკუთრებით კარგ კომპანიაში, ნიშნავს ახლობელთან და ნათესავებთან თანხმობას. ყველა სხვა შემთხვევაში ეს სიზმარი მიგანიშნებთ შესაძლო უსიამოვნებაზე


წაბლი - წაბლის მოგროვება ნიშნავს, რომ შეხვდებით თქვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრს ან მიაღწევთ მოგებას ბიზნესში. სიზმარში წაბლის ჭამა ნიშნავს მწუხარებას, რომელიც მალე შეიცვლება სიხარულით. თუ გოგონა სიზმარში ჭამს წაბლს ან მკითხაობს მასზე, ეს უქადის მდიდარ კაცთან ურთიერთობას ან განსაკუთრებულ კეთილდღეობას

წაბორძიკება - თუ სიზამრში რაიმეს ფეხი წამოკარით და წაიქეცით, ე.ი. ცხადში ძალზე ქარაფშუტულად და უდარდელად ცხოვრობთ, რის გამოც, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მიზანი განუხორციელებელი დაგრჩეთ. თუ ვიღაც სხვა წაბორძიკდა და წაიქცა–ისარგებლებთ სხვისი შეცდომებით.

წავი - ანკარა წყალში წავის დანახვა ნიშნავს ბედნიერებასა და წარმატებას. ნაადრევი ქორწინებისას თქვენ მოგელით იდეალური ბედნიერება. გათხოვილი ქალისათვის ასეთი სიზმარი მიმანიშნებელია მეუღლის არაჩვეულებრიწელი თუ სიზმარში თქვენი წელი გეჩვენებათ მომრგვალებული, ცხადში იღბალი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება. თუ თქვენი წელი არაბუნებრივად ვიწროა, თქვენ დაუმსახურებელი წარმატება გელით და ამასთან დაკავშირებით დაგადანაშაულებენვ მზრუნველობაზე

წამალი - თუ სიზმარში სვამთ კარგი გემოს წამალს–სიძნელეებს დაძლევთ და თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით; მაგრამ თუ წამალი მწარეა, გელით ხანგრძლივი ავადმყოფობა, ღრმა მწუხარება ან დანაკარგი. თუ წამალს აძლევთ სხვას, ე.ი. ცხოვრებაში ზიანს მიაყენებთ მას, ვისაც თქვენი სჯეროდა

წარბები - სიზმარში ვიღაცის წარბების ნახვა გაფრთხილებთ ავისმომასწავებელ დაბრკოლებაზე

წარუმატებლობა - თუ სიზმარში ითმენთ წარუმატებლობას, რეალურ ცხოვრებაში დიამეტრულად საწინააღმდეგოდ ასრულდება. შეყვარებული, რომელსაც ესიზმრება, რომ უარყვეს, სულიერად უნდა გაძლიერდეს და მოინადირებს თავისი რჩეულის გულს.
თუ თქვენ შეგაშინეს ან შეურაცხგყვეს–ცხადშიც იმავე მდგომარეობას ასახავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა, რომ ცხოვრება ვერ აეწყო–ის ასამარებს საკუთარ ნიჭს: მან უფრო ენერგიულად უნდა იმოქმედოს. თუ მეწარმე ხედავს სიზმარში უბედურებას, მას მეტი ძალისხმევა დასჭირდება

წარწერა - თუ სიზმარში ნახეთ წარწერა, ცუდ ამბავს მოასწავებს. თუ გესიზმრებათ, რომ კითხულობთ წარწერას საფლავებზე, ახლობელთაგან ვიღაც ავად გახდება, რაც გულს დაგწყვეტთ. სიზმარი, რომელშიც თქვენ აკეთებთ რაღაც წარწერას, კარგი მეგობრის დაკარგვას გიქადით.

წერა (რაიმეს დაწერა) - თუ დაგესიზმრათ, რომ რაიმეს წერთ, ცხადში დაღუპვის ტოლფას შეცდომას დაუშვებთ. თუ ხედავთ, როგორ წერენ სხვები–ე.ი. თქვენი უზრუბველყოფა სხვების გაღიზიანებას იწვევს: შეიძლება სასამართლო პროცესითაც დაგემუქრონ. უცნაური წარწერის გარჩევის მცდელობა სიზმარში ნიშნავს, რომ გამარჯვებას მხოლოდ საქმის არსებული სახით დატოვების შემთხვევაში მიაღწევთ

წერილი - შეკვეთლი წერილი ნიშნავს, რომ რაღაც ფინანსური პრობლემა ძველ მეგობრობას ჩაგიშლით. გოგონასთვის ეს იმის მაუწყებელია, რომ მას შესთავაზებენ მისი მორალისთვის შეუფერებელ ფინანსურ უზრუნველყოფას. შეყვარებულს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ რჩეული მას ღალატობს.
ანონიმური წერილი შეურაცხყოფაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში თავად წერთ ანონიმურ წერილს, ეს თქვენი მეტოქისადმი ეჭვიანობაზე მიანიშნებს, რომელიც თქვენ თავზე უკეთესად მიგაჩნიათ. უსიამოვნო ამბავი წერილში–ავადმყოფობას მოასწავებს. კარგი ამბავი–პირიქით, ბევრ სასიამოვნო მოვლენებს.
მწვანე ან სხვა ფერის ქაღალდზე დაწერილი წერილი წარუმატებლობას და სიყვარულში გაცრუებას ნიშნავს. ლურჯი მელანი–სტაბილურობისა და მყარი გრძნობების ნიშანია, წითელი–ეჭვიანობა და განშორებაა. თუ გოგონა სიზმარში შეყვარებულს უმალავს წერილს–მას მეტოქე გამოუჩნდება.
თუ სიზმარში ვინმემ წერილი წაგართვათ, ცხადში შეეცდებიან ჩირქი მოგცხონ. თუ წერილს ვერ კითხულობთ, თქვენი რეპუტაცია შეილახება. თუ ცდილობთ ვინმესთვის წერილის წართმევას, მაშინ ცხოვრებაში ცუდი ამბები შეგემთხვევათ.
შავ, სამგლოვიარო ჩარჩოში ჩასმული წერილი ავადმყოფობას ან ახლობლის გარდაცვალებას ნიშნავს; თეთრი ასოები შავ ფონზე–მოწყენილობა დაგეუფლებათ და მას მეგობრები გაგიქარწყლებენ; თუ სიზმარში ცოლი ან ქმარი გაძლევთ წერილს–განქორწინება გელით. შეყვარებულებს ეს სიზმარი ჩხუბს უქადის.
თუ სიზმარში წერთ წერილს, ე.ი. ვიღაცას გაკიცხავთ და შემდეგ ინანებთ. გახეული წერილი შეცდომების დაშვებას ნიშნავს. წერილის ხელში დაჭერა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ უსამართლოდ მოექცევით ახლობლებს. თუ ხშირად გესიზმრებათ, რომ წერილს ღებულობთ მეგობრისაგან, ცხადშიც ასე მოხდება.

წეროები - სიზმარში ჩრდილოეთისაკენ მფრინავი წეროების წყების ნახვა–ბიზნესში ცუდი პერსპექტივის ნიშანია, ქალებისათვის–იმედგაცრუებისა; მაგრამ თუ ისინი სამხეთისაკენ მიფრინავენ, ნიშანია ძველ მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრისა: შეყვარებულებს ასეთი სიზმარი ჰპირდება ერთმანეთის ერთგულებას. წერობი თუ მიწაზე ეშვებიან–არაორდინალური მოვლენების მომასწავებელია

წველა - წველის დასიზმრება, როდესაც ჯიქანიდან ღვარად მოედინება რძე და ძროხა კი მოუსვენრადაა, ნიშნავს მრავალ დაბრკოლებას თქვენს გზაზე, თუმცა ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ სიტუაციის გაკონტროლებას და თქვენი საქმეები წარმატებით გადაწყდება.

წვერი - წვერის დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენ დაგიპირისპირდებათ თქვენთვის უცხო სულისკვეთების ადამიანი, შესაძლოა, მოგიხდეთ სასტიკი ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომლის დროსაც გარდაუვალია მატერიალური დანაკარგი. ჭაღარა წვერი გიქადით წრუმატებლობასა და გაყრას.
თუ სიზმარში ვიღაცა გექაჩებათ წვერზე, ცხადში წააწყდებით საშიშროებას თუ თქვენებურად არ მოიქცევით. დავარცხნა და საკუთარი წვერით ტკბობა მიუთითებს, რომ თქვენი კავშირები და პატივმოყვარეობა გაიზრდება შემოსავალთან ერთად, მაგრამ თქვენ გარისკავთ თქვენი ძველი კომპანიონების დაკარგვას.
სიზმარში წვეროსანი ქალის ნახვა ნიშნავს უსიამოვნო შეხვედრას ან ავადმყოფობას. თუ ქალი სიზმარში ეალერსება წვერს, ის დაარღვევს დაუქორწინებლობის აღთქმას. სამწუხაროდ, მოსალოდნელი ქორწინება ბედნიერი არ იქნება.

