9/16/2019

მეტროში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა


გავრცელებული  ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი კონტაქტური იყო
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. მეტროსადგურ „სამგორში“ 30 წლამდე მამააკაცი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა  უკვე ამოვიყვანეს. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტური იყო. 
მომხდარის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით.
ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.