9/19/2019

Facebook-ს ინფორმაციის გასუფთავების ახალი ფუნქცია დაემატა



ისტორიის გასუფთავების  ფუნქცია, რომელიც Facebook–ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 2018 წლის მაისში, F8– ზე, დააანონსა, საბოლოოდ რამდენიმე ქვეყანაში უკვე გააქტიურდა. ის ახალი სახელწოდებით, შეგხვდებათ, რომელსაც Off – Facebook უწოდეს.


მთავარი პროდუქტების ოფიცერმა  ერინ ეგანმა და პროდუქტების მენეჯმენტის დირექტორმა დევიდ ბასერმა სამშაბათს Newsroom- ის პოსტში გააკეთეს განცხადება, რომ Off-Facebook-ის ფუნქცია თანდათანობით ყველა ქვეყნის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

ეგანმა და ბასერმა ფუნქციის მეტი განმარტებისთვის შემდეგი მაგალითი წარადგინეს: ”წარმოიდგინეთ, რომ ტანსაცმლის ვებსაიტს სურს აჩვენოს რეკლამები მათ, ვინც დაინტერესებულია ფეხსაცმლის ახალი სტილით. მათ შეუძლიათ ფეისბუქ რეკლამის ჩაშვება, სადაც მითითებული იქნება, რომ კონკრეტულ ანგარიშით ვინმემ დაათვალიერა ფეხსაცმელი. თუ ამ რეკლამის ინფორმაცია შეესაბამება ვინმეს ფეისბუქის ანგარიშს, რეკლამის შემქმნელს შეუძლია აჩვენოს რეკლამა ბოლოს ნახსენებ მომხმარებელს. ”

Off-Facebook Activity–ის  ფუნქციით, ადამიანებს შეეძლებათ ნახონ და გააკონტროლონ ის მონაცემები, რომელსაც სხვა პროგრამები და ვებსაიტები უზიარებენ სოციალური ქსელის ონლაინ ბიზნესს – ინსტრუმენტებით, როგორიცაა Facebook–ის პიქსელი ან Facebook Login. ყველა ეს ინფორმაცია შესაძლებელია, რომ გასუფთავდეს Facebook–დან, ეს შეიძლება მოხდეს სოციალური ქსელის ყველა საქმიანობის  ან მხოლოდ კონკრეტული აპებისთვის და საიტებისთვის.

როდესაც მომხმარებელი ასუფთავებს Off-Facebook აქტივობას, მათი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია იშლება სოციალურ ქსელში გაგზავნილი მონაცემებიდან აპებისა და ვებსაიტების საშუალებით, ასე რომ, Facebook–ს აღარ ექნება ინფორმაცია,  რომელ პროგრამებს და ვებსაიტებს ეწვიეთ ან გამოიყენეთ, ან რა გააკეთეთ. არცერთი მონაცემი არ იქნება გამოყენებული ამ რეკლამის მომხმარებლების  მიზნებისთვის Facebook–ზე, Instagram–ზე ან Messenger–ზე.

ეგანმა და ბასერმა განაცხადეს: ”ჩვენ ველით, რომ ამ ფუნქციამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს თქვენ ბიზნესზე, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხმარებლების მონაცემებზე კონტროლის მექანიზმის მომხმარებლებისთვის გადაცემა უფრო მნიშვნელოვანია.”

ცუკბერგმა  გასულ მაისში განაცხადა: ”თქვენს ბრაუზერში, თქვენ გაქვთ მარტივი გზა თქვენი ქუქი – ფაილების და ისტორიის გასასუფთავებლად. მიზეზის ის არის, რომ ბევრ საიტს სჭირდება ქუქ-ფაილების დასამუშავებლად ინფორმაცია, მაგრამ თქვენ მაინც უნდა შეძლოთ თქვენი ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიღება, როცა მოგინდებათ. ჩვენ Facebook-ისთვის ასეთივე ვერსიას ვქმნით. ეს იქნება მარტივი კონტროლი, რომ გაასუფთავოთ თქვენი ისტორია Facebook- ზე იმის შესახებ თუ რა მოიწონეთ, რა გააზიარეთ, რომელი საიტი გახსენით და ა.შ. "

https://www.facebook.com/allinterescom/