წვეულება - სიზმარში წვეულებაზე უცნობ ადამიანებთან ერთად თუ იმყოფებით, რომლებიც თავს გესხმიან გაძარცვის მიზნით, ე.ი. გყავთ მტრები, რომლებიც გაერთიანდებიან თქვენ წინააღმდეგ. თუ თქვენ არ შეშინდებით–ცხადში გადალახავთ ნებისმიერ უსიამოვნებას საქმეშიც და სიყვარულშიც.
სიზმარში თუ იმყოფები მხიარულ მეგობრულ წვეულებაზე–კარგი ნიშანია: მალე დარწმუნდებით, რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ არის, თუ წვეულებაზე ვინმემ არ დაარღვია თქვენი განწყობა.

წვნიანი - თუ სიზმარში წვნიანს მიირთმევთ, ეს სიმშვიდეს მოასწავებს. თუ სიზმარში ნახეთ, რომ წვნიანს სხვა ადამიანები მიირთმევენ.თქვენ წარმატებული ქორწინება გელით. თუ წვნიანი სწრაფად მოამზადეთ, ცხადში თავად შეძლებთ საკუთარი ბედის განკარგვას.

წიგნები - წიგნების თვალიერება ან კითხვა ნიშნავს, რომ გექნებათ ღირსება, პატივისცემა და სიმდიდრე. ავტორი თუ ნახავს, რომ მისი წიგნი იბეჭდება, ეს მიანიშნებს, რომ მისი წიგნის გამოსვლამდე ის მრავალ უსიამოვნებას შეხვდება.
თუ სიზამარში ხედავთ, რომ დიდ ენერგიას ხარჯავთ, რათა ჩაწვდეთ რომელიღაც ავტორის ტექსტის არსს–მაუწყბელია დაფასებისა და დაჯილდოებისა, რომელიც შედეგი იქნება თქვენი ხანგრძლივი შრომისა. სიზმარში თუ ნახულობთ ბავშვებს, რომლებიც კითხულობენ, ლაპარაკობს ჰარმონიასა და ახალგაზრდების კარგ საქციელზე. ძველი წიგნები მიგანიშნებენ რომ უნდა უფრთხილდეთ ყოველგვარი სახის ბოროტებას.

წიგნის კარადა - წიგნის კარადის ნახვა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ, სამეცნიერო მოღვაწეობა შეუთავსოთ სხვა საქმესა და გატაცებას.

წიგნის მაღაზია - წიგნის მაღაზიაში შეხვლა–ე.ი. თქვენ მოინდომებთ ლიტერატურულ მოღვაწეობას, რომელიც ხელს შეუშლის თქვენს სხვა საქმიანობას.

წითელა (მედ.) - თუ გესიზმრებათ, რომ წითელა გაქვთ–გეწვევათ მწუხარება და აფორიაქება, რომელიც გამოწვეული იქნება სავაჭრო საქმეში პრობლემებით. თუ წითელათი ავადმყოფობს ვინმე–თქვენ შეგაწუხებთ სხვა ადამიანების მდგომარეობა

წინააღმდეგობა - სხვადასხვა წინააღმდეგობები თქვენს გზაზე–დროებითი გაჭირვების ნიშანია: ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა ან მტრების ხრიკები; მაგრამ თუ თქვენ ისინი გადალახეთ, ელოდეთ სიტუაციის გამოსწორებას. შეყვარებულებს ეს სიზმარი სულიერ ჰარმონიას ჰპირდება

წინადადება - თუ თქვენ ვინმეს წინადადება მიიღეთ, ან თავად გაუკეთეთ ვინმეს წინადადება, ეს სიზმარი გაფრთხილებთ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით.

წინასწარმეტყველება - თუ გესიზმრებათ, რომ წინასწარმეტყველის უნარით ხართ დაჯილდოებული, ცხადში სამუშაოს შეცვლა მოგიხდებათ, მაგრამ იქ ძალზე არასაიმედო პარტნიორები გეყოლებათ. თუ სიზმარში ნათელმხილველთან მიდიხართ, ეს კომერციულ საქმიანობასა და ქორწინებაში წარუმატებლობას მოასწავებს.

წინდები - სიზმარში წინდების ნახვა იმის ნიშანია, რომ ცხადში მოგიწევთ არასერიოზულ ხალხთან ურთიერთობა. თუ გოგონას სიზმარში წინდები დაეხა, ფრთხილად უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილოს ზედმეტად თავისუფალი ქცევის ბრალდებები. თუ სიზმარში იგი მოდურ წინდებს იცმევს, ეს მამაკაცების მიმართ მისი გადამეტებული ინტერესის ნიშანია. თეთრი წინდები მწარე დანაკარგისა და ავადმყოფობის მაუწყებელია

წინსაფარი - ქალის წინსაფარი სიზმარში–ბედის მოულოდნელი შემობრუნების მაუწყებელია.

წისქვილი, მეწისქვილე - წისქვილის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი საქმეები გაუმჯობესდებიან. ქალს თუ ესიზმრება, რომ უშედეგოდ ცდილობს წისქვილის ამუშავებას, მზად უნდა იყოს იმედგაცრუებისათვცის: შესაძლოა მის რჩეულს არც ისე კარგად წაუვიდეს საქმე, როგორც იმედოვნებდა. მომუშავე წისქვილი გპირდებათ წარმატებას მაშინ, როცა დანგრეული, პირიქით–გიქადით მძიმე განსაცდელს, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაგატყდეთ თავზე, თუ არ გაითვალისწინებთ ამ წინასწარმეტყველებას.

წისქვილის კაშხალი - წისქვილის ღარზე დაცემული სუფთა წყლის კაშხალი მიგითითებთ, რომ ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც თქვენ აპირებთ საქმიან ან საზოგადოებრივ სფეროში, წარმატებული იქნება. თუ წყალი მღვრიეა–გელით დანაკარგი და მარცხი იქ, საიდანაც შემოსვლისა და კმაყოფილების მიღებას ელოდით. თუ მოულოდნელად წისქვილის ღარი მშრალი აღმოჩნდა–წარმატება ზურგს გაქცევთ.

წიწაკა - თუ სიზმარში ენა წიწაკით დაგეწვათ, მეგობრები ჭორაობის გამო გაგკიცხავენ. წითელი წიწაკა ბოსტანში მოასწავებს თქვენს გათხოვებას საიმედო და მომჭირნე პიროვნებაზე. ასხმული წითელი წიწაკა მიგანიშნებთ იმაზე, რომ თქვენი უფლებების დაცვა მოგიწევთ.
თუ თქვენ შავ წიწაკას ფქვავთ, მზაკვრული ხრიკების მსხვერპლი გახდებით. შავი წიწაკის დაბნევა–ჩხუბისა და ურთიერთშელაპარაკების მომასწავებელია. თუ გოგონა საჭმელს ბევრ წიწაკას აყრის–მეგობრები მოატყუებენ.

წიწილები - წიწილების გამოყვანა სიზმარში ახლო მომავალში სერიოზულ უსიამოვნებებსა და სადარდებელს მოასწავებს. ახალგამოჩეკილი წიწილები ახალი საქმის წამოწყებაა, რომელიც თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერს. თუ სიზმარში წიწილებს ეძახით საქათმეში შესარეკად–თქვენ მიმართ ვიღაცას ცუდი ზრახვები ამოძრავებს. თუ თქვენ წიწილას მიირთმევთ, ცხადში თქვენი ეგოიზმისაგან სერიოზულად დაზარალდებით და თქვენი მდგომარეობა გაუარესდება.

წრე, რგოლი - თუ სიზმარში ხედავთ წრეს, ე.ი. თქვენი იმედი დიდ მოგებაზე მცდარი იყო. თუ რგოლი ესიზმრება ქალს, განსაკუთრებული წინდახედულება უნდა გამოიჩინოს, რადგან ნებისმიერმა გაუფრთხილებლობამ შეიძლება ჩააყენოს გამოუვალ მდგომარეობაში, თუმცა, ეს არ ეხება მის ქორწინებას.

წურბელები - წურბელების დასიზმრება–ვიღაცას უნდა ცხოვრება გაგიმწაროთ; თუ წურბელებს სამედიცინო დანიშნულებით იყენებთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს; თუ წურბელებს სხვას ასვამთ, თქვენ მეგობრებთან უსიამოვნებები გექნებათ; თუ წურბელები სისხლს გწოვენ, ეს უსიამოვნებებს მოასწავებს და უნდა გაფრთხილდეთ

წუხილი - ასეთი სიზმარი ზოგჯერ კარგი ნიშანია–მაუწყებელია წარმატებისა და მძიმე მდგომარეობის შემდეგ ძალების აღდგენისა; მაგრამ თუ მძინარე შფოთავს რაღაც ძალზე საჭიროზე, ეს მოასწავებს ცუდ პროგნოზს მისთვის, როგორც სამსახურში, ისე საზოგადოებაში

წყალდიდობა - თუ სიზმარში ქალაქს ან სოფელს თავს დაატყდა მღვრიე წყალდიდობა, თქვენს ცხოვრებაში მოხდება რაღაც კატასტროფული და შედეგები იქნება საშინელი. თუ გესიზმრებათ წყალდიდობისას გატაცებული ხალხი, მოგელით მძიმე დანაკლისი და დიდი უიმედობა.
სუფთა წყლით დატბორილი ველები მოასწავებენ სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბედთან შერკინება წაგებული გგონიათ. თუ გადმოსულმა მდინარემ თქვენ გაგიტაცათ, ეს მოასწავებს ავადმყოფობას ან დროებით გაუგებრობას საქმიან საკითხებში.

წყალი - სუფთა წყლის ნახვა კარგი ნიშანია–გელით კეთილდღეობა და მცირე სიხარული. თუ წყალი მღვრიეა, ხიფათში იმყოფებით და თქვენს სიხარულს შეცვლის ნაღველი.
თუ ხედავთ, რომ თქვენი სახლი წყლით ივსება, მოგიწევთ ბრძოლა ბოროტებასთან და სანამ წყალი არ გაჩერდება, ხიფათისაგან თავს ვერ დააღწევთ.
თუ მიდიხართ ნესტიან მიწაზე და გრძნობთ, რომ ფეხები დაგისველდათ, ე.ი. სიღარიბე და ავადმყოფობა გაიძულებენ, ეძებოთ ცხოვრებისეული სიძნელეებისაგან თავის დაღწევის გზა და მიიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. ასევე შეიძლება აიხსნას სიზმარი, როდესაც მღვრიე წყლით ივსება ხომალდი.
მღვრიე წყალში ჩავარდნა მიგანიშნებთ, რომ თქვენ ჩაიდენთ მრავალ შეცდომას, რომლის გამოც ინერვიულებთ. მღვრიე წყლის დალევა–ავადმყოფობაა, მაგრამ სუფთა და ახალი წყალი ყველაზე გაბედული ოცნებების კეთილი დასასრულია. სიზმარში საწყლოსნო სპორტით დაკავება ახალი სიყვარულისა და ვნების გაღვიძებას მოასწავებს. თუ თავზე გესხმევათ სუფთა წყალი, ნიშნავს მოულოდნელ და მძაფრ განცდას, რომელიც ორმხრივი იქნება.

წყენა - წყენის განცდა სიზმარში ნიშნავს, რომ სულის სიღრმეში საკუთარი თავით, თქვენი ქცევებითა და დაუფიქრებელი გამოხტომებით უკმაყოფილო ხართ; თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცა გააბრაზეთ, ეს ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მოგიწევთ მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა.
თუ ქალი სიზმარში ბრაზობს ან აბრაზებს ვინმეს, ცხადში ის გააკეთებს აჩქარებულ დასკვნებს, რასაც ინანებს. ზოგჯერ წყენა უსიამოვნო ამბავს მოასწავებს

წყვდიადი - თუ სიზმარში უცებ წყვდიადში აღმოჩნდით, ყველა თქვენი წამოწყება წარუმატებელი იქნება; მაგრამ სიზმრის დამთავრებამდე თუ მზე ისევ გამოჩნდება–გადალახავთ სიძნელეებს. სიზმარი, რომელშიც სიბნელეში დაკარგეთ მეგობარი ან ბავშვი, გაფრთხილებთ უსამართლო რისხვის შესაძლო თავს დატეხვაზე. ასეთი სიზმრის შემდეგ ეცადეთ მკაცრად აკონტროლოთ საკუთარი თავი

წყვილი - სიზმარში ნებისმიერ საგანთა წყვილის ნახვა–ადამიანების თუ ცხოველების–თქვენს კეთილდღეობასა და იმ სასიკეთო ცვლილებებზე მიუთითებს, რომლებსაც არც კი მოელოდით. სიბნელეში ნანახი შეყვარებული წყვილი–კარგი ამბის მომასწავებელია.

წყლის ნაკადი, ჩქერი - თუ სიზმარში სწრაფი წყლის ნაკადში მიექანებით, ცხადში სერიოზული დანაკარგი გელოდებათ.

წყლის შროშანი - წყლის შროშანით ან მისი ზრდით ტკბობა მრავალი მოვლენის მიმანიშნებელია: მწუხარება და დანაკარგით გამოწვეული ნაღველი მალე შეიცვლება ბედნიერებითა და მშვიდი კეთილდღეობის გრძნობით.

წყლული - წყლული სხეულზე ავადმყოფობას და მეგობრების ბოროტ საქციელს მოასწავებს. ხნიერი ადამიანებისათვის ეს სიზმარი ავადმყოფობასა და მარტოობას ნიშნავს. წყლულების ნაჭდევები სხეულზე მომავალ წარმატებას მოასწავებს თეატრალურ ან პოლიტიკურ ასპარეზზე.

წყურვილი - თუ სიზმარში გწყურიათ, ე.ი. ცხოვრებაში მიელტვით რაღაც მიუწვდომელს, მაგრამ თუ წყურვილს მოიკლავთ გემრიელი სასმელით, თქვენი სურვილი განხორციელდება. თუ თქვენ ხედავთ სხვა მწყურვალ ადამიანებს, რომლებიც სვამენ, ე.ი. ისიამოვნებთ გავლენიანი ადამიანების განწყობით


ჭა, წყარო - თუ სიზმარში მუშაობთ ჭის წესრიგში მოსაყვანად, ე.ი. ცხადში ვერ უმკლავდებით თქვენ ირგვლივ წარმოქმნილ არახელსაყრელ ვითარებას და ექცევით სხვების ინტერესების გავლენის ქვეშ. თუ სიზმარში ჩავარდით ჭაში, ეს გაფრთხილებთ: არ ჩავარდეთ დეპრესიაში. თუ ჭა ჩაინგრა, ეს ნიშნავს, რომ მტრები თქვენს ჩანაფიქრებს მთლიანად გააბათილებენ.
ცარიელი ჭა, ნიშნავს, რომ თქვენ გაგქურდავენ, თუ თქვენს საიდუმლოს გაანდობთ უცხო ადამიანებს. თუ გესიზმრებათ, რომ ჭიდან წყალს ქაჩავენ–მოგეცემათ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. არტეზიული ჭა ბრწყინვალე შესაძლებლობას გიქადით: თქვენ შეაბიჯებთ ცოდნისა და განცხრომის სამყაროში. თუ ჭიდან იღებთ წყალს, ეს ნიშნავს, რომ აგისრულდებათ სასურველი ოცნება, მაგრამ თუ წყალი მღვრიე და უსუფთაოა, გარდაუვალია უსიამოვნება.

ჭადრაკი - თუ თქვენ ჭადრაკი გესიზმრებათ, ეს საქმეების შეჩერებასა და ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. თუ ჭადრაკის პარტია წააგეთ, უპატიოსნო ადამიანები ბევრ უსიამოვნო მომენტებს შეგიქმნიან. ხოლო თუ თქვენ პარტია მოიგეთ, სიძნელეებს კარგად გაართმევთ თავს.

ჭამა - თუ გესიზმრებათ, რომ მარტო ჭამთ, ე.ი. გემუქრებათ დანაკარგი და მელანქოლია. თუ სიზმარში ჭამთ კარგ საზოგადოებაში, ცხადში გელით წარმატება საქმეებში, კარგი გარემოცვა და ბრწყინვალე პერსპექტივები ბიზნესში. თუ ხედავთ, რომ თქვენი გოგონა მაგიდიდან ალაგებს ნაჭამ ხორცს, ცხადში გაგანაწყენებთ თქვენგან დამოკიდებული ხალხი, რომელსაც თქვენ პატივს არ სცემთ. იგივე შეიძლება ითქვას რესტორნის ოფიციანტზე.

ჭანჭიკები - ჭანჭიკების ნახვა ნიშნავს, რომ წარმოგექმნებათ უსიამოვნებანი. თუ ჭანჭიკები ძველი ან გამოუსადეგარია, მაშინ თითქმის თქვენი არც ერთი მოლოდინი არ ასრულდება

ჭაობი - ჭაობის ნახვა სიზმარში ნიშნავს მძიმე ტვირთს, რომლისგან თავის დაღწევის ყოველი მცდელობა, გრძნობთ, რომ უნაყოფოა–ავადმყოფობამ ან ნებისმიერმა სხვა უსიამოვნებამ შეიძლება დაგჩაგროთ.
თუ სიზმარში ჭაობიდან ადგილს გაივლით–ცხადში გაუთვალისწინებელი გარემოებები გაიძულებენ გეგმებზე უარის თქმას.

ჭარხალი - ჭარხლის კარგი მოსავალი მშვიდობიან და მოსავლიან წელს მოასწავებს. ჭარხლის მეგობრების წრეში ჭამა სასიამოვნო ახალ ამბებს ნიშნავს

ჭაღი, ფარანი - ჭაღი სიზმარში ნიშნავს მოულოდნელ წარმატებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, დატკბეთ სიამოვნებითა და სიმდიდრით. თუ გესიზმრებათ გატეხილი, დიდი ხნის გაუწმენდავი ფარანი–ბირჟაზე წარუმატებელი თამაში გაანადგურებს თქვენი შეხედვით ასე საიმედოდ განმტკიცებულ ბედს. თუ დაგესიზმრათ, რომ შუქი ჩაქრა იმ ფარანში, რომელიც თქვენ გინათებდათ, ე.ი. ავადმყოფობა ან უბედურება გააბუნდოვნებს თქვენს მომავალს, რომელიც ასე ბევრს გპირდებოდათ.

ჭექა–ქუხილი - სიზმარში ჭექა–ქუხილის ხმის გაგონება ნიშანია საქმეებში წარუმატებლობისა. ჭექა–ქუხილის ზონაში მოხვედრა–მოახლოებული უბედურების მაუწყებელია. მიწის შემაზანზარებელი ჭექა–ქუხილის ძლიერი გრუხუნი მოასწავებს დიდ დანაკარგსა და იმედგაცრუებას.

ჭვავი - თუ ჭვავი დაგესიზმრათ–თქვენ ბრწყინვალე მომავალი გელოდებათ. ჭვავის მარცვლების ყავა ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებას ზომიერად და დაფიქრებულად წარმართავთ. თუ ჭვავის ყანაში საქონელი შევიდა–წარმატების მომასწავებელია

ჭიები - ჭიები სიზმარში ინტრიგების სიმბოლოა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მას ჭიები დასცოცავენ ზედ, ცხოვრებაში იგი ძირითადად მატერიალური გამორჩენის ძებნით იქნება დაკავებული. თუ ის მათ იშორებს, ცხადში შეეცდება თავი დააღწიოს მერკანტილურ მისწრაფებებს და სულიერებას მეტ დროს დაუთმობს.
თუ ჭიებს სათევზაოდ აგროვებთ, ცხადში თქვენი კონკურენტების მოხერხებულად გამოყენებას შეძლებთ. ხანდახან ჭიები სიზმარში იმაზეც მიგანიშნებთ, რომ დროა საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ.

ჭილოფი - ახალი ჭილოფი ნიშნავს, რომ თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიშლება თქვენი გეგმების ცხოვრებაში გატარების თვალსაზრისით. ძველი და დახეული ჭილოფი კი ბევრ უსიამოვნო მოვლენებს მოასწავებს თქვენთვის

ჭილყვავი - სიზმარში ჭილყვავების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ ჭეშმარიტ სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანენ მხოლოდ ნამდვილი მეგობრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მორიდებული მოთხოვნილებები და შეხედულებები თქვენსას არ ემთხვევიან.

ჭინჭარი - თუ სიზმარში დასეირნობთ ჭინჭრებში, მაგრამ დასუსხვის გეშინიათ–წარმატებას მიაღწევთ; თუ თქვენ დაწვით ის, მაშინ თქვენი თავის უკმაყოფილო იქნებით და სხვებსაც გააუბედურებთ. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში მიდის ჭინჭრის ბარდების გავლით, ეს ნიშნავს, რომ ხელს რამდენიმე მამაკაცი სთხოვს და გადაწყვეტილების მიღებისას ნერვიულობას ვერ ასცდება.
საერთოდ, ჭინჭარი სიზმარში ცუდი ნიშანია. მის მნახველს მოელის გაჭირვება და მოუსვენარი შვილები

ჭიშკარი - სიზმარში ჭიშკრის ნახვა ან ჭიშკარში შესვლა საგანგაშო ცნობაა მის შესახებ, ვინც ახლა თქვენთან არ იმყოფება. საქმეში კი შეიძლება გაუგებრობას ნიშნავდეს. დაკეტილი ჭიშკარი–ნიშანია გადაულახავი წინააღმდეგობებისა; მაგრამ თუ თვითონ კეტავთ–ესაა წარმატება საქმეში და ერთგული მეგობრები. გატეხილი, ძველი კარები მოასწავებს წარუმატებლობას და წინააღმდეგობრივ გარემოებას. მას, ვინც სიზმარში კარებზე ქანაობდა, უნდა ახსოვდეს, რომ უნაყოფო საქმიანობას ეწევა. ჭიშკარში შესვლა ან მისი გაღების მცდელობა ნიშნავს, რომ თქვენი შრომა წარუმატებელი იქნება

ჭორაობა, ძრახვა - თუ სიზმარში ჭორაობთ და განკითხავთ სხვებს, შეიძლება გარემოება თქვენ საწინააღმდეგოდ შეიცვალოს. თუ დაგესიზმრათ, რომ მეგობრები ცუდად გახსენებენ–თქვენი ბავშვები მოგცემენ სანერვიულო მიზეზს.

ჭორები - თუ სიზმარში ჭორების სამიზნე ობიექტი გახდით, არის საშიშროება, შეცდომა დაუშვათ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას; შეიძლება ნამდვილ საქმიან ადამიანებს ისინი ამჯობინოთ, ვისთანაც მხოლოდ გართობაა შესაძლებელი. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ჭორაობს, ცხადში მალე მიხვდება, რომ მისი რჩეული მხოლოდ კარგი ადამიანის როლს თამაშობდა.

ჭორები - თუ სიზმარში ჭორების სამიზნე ობიექტი გახდით, არის საშიშროება, შეცდომა დაუშვათ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას; შეიძლება ნამდვილ საქმიან ადამიანებს ისინი ამჯობინოთ, ვისთანაც მხოლოდ გართობაა შესაძლებელი. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი ჭორაობს, ცხადში მალე მიხვდება, რომ მისი რჩეული მხოლოდ კარგი ადამიანის როლს თამაშობდა.

ჭორფლები - სიზმარში ქალი თუ თავის სახეზე ხედავს ჭორფლებს–მის კეთილდღეობას დაარღვევენ სამწუხარო მოვლენები. თუ ის მას სარკეში ხედავს, ეს უქადის საყვარელი ადამიანის დაკარგვას

ჭრილობა - თუ გესიზმრებათ, რომ დაგჭრეს–ეს საქმეში არასასურველ შემობრუნებას მოასწავებს. თუ დაჭრილებს ხედავთ–ერთ–ერთი თქვენი მეგობარი თქვენ მიმართ უსამართლო იქნება. თუ დაჭრილს დახმარებას აღმოუჩენთ, ე.ი. ბედისაგან მინიჭებულ შანსს სრულად გამოიყენებთ

ჭრიჭინა - ჭრიჭინა სიზმარში უსიამოვნო ამბავს მოასწავებს; ცხადში სიღარიბესთან შებრძოლება მოგიწევთ.

ჭურჭელი - სუფთა ჭურჭელი–კეთილის ნიშანია, რომელიც კეთილდღეობას მოასწავებს. ჭუჭყიანი ჭურჭელი–არასასურველი მოვლენების მაუწყებელია. თეფშის ხელში აღება–წარმატებაა, დავარდნა და გატეხვა–დროებითი წარმატება.
თუ დაგესიზმრათ, რომ ათვალიერებთ სუფთა, ლამაზ ჭურჭელს, თქვენს სახლში წესრიგი იქნება. თაროებზე ლამაზი ჭურჭლით გაფორმებული მაღაზიის ნახვა გოგონასათვის საიმედო ქორწინებას ნიშნავს. ჭურჭლის ცარიელი თაროები, ქაოსისა და საქმიან სფეროში უსიამოვნების ნიშანია.



ხავერდი - ხავერდის ნახვა სიზმარში ბედნიერებაა. ხავერდის კაბა თუ გაცვია–პოპულარობა და დიდება გეწვევა, თუმცა ძველი ხავერდის ნაჭერი ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობა ზარალდება თქვენი განუსაზღვრელი სიამაყის გამო. თუ ახალგაზრდა პიროვნება თავის თავს ნახავს ხავერდის კაბაში, მას გამოუჩნდება მდიდარი თაყვანისმცემელი

ხალიჩა - ხალიჩა სიზმარში ნიშნავს შენაძენს და შეძლებულ მეგობარს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საჭიროების შემთხვევაში. სიარული ხალიჩაზე ბედნიერება და გალაღებაა. ხალიჩის ყიდვა გიქადით დიდ შემოსავალს. თუ თქვენ ყიდით ხალიჩას, ცხადში მოგიწევთ სასიამოვნო და მომგებიანი მოგზაურობა. თუ ხალიჩა ესიზმრება ახალგაზრდა გოგონას, ის მალე გახდება მშვენიერი სახლის დიასახლისი.

ხალხური მედიცინა - თუ სიზმარში ცდილობთ, განიკურნოთ ხალხური მედიცინის საშუალებით–მიაღწევთ კეთილდღეობას, რითიც თქვენს მოშურნეებს იმედს გაუცრუებთ. წამლის დამზადება ხალხური მედიცინის რეცეპტით ან ყურება იმისა, თუ როგორ აკეთებენ ამას სხვები, წარმატებას გიქადით: თქვენ მიაღწევთ იმ სიმაღლეს, რომელზე არც კი გიფიქრიათ.

ხამანწკა (ზოოლ.) - თუ სიზმარში ხამანწკას მიირთმევთ–ცხადში თანახმა ხართ წუთიერი სიამოვნებისათვის უგულებელყოთ მორალური ნორმები; თუმცა ზოგჯერ ასეთი სიზმარი იმაზეც მეტყველებს, რომ თქვენი მამაცობა დაგეხმარებათ მოიპოვოთ არაერთი ქალის კეთილგანწყობა.
სიზმარში ხამანცკის ნიჟარები–ცხადში ნიშნავს, რომ თქვენ ეცდებით დახმარება გაუწიოთ ვინმეს, რითაც თქვენი სოციალური სტატუსი მკვეთრად ამაღლდება.

ხანჯალი - ხანჯალი სიზმარში ნიშნავს უსიამოვნებას თქვენი მტრების მხრიდან. თუ ვიღაცას გამოგლიჯეთ ხელიდან ხანჯალი–თქვენ შეძლებთ, გავლენა მოახდინოთ მოწინააღმდეგეზე და თავიდან აიცილოთ უბედურება.

ხარახურა, ნაყარ–ნუყარი - ხარახურა ნიშნავს, რომ ის სამუშაო, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ, რთული და უინტერესოა, მაგრამ როცა საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ხარახურას წვავთ, მოულოდნელად რაღაც შემოსავალი გაგიჩნდებათ. დამტვრეული ავეჯის გროვა იმის ნიშანია, რომ თქვენი დაუფიქრებელი საქციელი უბედურებამდე მიგიყვანთ.

ხარი - ხარის ნახვა სიზმარში გპირდებათ ლიდერობას თქვენს წრეში და ქალების თაყვანისცემას. თუ ხედავთ ნასუქ ხარს მწვანე საძოვარზე, ცხადში მიაღწევთ ისეთ მწვერვალს, რომელზეც არც კი გიოცნებიათ. თუ ხარი გამხდარია–ბედი ისეთი გულუხვი არ იქნება, მეგობრები კი ზურგს გაქცევენ.
უღლისათვის კარგად შერჩეული ხარები ნიშანია ბდნიერი ქორწინებისა. თუ ხარები წყალს სვამენ სუფთა გუბურიდან ან ნაკადულიდან, მალე მიიღებთ დიდი ხნის ნაოცნებარ უძრავ ქონებას, ან შესაძლოა, დაიმსახუროთ ლამაზი და ერთგული ქალის კეთილგანწყობა; მაგრამ თუ ეს ქალს ესიზმრება–ის დაიპყრობს თავისი შეყვარებულის გულს.

ხაფანგი - თუ თქვენ სიზმარში აგებთ ხაფანგს–თქვენი მიზნების მისაღწევად ინტრიგაზეც კი წახვალთ. ხაფანგში გაებათ–მტრებს დაუთმობთ. თუ სიზმარში ხაფანგით იჭერთ რამეს, წარმატება გელით. ცარიელი ხაფანგი მიუთითებს წარუმატებლობაზე. გატეხილი ან ძველი ხაფანგი ნიშნავს ახლობლის შესაძლო ავადმყოფობას

ხახვი - ბევრი ხახვის ნახვა, ნიშნავს, რომ თქვენი წარმატებები სხვებში შურსა და ბოღმას გამოიწვევენ. თუ სიზმარში ჭამთ ხახვს–მტრები უკან დაიხევენ. თუ ხედავთ, როგორ ხარობს ხახვი–გეყოლებათ ბევრი მტერი, რომლებიც უფრო საინტერესოს გახდიან თქვენს ცხოვრებას. შემწვარი ხახვი ნიშნავს სიმშვიდესა და ბიზნესში მცირე შემოსავალს. თუ ხედავთ, რომ ხახვს ჭრით და სადაცაა ატირდებით–მტრებისაგან მარცხს იწნევთ.

ხეები - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ახალგაფურჩქვნილ ხეს–ე.ი. მთელი თქვენი გეგმები და სურვილები ახდებიან. გამხმარი ხე გამოხატავს მწუხარებასა და დანაკარგს. ასვლა ხეზე ნიშნავს სწრაფ დაწინაურებას სამსახურში.
სიზმარში მოჭრა ხე ან მიიღო ის ფესვიანად–ე.ი. თქვენ სულელურად გაფანტავთ თქვენს ძალებსა და სიმდიდრეს. ახალმოჭრილი მწვანე ხე ნიშნავს, რომ, მიუხედავად თქვენი ახლანდელი კარგი მდგომარეობისა, მაინც მოგელით უბედურება

ხეივანი (ხეების მწკრივი) - ხეივანი თქვენს სიზმარში იმის ნიშანია, რომ ბედი ამჟამად აღარ იქნება ისეთი გულუხვი, როგორც ადრე. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში დაბორიალობს ბნელ ხეივანში, უნდა ერიდოს საეჭვო ამხანაგებს, რომლებსაც ძალუძთ მისი რეპუტაციის შელახვა

ხელბორკილები - საერთოდ, ხელბორკილები ან ბორკილები საშიშროების, ხიფათის ან ავადმყოფობის ნიშანია, თქვენ გარშემოც არასასურველი გარემო იქნება. თუ სიზმარში საკუთარ თავს ხედავთ ხელბორკილებით, ე.ი. არაკეთილმოსურნეთა გარემოში ხართ.
თუ სხვას ხედავთ ხელბორკილებით–შეძლებთ ცუდ ზემოქმედებისაგან თავის დაცვას. ხელბორკილთაგან გათავისუფლება ნიშნავს წინააღმდეგობათა დაძლევას.

ხელთათმანი - თუ სიზმარში ახალ ხელთათმანებს იცმევთ, ცხოვრებაში მომჭირნე, მაგრამ უანგარო იქნებით, თუმცა საქმეში მცირეოდენი უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რომელიც დროთა განმავლობაში მოგვარდება. ძველი და დახეული ხელთათმანები სიცრუესა და დანაკარგს მოასწავებენ. ხელთათმანების დაკარგვა მარტოობას ნიშნავს, თუმცა ცხოვრების სიყვარული არ განელდება.
თუ სიზმარში ხელთათმანს პოულობთ–გრძნობების განახლება გელით. ხელთათმანების გაძრობა –ცხოვრებისეული სასიყვარულო წარმატებები მეტად უმნიშვნელო იქნება. თუ მამაკაცი სიზმარში ქალს ხელთათმანს უკრავს, ცხადში უნდა ერიდოს ისეთ ქალს, რომელმაც შეიძლება შანტაჟი მოუწყოს

ხელი - ლამაზი ხელები სიზმარში წარმატების ნიშანია–საზოგადოებაში სასურველ ადგილს დაიკავებთ. თუ ხელები მახინჯი და მოუვლელია, ეს იმედგაცრუებასა და სიღარიბეზე მიანიშნებს. ხელზე სისხლი ახლობლებზე იმედგაცრუების ნიშანია. თუ სიზმარში ხელი გაიჭერით, ვიღაც ისარგებლებს თქვენი ძალისხმევის
შედეგებით.
მოკვეთილი ხელი ცხოვრებაში მარტოობას ნიშნავს:გარშემომყოფნი ვერ გაიგებენ. თუ სიზმარში ხელი დაიწვით, ცხადშიწარუმატებლობა გელით და სიმდიდრისა და დიდების გზაზე დამარცხდებით. თუ დაგესიზმრათ თმიანი ხელები, ე.ი. თქვენი მეგობრების წრეში მნიშვნელოვან ფიგურად ვერასოდეს იგრძნობთ თავს.
თუ სიზმარში თქვენი ხელები ძალზე დიდად დაგესიზმრათ, სწრაფი აღმასვლა გელოდებათ; ხოლო თუ პირიქით–თქვენ დამარცხება გემუქრებათ.ხელებზე ჭუჭყი–გარშემომყოფთა მიმართ თქვენს უსამართლო დამოკიდებულებას მოასწავებს.
სიზმარში ხელების დაბანა რაიმე სასიამოვნო დღესასწაულში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს.
თუ სიზმარში ქალი თავისი ხელებით ტკბება, ეს ნიშნავს რომ მამაკაცები მის მიმართ ვერ დარჩებიან გულგრილნი. თუ იგი სხვისი ხელების სილამაზით არის აღფრთოვანებული – მას ეჭვიანი თაყვანისმცემელი ეყოლება. თუ სიზმარში მას ვინმე ხელით იჭერს, ე.ი. იგი რაღაც უკანონო ქმედებაში იქნება ჩარეული; თუ
მას სიზმარში ვინმე ხელზე კოცნის, თავის რეპუტაციაზე ზრუნვა მოუწევს. თუ ხელში ცეცხლი უჭირავს და ამავე დროს ხელები ეწვება, ცხადში დიდ წარმატებას მიაღწევს და ბევრი ქვეშერმდომი ეყოლება. შეკრული ხელები სიძნელეების გადალახვას ნიშნავს. თუ თქვენ თოკების მოშვებას შესძლებთ, ამ შემთხვევაში სხვებს აიძულებთ ისეთ მოქცევას, როგორც თავად გსურთ.

ხელის ჩამორთმევა - თუ გოგონა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ართმევს ხელს, ცხადში მას ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. მაგრამ თუ ეს დაძაბუნებული მოხუცია–ცხადში, იქ, სადაც მას გართობა ელოდა, იმედგაცრუება მოელის. თუ თქვენზე მაღალ ადამიანს ართმევთ ხელს, რაღაც სფეროში მოგიწევთ მეტოქეებთან შეჭიდება. თუ პირიქით–თქვენი სიკეთე და კეთილგანწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ხელნაწერი - დაუმთავრებელი ან დაკარგული ხელნაწერი–ცხოვრებაში იმედგაცრუებას მოასწავებს. თუ ხელნაწერი დასრულებულია და გარკვევით იკითხება, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აგიხდებათ. ხელნაწერზე მუშაობა თქვენს გეგმებს საფრთხის წინაშე აყენებს; მაგრამ თუ თავიდანვე სუფთად წერთ, შესაძლებელია, ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ.
თუ დაგესიზმრათ, რომ ხელნაწერი დაგიწუნეს, წარმატებას სწორედ იქ მიაღწევთ, სადაც გამარჯვების იმედი ნაკლებად გქონდათ. ცეცხლმოკიდებული ხელნაწერი კოლეგებში თქვენი ავტორიტეტის საგრძნობლად ამაღლებას მიანიშნებს.

ხელსახოცი - ხელსახოცი იმედგაცრუების ნიშანია. თუ ქალი სიზმარში ჭუჭყიან და ძველ ხელსახოცს ხედავს, ცხადში დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდება

ხელფასი - ხელფასის მიღება სიზმარში წარმატების მომტანია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახალ ბიზნესს იწყებენ. თუ თქვენ უხდით ხელფასს–გელით ვიღაცის უკმაყოფილება. თუ დაგიქვეითეს ხელფასი–გაფრთხილებაა, რომ თქვენ წინააღმდეგ უღირსად მოქმედებენ. სიზმარში ხელფასის მომატება–ცხადში არაჩვეულებრივი შენამატია ნებისმიერი ოჯახისათვის

ხელწერა - თუ დაგესიზმრათ ხელნაწერი ტექსტი და თქვენ იცნობთ ამ ხელწერას, ელოდეთ უსიამოვნო ხარჯებს, მოწინააღმდეგეები გამოიყენებენ თქვენს გულწრფელობას, რათა ხელი შეგიშალონ საქმეებში

ხელჯოხი - ხელჯოხი სიზმარში–ე.ი. თქვენ ვერ გააფორმებთ საჭიროებისამებრ რაღაც შეთანხმებებს და შედეგად მიიღებთ ფინანსურ ზარალს. თუ გესიზმრებათ, რომ ხელში უცბად გაგიჩნდათ ხელჯოხი, მაშინ ცხადში მუდმივად სხვისი გავლენის ქვეშ იქნებით. სიზმარი, რომელშიც თქვენ ტკბებით ხელჯოხის მზერით, გპირდებათ პატიოსანი, ერთგული და თავგანწირული ხალხის მეგობრობას

ხერხი - თუ სიზმარში ხელის ხერხით ხერხავთ, ე.ი. თქვენ საქმიანი და ენერგიული ადამიანი ხართ და შეგწევთ უნარი, თქვენი ოჯახი უზრუნველყოთ. მექანიკური ხერხი ნიშნავს, რომ მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი გახდებით და დიდძალი მოგება გექნებათ. თუ ასეთი სიზმარი ქალს ესიზმრება, ცხადში ყველა მის რჩევებს გაითვალისწინებს.
დაჟანგული ან გატეხილი ხერხი უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ თქვენ სიზმარში დაკარგეთ ხერხი, დასაწყისშივე უიმედო იდეას მოკიდებთ ხელს; ხერხის წკრიალი ოჯახში სიუხვეს მოასწავებს; თუ მოულოდნელად იპოვეთ ძველი ხერხი, შეძლებთ წარმატების დაბრუნებას. ხერხის მხრით ტარება ნიშნავს, რომ თქვენ საპასუხისმგებლო სამუშაოს დაგავალებენ.

ხვევნა, ჩახუტება - თუ ქალი სიზმარში ეხვევა ქმარს–ოჯახურ უთანხმოებას ნიშნავს, განსაკუთრებით, თუ დადარდიანებული ეხვევა; ახლობლების ხვევნა–ავადმყოფობასა და ჩხუბს მოასწავებს. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ იგი ეხვევა საყვარელ პიროვნებას, სიზმარი იგივეს უქადის. თუ თქვენ ეხვევით ვინმეს და სიხარულით გევსებათ გული, ბედნიერებას ელოდეთ. თუ უცნობ ადამიანს ეხვევით–მოულოდნელი სტუმრები გეყოლებათ.

ხველება - სიზმარი, რომელშიც გაწუხებთ განუწყვეტელი ხველა, მეტყველებს თქვენს ცუდ მდგომარეობაზე, მაგრამ ყველაფერი კარგად შეიცვლება, თუ სიზმარში გაიკურნეთ თქვენს თავზე სისტემატური ზრუნვით. თუ სიზმარში სხვები ახველებენ, ეს მოასწავებს უსიამოვნებებს, რომლებსაც, ბოლოს და ბოლოს გაუმკლავდებით.

ხვლიკი - ხვლიკი სიზმარში არაკეთილმოსურნეთა შემოტევას ნიშნავს. თუ სიზმარში ხვლიკს კლავთ, ე.ი. წარმატების დაბრუნებას შეძლებთ და თქვენს კეთილ სახელს აღიდგენთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი დიდი ძალისხმევის ფასად დაგიჯდებათ–მოგიწევთ ახლობლებთან მუდმივი ჩხუბი და საქმის გარკვევა. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ხვლიკმა უკბინა, იგი უბედური იქნება. თუ მან დაინახა, ხვლიკი როგორ ტოვებს კუდს, მას გარკვეული პერიოდის მანძილზე მატერიალური სიძნელეები შეექმნება და მოუწევს სერიოზული ძალისხმევის დახარჯვა მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

ხილი - სიზმარში მწიფე ხილი ხეებზე ნათელ მომავალს, ხოლო მკვახე–ტყუილ ფაციფუცსა და საქმეებს მოასწავებენ. თუ სიზმარში ხილით ვაჭრობთ, ცხადში მსხვილ, მაგრამ არასარფიან გარიგებას შემოგთავაზებენ. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი გადამწიფებულ ხილს მიირთმევს, მას მორალური დაცემა და ნაანდერძევის დაკარგვა ემუქრება.

ხირომანტია - თუ სიზმარში ვინმე ხელის გულზე ბედს გიწინასწარმეტყველებთ, ცხადში გამოგონილ ბრალდებებს წაგიყენებენ. თუ სიზმარში ქალი თავის ბედს ხელის გულზე კითხულობს, ეს მას მამაკაცებს შორის ბევრი კარგი მეგობრის შეძენას პირდება, თუმცა ქალ–მეგობრებს იგი არ ეყვარებათ. თუ მას დაესიზმრა, რომ იგი სხვა ვინმეს მკითხაობს, ცხადში მას თავის ინტილიგენტურობა და ცოდნა წარმატებას მოუტანს. თუ ქალი ვინმე დიდ ჩინოვნიკს უმკითხავებს, მას თავისი მაღალი მდგომარეობის შესანარჩუნებლად მეგობრების მხარდაჭერა დასჭირდება

ხის ნახშირი - ხის ნახშირი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ არა ხართ ბედნიერი და თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია სევდიანი მოვლენები

ხიშტი - ხიშტი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენი არაკეთილმოსურნენი შეეცდებიან თავის ნებაზე გატარონ; მაგრამ თუ ხიშტი თავად გიჭირავთ ხელში, მოვლენები თქვენს სასარგებლოდ წარიმართება

ხმა - სიზმარში სასიამოვნო, მშვიდი ხმის მოსმენა მაუწყებელია შერიგებისა და თანხმობისა: გაბრაზებული ხმის მოსმენა მიგანიშნებთ უსიამოვნებაზე. ტირილის გაგონება–თქვენი თავშეუკავებლობით გულს ატკენთ ახლობელ ადამიანს.
ღმერთის ხმა სიზმარში მოგიწოდებთ სულიერი სრულყოფისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვევს გარშემომყოფთა აღიარებასა და პატივისცემას. თუ დედას სიზმარში ესმის თავისი შვილის ხმა–მზად უნდა იყოს სიღარიბის სიძნელეებისა და დიდი ვალებისათვის.
უბედურების მაუწყებელი ნიშანი ან ვიღაცის გამაფრთხილებელი ხმა მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე თქვენთვის ან თქვენი ახლობლისათვის. თუ თქვენ იცინით, ეს ხმა მიგითითებთ უბედურ შემთხვევაზე ან ავადმყოფობაზე, მაგრამ არა სიკვდილზე ან დიდ დანაკარგზე.

ხმაური - უცნაური ხმაური სიზმარში–ცხადში საწყენ ახალ ამბავს ნიშნავს, მაგრამ თუ ამ ხმაურისაგან მოულოდნელად გაგეღვიძათ, თქვენი საქმეები სწრაფად უკეთესობისკენ წავა.

ხომალდი - სიზმარში ხომალდის ნახვა მაუწყებელია პატივისა და წოდების მოულოდნელი მონიჭებისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესების პირობებს. თუ სიზმარში გაიგებთ ხომალდის მსხვრევის ხმას, ელოდეთ საქმის ცუდ შემობრუნებას–მეგობარი გაგყიდით.
თუ სიზმარში გრძნობთ, რომ იღუპებით ხომალდის ჩაძირვის დროს, ცხადში სიტუაცია ძალიან ახლოს იქნება იმასთან, რომ თქვენი სიცოცხლე ან ღირსება აღმოჩნდეს კითხვის ქვეშ.
ხომალდის ნახვა მღელვარე ზღვაში ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ჩხუბის დარეგულირებას და შეშფოთებით დაიწყებთ გზების ძიებას, თუ როგორ დაფაროთ საზოგადოებისაგან ინტრიგები იმ დროს, როცა თქვენი მტრები შეეცდებიან თქვენს მხილებას.
ნახვა, თუ სხვები როგორ განიცდიან ხომალდის დაღუპვას, გეუბნებათ: ტყუილ–უბრალოდ შეეცდებით თქვენი მეგობრის დაცვას უპატიოსნებისაგან.

ხორბალი - ხორბლის ფართო მდელოები საქმიან სარბიელზე დიდი წარმატების მაუწყებელია. დაუმწიფებელი ხორბალი ბედის თქვენკენ შემობრუნებას გაუწყებთ. კარგად დამწიფებული ხორბალი სიყვარულსა და ოჯახურ ბედნიერებას მოასწავებს. სუფთა და მსხვილი თავთავები სიუხვის ნიშანია. ხორბალი ტომრებში ნიშნავს თქვენი მიზნების ასრულებასა და დიდ წარმატებას.
თუ სიზმარში ხორბალს ფშვნით და გემოს უსინჯავთ–სურვილის ასასრულებლად დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. თუ ციცაბო კლდეზე ადიხართ და თან ხორბლის ღეროს ეჭიდებით სამსახურში თქვენს საუკეთესო თვისებებს გამხოხობი ცოცხალი ხოხობი–ძლიერი და მტკიცე მეგობრობის სიმბოლოა. თუ ხოხბის კერძს მიირთმევთ, ეჭვიან ცოლს შეუძლია თქვენს მეგობრებთან ურთიერთობას ხელი შეუშალოს. ხოხობზე ნადირობა იმის ნიშანია, რომ მეგობრების გამო დათმობაზე წასვლა მოგიწევთოავლენთ. თუ სიზმარში ნახეთ ხორბლის ბეღელი, რომელშიც სველი ხორბალია–დიდძალი ფულის დანაკარგი გელით, რადგან მისი დაგროვებისას დაგავიწყდათ გეზრუნათ თქვენი უფლებების დაცვაზე.

ხოჭოები - სიზმარში საკუთარ სხეულზე ხოჭოების ნახვა სიღარიბისა და მცირე უსიამოვნების ნიშანია, მათი დასრესა კი კარგია

ხოხვა - თუ მიწაზე ხოხვისას გადაიჭერით ხელი, ცხადში საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუ მიხოხავთ ქვებზე, ე.ი. ვერ გამოიყენეთ ბედისაგან ნაბოძები შანსი. თუ ქალს ესიზმრება ასეთი სიზმარი, წინდახედულად არ მოიქცევა, შეყვარებულს დაკარგავს. ჭაობზე სხვა ადამიანებთან ერთად ხოხვა საქმეების წახდენაა: შესაძლოა, საზოგადოებამ გაგკიცხოთ და აღარ გენდოთ.

ხრახნი - თუ გესიზმრებათ ხრახნები–მოგიწევთ მოსაწყენი, ქანცგამცლელი მუშაობა, ასევე თქვენს საქმიან პარტნიორებთან გამკლავება. ამას გარდა, სიზმარი მოგიწოდებთ მცდელობისა და სიფრთხილისაკენ

ხრეში - სიზმარში ხრეშის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი ჩანაფიქრი და პროექტები ვერ განხორციელდებიან. ტალახთან შერეული ხრეში მაუწყებელია წარუმატებელი გარიგებისა და დიდი მატერიალური დანაკარგისა.

ხსნა, თავის გადარჩენა - სიზმარში თავიდან აიცილოთ დაჭრა ან უბედური შემთხვევა–კარგი ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში მოაწყვეთ საპატიმროდან გაქცევა–ეს ნიშნავს თქვენს წინსვლას მეწარმეთა საზოგადოებაში.
ინფექციური ავადმყოფობისაგან თავის დაღწევა–ჯანმრთელობისა და სიმდიდრის საწინდარია. თუ შენი გაქცევის მცდელობა ჩაიშალა, თქვენ იზარალებთ მტრების ინტრიგით, რომლებიც ცილს დაგწამებენ და მოგატყუებენ. თუ სიზმარში თავი დააღწიეთ რაღაც საშიშროებას, სინამდვილეში თქვენ დაგემუქრებათ უბედურება, რომელსაც მინიმალური დანაკარგებით გაართმევთ თავს. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გამოდიხართ მხსნელად, ცხადში ჩაიდენთ რაიმე კეთილ საქციელს, რომელიც განაპირობებს .

ხტომა, ნახტომი - თუ თქვენ ან ვინმე თქვენი ნაცნობი წარმატებით ხტება რაიმე წინაღობაზე, მას სიძნელეების გადალახვის შემდეგ წარმატება ელის. კედლიდან გადმოხტომა–ცხადში დაუფიქრებელი საქციელის ჩადენას ნიშნავს.

ხურტკმელი (კრიჟოვნიკი) - სიზმარში ხურტკმელის ნახვა ნიშნავს ბედნიერებას, რომელიც გეწვევათ მწუხარებისა და შიშის შემდეგ: მოულოდნელად გადაიშლება თქვენთვის საჭირო რომელიღაცა საქმის პერსპექტივა. თუ სიზმარში პირს იტკბარუნებთ მწვანე ხურტკმელით, ცხადში ჩაიდენთ შეცდომას, რადგან დაუფიქრებლად მხოლოდ სიამოვნებას მიელტვით. თუ თქვენ, უბრალოდ, გემო გაუსინჯეთ მწვანე ხურტკმელს, მოხდება რაღაც ცუდი.
საერთოდ ხურტკმელის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ დამღლელი საქმიანობიდან გათავისუფლებას, ახალგაზრდა ქალისთვის კი–იმედგაცრუებაა მოლოდინთან დაკავშირებით.


ჯაგრისი - თმის ჯაგრისი იმის მაუწყებელია, რომ თქვენი წარუმატებლობის მიზეზი საქმის ბოლომდე მიყვანის უცოდინრობაა. ტანსაცმლის ჯაგრისი მძიმე შრომისათვის შესაფერის გასამრჯელოს გპირდებათ. თუ სხვადასხვა დანიშნულების ჯაგრისები გესიზმრებათ, თქვენ საინტერესო და კარგადანაზღაურებად სამუშაოს იშოვით.

ჯადოქარი - ჯადოქრის დასიზმრება თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის მოასწავებს წინდაუხედავ მოქმედებას: თავგადასავლებსა და ხმაურიან ღრეობებს მოჰყვება იმედგაცრუება და ჯავრი. თუ ჯადოქარი გემუქრებათ და გწყევლით, მხოლოდ ძალების მოკრეფა და სულიერი სიძლიერე გიხსნით სმსახურსა და ოჯახში პრობლემებისაგან.

ჯარის ნახვა – საყოველთაოდ მწუხარების ნიშანია, ცეცხლის წაკიდებას მოასწავებს.

ჯარისკაცები - მწყობრად მოსიარულე ჯარისკაცები იმის მაუწყებელია, რომ რაღაც მოვლენა თქვენს დაწყებულ საქმეს ხელს შეუშლის. თუ ჯარისკაცი ქალს დაესიზმრა, მის რეპუტაციას საფრთხე ემუქრება. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად ხართ ჯარისკაცი, ცხადში თქვენს ოცნებებს წარმატებით განახორციელებთ.

ჯაშუში - თუ სიზმარში ყოველ კუთხეში ჯაშუში გელანდებათ, ცხადში ჩხუბი მოგიწევთ. თუ თქვენ თავად ხართ ჯაშუში, ცხადში სავაჭრო ოპერაციები, რომლის დიდი იმედიც გქონდათ, არ გაგიმართლებთ.

ჯაჭვი - ჯაჭვი სიზმარში თქვენი მოშურნეების მხრიდან ჩირქის მოცხებას მოასწავებს. თუ სიზმარში საკუთარ თავს მიჯაჭვულ მდგომარეობაში ხედავთ, უახლოეს მომავალში სერიოზული პასუხისმგებლობის დაკისრებას უნდა ელოდეთ. თუ სიზმარში ჯაჭვს წყვეტთ, ცხადში უსიამოვნებებს თავს დააღწევთ. თუ მიჯაჭვული თქვენი ნაცნობია, მას სერიოზული უსიამოვნებები ელის. ჯაჭვი თუ ყელზე ჩამოიკიდე – კადნიერების ნიშანია. ჯაჭვით დაბმული შენი თავი ნახო ან სხვა – ცუდია.

ჯდომა ფეხმოკეცილი – ცუდი და მძიმე ფიქრის ნიშანია

ჯემი - სიზმარში გემრიელი ჯემის ჭამა–სასიამოვნო სიურპრიზი და მოგზაურობაა. თუ გესიზმრებათ, რომ ჯემს აკეთებთ, ეს ბედნიერების მომასწავებელია. ქალს ასეთი სიზმარი უქადის მშვენიერ სახლს და სანდო მეგობრებს.

ჯვარი - ჯვრის ნახვა სიზმარში მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე. ამიტომ დაფიქრდით და იზრუნეთ თქვენს საქმეებზე. თუ ხედავთ ადამიანს ჯვრით–იცოდეთ, რომ ეს სიზამრი მოგიწოდებთ ქველმოქმედებისაკენ, ახლობლებზე ზრუნვისაკენ. ჯვარი ოქროსი ან ჯაჭვი გეკიდოს – სიმდიდრეს მიიღებ. ჯვარი ოქროსი თუ იპოვნო – საწადელი შეგისრულდება. ჯვარის დაწერა ვისმესთან საყდარში – კარგია.

ჯვარცმა - სიზმარში ჯვარცმა ცხადში თქვენი ოცნებების დამსხვრევას ნიშნავს, მაგრამ სევდას ნუ მიეცემით, ჯობს გააგრძელოთ თქვენი დაწყებული საქმეები.

ჯიბე - სიზმარში საკუთარ ჯიბეში ყურება მიმანიშნებელია თქვენ წინააღმდეგ მომართული მტრული ძალებისა.

ჯილდო, პრიზი - თუ სიზმარში მიიღეთ ჯილდო ან მოიგეთ პრიზი, მეგობრები დაგეხმარებიან. თუ თქვენ აპირებთ ჯილდოზე უარის თქმას–ეჭვი არ მოგასვენებთ მის საჭიროებაზე და თქვენივე საქციელის მართებულობაზე.

ჯირკი - თუ დაგესიზმრათ ჯირკები, ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული უსიამოვნებები გელით.ჯირკების ამოძირკვა ნიშნავს, რომ გაჭირვებიდან თავის დასაღწევად უხეშად და მკაცრად მოიქცევით და სენტიმენტალობას გვერდზე გადადებთ.

ჯოჯოხეთი, ქვესკნელი - თუ სიზმარში ჯოჯოხეთში მოხვდით, ცხადში ვერ გაუმკლავდებით ცდუნებას, რითაც თქვენს საქმიან რეპუტაციას შელახავთ; თუ იგივე თქვენს მეგობრებს დაემართათ, ე.ი. ცხადში არასასიამოვნო საქმეები გელით. თუ ჯოჯოხეთში მოხვედრის გამო ყვირიხართ–მტრების დაგებულ ხაფანგში მოხვდებით და მეგობრებს თქვენი დახმარება გაუჭირდებათ.

ჯუჯა, ქონდრის კაცი - ჯუჯას ნახვა კეთილი ნიშანია. კარგი აგებულებისა და სასიამოვნო შესახედაობის ჯუჯა გპირდებათ საინტერესო ცხოვრებას, რომლის დროსაც თქვენი შესაძლებლობები კარგად განვითარდება. ასეთი სიზმარი გპირდებათ ხანგრძლივ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ მრავალ მომგებიან საქმიანობაში. სიზმარი, რომელშიც თქვენი მეგობარი გადაიქცევა ჯუჯად, მას უწინასწარმეტყველებს კარგ ჯანმრთელობას, თქვენ კი ბევრ სასიამოვნო რამეს. ბოროტი ჯუჯები სიზმარში ყოველთვის რაღაც ბოროტების მუქარაა.

ჰამაკი - თქვენ იქნებით შეპყრობილი გატაცებით. თუ წევხართ ჰამაკში - ე.ი. რეალურ ცხვორებაში მარტო ხართ. თუკი ჰამაკში დაგესიზმრათ რამდენიმე ადამიანი თქვენ გელით დაუვიწყარი საღამო, გართობა საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ თქვენ გადმოვარდით ჰამაკიდან - რეალობაში გელით ღალატი და ნერვიულობა. დახეული ჰამაკი - უახლოეს მომავალში თქვენ იქნებით გაოცებული სასიამოვნო მოულოდნელობით

ჰაერში ფრენდე – ბედნიერებას მიაღწიო.

ჰაერი წმინდა ნახო – ბედნიერებას მიაღწევ

ჰაერი სუფთა ატმოსფერო - რთული სიტუაციიდან გამოსხვა

ჰაერი (მძიმე, ბინძური) - ნერვიულობა, ავადმყოფობა

ჰაერის ნაკადი - დიდი წინააღმდეგობა, რომელიც არის გამოწვეული სხვა ადამიანების მიერ.